📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი 21-ე საუკუნეში საკუთარ მოსაზრებას ანდრო დგებუაძე გვიზიარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რუბრიკით - „წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი 21-ე საუკუნეში", ჩვენ ვცდილობთ გაგაცნოთ ქართველი ანტრეპრენერების, თავიანთი სფეროს პროფესიონალების და მრავალმხრივ საინტერესო ადამიანების ხედვები და რჩევები.

თუკი მრავალმხრივ განვითარებულ და წარმატებულ პიროვნებებზე მიდგება საუბარი, განსაკუთრებით კი ქართულ კორპორაციულ (და არამარტო) სამყაროში, ერთ-ერთი პირველი ვინც გაგვახსენდება ანდრო დგებუაძეა. დღესდღეობით, ანდრო გამორჩეულად მოთხოვნადი სპიკერია, რომელმაც შეძლო ლაპარაკი მის მთავარ საქმიანობად ექცია. იგი არის კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი, ბიზნეს-კონსულტანტი მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში. ამავდროულად, ანდრო ახერხებს ლექტორობას და გუნდური მუშაობის, ადამიანური რესურსების მართვის, მარკეტინგის და კრიტიკული აზროვნების ტრენერობას. თუმცა, უმეტესობა ჩვენგანს ანდრო დგებუაძის ხსენებაზე, ალბათ მისი სამოტივაციო, ზომიერი იუმორითა და აღმოსავლური ფილოსოფიით გაჯერებული საჯარო გამოსვლები ახსენდება, როგორც ქართულ, ისე უცხოურ პლატფორმებზე. გარდა ამ შთამბეჭდავი ჩამონათვალისა, ანდრო შესანიშნავად ფლობს მუსიკალურ ინსტრუმენტებს, გატაცებულია ჯაზით, ეთნოჯაზით, ფოლკლორით და აღმოსავლური მუსიკით.

მაშ ასე, Entrepreneur გიზიარებთ ხუთ უმნიშვნელოვანეს უნარს წარმატების მისაღწევად, ანდრო დგებუაძის აზრით:

1. უნარი გაარჩიო არსი ფორმისგან - ადამიანი იმითაა ადამიანი, რომ ის აზროვნებს. აზროვნება, ნიშნავს ცოდნის საკუთარ არსში გადამოწმებას. რასაც საკუთარი არსი დაეთანხმება - იმას გავიგებთ, ის გაგვიხარდება. საკუთარი არსი კი მხოლოდ იმას იცნობს და დაეთანხმება, რაც თავად მას ჰგავს. ამისთვის სამყარო უნდა გახლიჩო: ფორმად და არსად. ვინც ამას ახერხებს ის თავისუფალია სხვების აზრისგან. ასეთ ბრძენს შეუძლია თავად მიხვდეს რა არის ცოცხალი, ნაღდი, მშვენიერი თუ კეთილი.

2. უნარი იცნო შენი არსის მსგავსი - ზოგი იკითხავს: რა უბნელი ხარ? იმის იმედით, რომ თუ მისი უბნელი ვარ, ესე იგი მისთვის გასაგები და შესაბამისად კარგი ვარ. ესაა მსგავსება ფორმაში. თუ არსს ეძებ, მაშინ რაც ფორმის მიღმაა ის გადაამოწმე. ყველაფერი ცოცხალი, ნაღდი, მშვენიერი და კეთილია, რაც შენ არსს ჰგავს.

3. უნარი არ მიეჯაჭვო - ყველა უნარი რომ დაკარგო და ეს დაგრჩეს, მაინც მოიპოვებ თავს. როცა რამე ხელში გიკავია, გადაამოწმე, იმას ხომ არ უკავიხარ?! სადაც ებღაუჭები, იქ იტყუები. შენს არსს არაფერი აკლია და არაფერი სურს. იყავი რაც ხარ და იქნები სრული, ნაღდი, მშვენიერი და კეთილი.

4. უარის თქმის უნარი - როცა მიაგნებ (არსს), შემდეგ ახალი საფიქრალი ჩნდება - შენარჩუნება. ზოგს სიკეთე სისუსტე ჰქონია, უარის თქმა კი სიცივე. უარი გალავანია, რითაც უნდა დაიცვა ის, რასაც სათუთად ზრდი შენს შიგნით. უარის თქმა გამოცდაა. რომელს აირჩევ, კორექტულ ურთიერთობას, თუ ნაღდობას, მშვენიერებასა და სიკეთეს?

5. უნარი იმისა, რომ საკუთარი თავი დაშალო და ააწყო - ვინც მხოლოდ სხვას, თუნდაც დიდ ავტორიტეტს ენდობა - ის მონაა. ვინც არავის ენდობა - ის შლეგიანია. ვინც საკუთარ თავში იმას ენდობა, რომ „რაღაც ჩემში და ჩემზე მეტია" - ბრძენია. ასეთ ბრძენს შეულია ნებისმიერ დროს დაშალოს თავისი მორალი, პრინციპები, ფასეულობები და თავიდან ააწყოს. ასეთი ბრძენი საკუთარ აზროვნებაზე აფუძნებს საკუთარ თავს. ასეთი ბრძენს არ აინტერესებს, რა არის კეთილი და ბოროტი. ის თავადაა სიცოცხლე, სინამდვილე, მშვენიერება და სიკეთე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი