📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თბილისში მობლერის მეორე მაღაზია გაიხსნა "მობლერი" საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არი"-ს ავეჯის მიმართულების მე-5 პროექტია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mobler

7 სექტემბერს თბილისში ავეჯისა და აქსესუარების კიდევ ერთი ახალი მაღაზია „მობლერი" გაიხსნა - სავაჭრო ცენტრ „საბას" ტერიტორიაზე. გახსნის ღონისძიებაზე მოსულმა მომხმარებელმა განსაკუთრებული ფასებით, შეთავაზებებითა და საჩუქრებით ისარგებლა.

„მობლერი" არის ავეჯისა და აქსესუარების ახალი ეკონომ ბრენდი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ხელმისაწვდომ ფასად შეარჩიოს ავეჯი და აქსესუარები ინტერიერის გემოვნებიანად მოსაწყობად. ჩვენი მაღაზიის შოურუმების კონცეფცია მომხმარებლის ინსპირაციისთვის შეიქმნა. აქ მოსული ნებისმიერი ადამიანი შეძლებს შეაფასოს რომელი ნივთი როგორი სტილის თუ ფერის ინტერიერს მოუხდება და გაიმარტივოს შერჩევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი" - აღნიშნავს ICR-ის ავეჯის მიმართულების მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ტყაბლაძე.

„მობლერში" წარმოდგენილი კოლექციების დიზაინი ევროპაში იქმნება, პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მზადდება, რაც ნებისმიერი ინტერიერისთვის შესაბამის ავეჯს განსაკუთრებით ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლისთვის.

ხელმისაწვდომია ასევე აქსესუარების მუდმივად განახლებადი კოლექციები. თითოეული ავეჯის დიზაინი ინტერიერის თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად იქმნება და ამ სფეროში არსებულ მოთხოვნებსა თუ საჭიროებებს ზუსტად პასუხობს.

მაღაზია „მობლერი" საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არი"-ს ავეჯის მიმართულების მე-5 პროექტია. ბრენდის პირველი მაღაზია სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის" ავეჯის ჰაბში 1 სექტემბერს გაიხსნა, ხოლო მეორე მაღაზიას კი უკვე შეგიძლიათ „საბას" ტერიტორიაზე ესტუმროთ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!