📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თიბისი კონცეპტი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" პარტნიორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით თბილისი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს "საჩუქარი" მასპინძლობს.

ფესტივალი "საჩუქარი" 1997 წელს დაარსდა და უკვე 26-ე წელია რაც მსოფლიო სახელოვნებო ავანგარდში მოისაზრება. ფესტივალი ქვეყნის თანამედროვე კულტურული პროცესების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრესს ასახავს. სახელოვნებო ხარისხითა და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით "საჩუქარი" პრესტიჟული ევროპული ფესტივალების რიგში დგას.

წელს, ფესტივალი შვეიცარიული ფოკუსის ფარგლებში გაიმართება და საპატიო სტუმრების საფესტივალო შეხვედრებთან ერთად, მაყურებელს სამ სპექტაკლს შესთავაზებს:

  • "გოგონა ნილის ძრავების ქარხნიდან" - რეჟისორი ტომ ლუცი;
  • "ამორ" - რეჟისორი თეოდორ ტერზოპულოსი;
  • "დიდების კედელი" - რეჟისორი ლეონარდო მანზანი.

1-დან 7 ნოემბრის ჩათვლით სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან ერთად საფესტივალო შეხვედრები და პანელური დისკუსიები გაიმართება:

  • 2 ნოემბერი, 16:00 | ლორენცო პაპაგალო - საერთაშორისო კურატორი
  • 4 ნოემბერი, 16:00 | ჯანი ფორტე - ვენეციის ბიენალეს დირექტორი

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" ბილეთები და ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით ბმულზე.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

"შემოქმედებითობას საზღვრები არ აქვს" - დევიდ დროგა

გსურთ თქვენი ბიზნესი უკეთესი გახადოთ? ამ შეკითხვაზე რეკლამის ლეგენდა დევიდ დროგას აქვს პასუხი: "თქვენს ლიდერთა გუნდს მეტი შემოქმედებითად მოაზროვნე უნდა შემატოთ"

სიახლეები

ცოტა რამ გია დვალის შესახებ

ქართველი მეცნიერი ავტორიტეტად მიიჩნევა თეორიული ფიზიკის დარგში