📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Tesla პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც ნახევარი ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ხუთი ყველაზე ფასეული ავტომწარმოებლის ერთობლივ ღირებულებას აღემატება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

24 ნოემბერს Tesla-ს (NASDAQ: TSLA) საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა $500 მილიარდს და ამ დონეზე დაფიქსირდა. ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიისთვის და მის სიძლიერესა და ინვესტორების ნდობაზე მეტყველებს.

დღეს Tesla-ს აქციების ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე, $559.99-მდე გაიზარდა, $555.38-ზე დასრულდა და საბაზრო კაპიტალიზაციას $526.45 მილიარდს მიაღწია.

Tesla ავტომობილების მწარმოებელი პირველი კომპანია გახდა, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციას, ნახევარ ტრილიონ დოლარს მიაღწია და გადააჭარბა კიდეც. ეს იმასაც უჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი პოზიციაშია კომპანიის პროდუქტები. ინვესტორთა ნდობა იძლევა პროგნოზის გაკეთების საშუალებასაც, Tesla ზრდას და სტაბილურად განვითარებას გააგრძელებს. ამასთან ერთდ, Tesla სიდიდით მეშვიდე ყველაზე ფასეული კომპანია გახდა უოლ სტრიტზე, Berkshire Hathaway-ის შემდეგ.

ახლანდელი რბოლის ყველაზე მნიშვნელოვანი კატალიზატორი გახდა განცხადება კალიფორნიული კომპანიის S&P 500 ინდექსში ჩართვის შესახებ. საინდექსო ფონდებმა, რომლებიც S&P 500-სს კოპირებენ, Tesla-ს $50 მილიარდზე მეტი ღირებულების აქციები უნდა იყიდონ, 21 დეკემბერს მათი ინდექსში ჩართვამდე. გარდა ამისა, კომპანიის დაგეგმილმა ჩართვამ S&P 500-ში შეიძლება $8 მილიარდის მოთხოვნა გამოიწვიოს აშშ-ის მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე ამერიკული ერთობლივი ფონდების მხრიდან, წერენ Goldman Sachs Group Inc.-ის ანალიტიკოსები.

ამჟამად Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ხუთი ყველაზე ფასეული ავტომწარმოებლის ერთობლივ ღირებულებას აღემატება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი