📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საზაფხულო აქცია 40%-60% Automoby.ge-ისგან 31 აგვისტომდე კომპანია სპეციალურ აქციას იწყებს - მომხმარებელი შეძლებს წინასწარ გადაიხადოს ავტომობილის ღირებულების მხოლოდ 40%

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Automoby.ge საქართველოს წამყვანი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია კორეული ავტომობილების იმპორტით, კვალიფიციური გუნდითა და განსაკუთრებული სერვისის მიწოდებით.

31 აგვისტომდე კომპანია სპეციალურ აქციას იწყებს, რომლის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს წინასწარ გადაიხადოს ავტომობილის ღირებულების მხოლოდ 40%. პირველადი გადახდის შემდეგ Automoby.ge ყიდულობს, ტვირთავს და აგზავნის ავტომობილს საქართველოში. დარჩენილი თანხის 60%-ის გადახდას კი მომხმარებელი ავტომობილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შეძლებს. აღნიშნული გადახდის სერვისი მოსარგებლეს საშუალებას აძლევს, კომფორტულად დააგროვოს დარჩენილი თანხის ნაწილი მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში.

იმისათვის, რომ აქცია ბევრად მარტივად აღსაქმელი გახდეს, "ავტომობიმ" გადაწყვიტა კონკრეტული ავტომობილები შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის სააქციო პირობებით.

მაგალითისთვის რომ ავიღოთ 2016 Kia Morning, რომლიც არის ბიუჯეტური, ქალაქისთვის იდეალური, კომფორტული ავტომობილი, ღირებულება არის 4,210$, მომხმარებელი ავტომობილის შეძენისას გადაიხდის ღირებულების 40% 1,680$-ს, ხოლო დარჩენილ თანხას ავტომობილის ჩამოსვლის შემდეგ.

ასევე, რომ განვიხილოთ 2014 Hyundai Santa Fe რომელიც, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია, არის ეკონომიური, საოჯახო ტიპის ავტომობილი, ღირებულება არის 8,028$, მომხამარებელი შეძენისას გადახდის 3,200$, ხოლო დარჩენილ თანხას ავტომობილის ჩამოსვლის შემდეგ.

ასევე, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი ავტომობილია 2014 Mercedes-Benz E Class, რომელიც გამოირჩევა, ეკონომიურობით, კომფორტულობითა და გამძლეობით, რომლის ღირებულებაა 10,867$, წინასწარ მომხმარებელი გადაიხდის 4,300$-ს, ხოლო დარჩენილ თანხას ავტომობილის ჩამოსვლის შემდეგ.

რატომ კორეული ავტომობილები?

მიუხედავად იმისა, რომ automoby.ge-ზე 200-ზე მეტი ბრენდის 500 000-ზე მეტი ავტომობილია განთავსებული, კომპანია ამჯერად აქცენტს კორეული წარმოების ავტომობილებზე ამახვილებს, რადგან მისი დაკვირვებით, მათ ბევრი უპირატესობა აქვს. დაკვირვების შედეგებს "ავტომობი" Entrepreneur-ის მკითხველსაც უზიარებს:

"შენახული მანქანები" – ალბათ ბევრჯერ გსმენიათ გამოთქმა, რომ "ეს ავტომობილი კარგადაა შენახული". კორეული ავტომობილები სწორედ იმით გამოირჩევიან, რომ მათზე ამ შეფასების გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლება. სამხრეთ კორეაში მკაცრად იცავენ ტექინსპექტირების წესებს, მფლობელები ინტენსიურად უტარებენ ავტომობილებს გეგმურ შემოწმებებს, რაც მათ ხარისხზე დადებითად აისახება და ავტომობილები მწყობრში რჩება".

დაბალი გარბენი – ეს ავტომობილის შესყიდვის მსურველთა კიდევ ერთი მოთხოვნაა. როდესაც ავტომობილს ვიძენთ, გვაინტერესებს: "გარბენი რამდენი აქვს?" როგორც ცნობილია, კორეული ავტომობილების ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მათი გარბენის მაჩვენებელი სხვებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

მრავალფეროვანი არჩევანი – რადგან კორეულ ავტომობილს ვახსენებთ, არ უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ Hyundai, Kia ან SsangYong. კორეული საავტომობილო ბაზრის ერთ-ერთ უპირატესობას ისიც წარმოადგენს, რომ მას ევროპული ავტომობილების შემოთავაზებაც შეუძლია, როგორებიცაა Mercedes-Benz, BMW, Audi და ა.შ.

ბიუჯეტი – ეს მომხმარებლისთვის ყოველთვის აქტუალური საკითხია. "რა დამიჯდება"? − სამხრეთკორეული ბაზარი ცნობილია ავტომობილების ბიუჯეტური ფასით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაბალი ფასის მიუხედავად, ავტომობილები საქართველოში იდეალურ მდგომარეობაში ჩამოდის.

საბოლოო ჯამში, Automoby.ge არის მიმართულება მათთვის, ვისაც სურს საქართველოში მაღალი ხარისხის კორეული ავტომობილების შეძენა. ექსკლუზიური აქციით ერთგული მომხმარებლებისთვის Automoby.ge უზრუნველყოფს ავტომობილის ყიდვის შეუფერხებელ და ხელმისაწვდომ გამოცდილებას. Automoby.ge-ის არჩევით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს იმ კომფორტით და საიმედოობით, რაც კორეულ ავტომობილებს აქვს.

ვებ-გვერდი: Automoby.ge
ტელ: 0322 11 55 22
მობ: 500 502 632
მის: დ. აღმაშენებლის გამზირი #154, თბილისი

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?