📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისში არაჩვეულებრივი გასტრონომიული გამოფენა ''ზარზეიმი'' გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

3-4 სექტემბერს, თიბისის და VISA-ს მხარდაჭერითა და STALL-ის ორგანიზებით, ქუთაისში არაჩვეულებრივი გასტრონომიული გამოფენა "ზარზეიმი" გაიმართება.

"ზარზეიმი" არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, რეგიონალური, გასტრონომიული გამოფენა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ იმერეთის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტები. სტუმრებს დახვდებათ მრავალფეროვანი ქართული კერძები, ღვინო ადგილობრივი ოჯახებიდან, ხელით დამზადებული ლუდისა და ნაყინის სახეობები და სხვა. "ზარზეიმი" სტუმრებს სხვადასხვა გასართობი აქტივობით უმასპინძლებს.

ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ:

  • Circus Mircus
  • Bad Habitz
  • The Black Marrows
  • ერეკლე დეისაძე და ბენდი

"ზარზეიმი" მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რომლის მეშვეობით რეგიონში არსებულ სტარტაპერებსა და მეწარეებს საშუალება ეძლევათ, გამოავლინონ საკუთარი თავი და გააცნონ თავიანთი პროდუქტი ადგილობრივ მოსახლეობას.

თიბისი მუდმივად ხელს უწყობს რეგიონში ბიზნესების და სტარტაპების განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თიბისის მიერ მხარდაჭერილი არაჩვეულებრივი გასტრონომიული გამოფენა, რომელიც რეგიონის მასშტაბით მეწარმებიის გაცნობას და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას ემსახურება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

"შემოქმედებითობას საზღვრები არ აქვს" - დევიდ დროგა

გსურთ თქვენი ბიზნესი უკეთესი გახადოთ? ამ შეკითხვაზე რეკლამის ლეგენდა დევიდ დროგას აქვს პასუხი: "თქვენს ლიდერთა გუნდს მეტი შემოქმედებითად მოაზროვნე უნდა შემატოთ"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!