📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5 სტუდენტს სტიპენდია გადასცა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ 5 სტუდენტს, რომელმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა.

სტუდენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს. ესენი არიან: ნინელი მახაჭაძე, ლელა მახარაძე, სანდრო კიკნაძე, ილია დოლიძე, ნინი დავითაძე. სტიპენდიანტები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

"საქართველოს ბანკისთვის სოციალური კუთხით ერთერთ პრიორიტეტს განათლების მხარდაჭერა წამოადგენს. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მივცეთ შესალებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას. ახალგაზრდები, რომლებიც საბოლოო ჯამში მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბდებიან, საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი