📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სელენა გომესის 2023 Met Gala-ზე გადაღებულმა ყალბმა ფოტომ ყველა რეკორდი მოხსნა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მართალია, ხელოვნური ინტელექტის სრული შესაძლებლობები ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ ცხადია, რომ AI-ს აქვს პოტენციალი, მოახდინოს დიდი ზეგავლენა საზოგადოებაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ისიც, რომ იგი სწრაფ განვითარებას განაგრძობს, შესაბამისად მისი პოტენციური სარგებელი და რისკ-ფაქტორები ჯერ კიდევ არაა სრულად შეფასებული.

ამის ნათელ მაგალითს ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელ Twitter-ში გავრცელებული სელენა გომესის ყალბი ფოტო წარმოადგენს, რომელიც ხაზს უსვამს ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს დეზინფორმაციის შექმნისა და გავრცელების თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ სელენა გომესმა გადაღებების გამო წლევანდელი Met Gala-ს გამოტოვება არჩია, ამან არ შეუშალა ხელი ფანებს შეექმნათ გომესის ფოტოშოპი ლილი ჯეიმსის Met Gala 2022 წლის კაბაში, რომელიც საბოლოოდ ვირუსული გახდა Twitter-ზე.

ენ ჰეთეუეი"ვერსაჩეს" სახე გახლდათ 2023 წლის Met Gala-ზე. კინოვარსკვლავის ფოტომ 233,500+ მოწონება და 12,2 მილიონზე მეტი ნახვა დაიმსახურა Twitter-ზე. მიუხედავად ამისა, გომესის ყალბმა ფოტომ 100 000-ზე მეტი მოწონება და 10 მილიონზე მეტი ნახვა მიიღო.

რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები ტყუვდებიან ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათით. თავდაპირველად, მარტში რომის პაპ ფრანცისკეს ყალბმა გამოსახულებამ თეთრ ქურთუკში სოციალურ ქსელებში 4,4 მილიონი ნახვა დააგროვა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!