📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სალომბარდე ქსელის, "ვალუტოს" კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რუსთავში (მეგობრობის გამზირი #10) სალომბარდე ქსელის, „ვალუტოს" ახალ ფილიალში მომსახურების მიღება მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ.

„ვალუტოს" ფილიალები ამჯერად საქართველოს 6 ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, გარდაბანსა და რუსთავშია ხელმისაწვდომი და 24/7-ზე კონცეფციის ფილიალებში, მომხმარებლებს ამ ეტაპაზე შემდეგ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს:

  • ოქროთი უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხი
  • სწრაფი ფულადი გზავნილები
  • ვალუტის კონვერტაცია

„ვალუტოს" უპირატესობა მომხმარებლისთვის სალობარდე სესხებზე საუკეთესო პირობების შეთავაზება, ასევე 24/7-ზე მომსახურების მიწოდებაა, მათ შორის თიბისის ინტერნეტბანკისა და სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით. კომპანია მომხმარებელს საუკეთესო პირობებით კონვერტაციასაც სთავაზობს, შემდეგ ვალუტაში: GEL, USD, EUR, GBP, TRY, AZN, AMD, RUR. გარდა ამისა, „ვალუტოში" მომხმარებელს ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა საქართველოში ყველაზე დაბალი ტარიფით შეუძლია.

სალომბარდე ფილიალების ქსელი, „ვალუტო", რომელიც თიბისის ნაწილია და ქვებრენდით პოზიციონირებს, ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. „ვალუტო" მუდმივად ვითარდება, კომპანია უახლოეს მომავალში საქართველოს მასშტაბით ფილიალების ქსელის გაფართოებას და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი პროდუქტების და სერვისის შეთავაზებას გეგმას.

„ვალუტოს", ასევე, კომპანიის პროდუქტების და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - www.valuto.ge, ასევე, ცხელი ხაზის - 032 2 24 27 27 საშუალებით. ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, „ვალუტოს" ფილიალებში მომსახურების მიღება მომხმარებლებს ამ ეტაპზე 10:00-დან 19:00-მდე შეუძლიათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!