📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თიბისიმ აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან, ექსპორტის პროგრამის ფარგლებში, 30 მილიონი დოლარის ფინანსირების შესაძლებლობა მოიპოვა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA), ექსპორტის საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის ფარგლებში (GSM 102), საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტისთვის 30 მილიონი დოლარის ლიმიტი გამოყო. თიბისი პროგრამის ერთადერთი მონაწილე ბანკია საქართველოდან.

„არსებულ რეალობაში, რომელიც ბიზნესსექტორისთვის გამოწვევებითაა სავსე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაჭრობის ფინანსირების მიმართულების განვითარება. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან ექსპორტის პროგრამის ფარგლებში მიღებული ვაჭრობის ფინანსირების ლიმიტი, ხელს შეუწყობს ჩვენი კლიენტების იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ და ხელსაყრელ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ქვეყანაში როგორც სავაჭრო ოპერაციების, ასევე სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია.

2020 წლის დასაწყისში თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა. ასევე, წელს თიბისიმ ვაჭრობის ფინანსირებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი