ფინანსური ტექნოლოგიების ქართული კომპანია ,,QuickCash AI" EMERGING EUROPE AWARDS- ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია QuickCash AI EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ქართულმა კომპანიამ ნომინაციაში ,,2019 წლის ინოვაციური ინიციატივა" გაიმარჯვა და კონკურსის გამარჯვეულთა პირველ სამეულშიც მოხვდა. დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში გაიმართა. PwC CEE დაჯილდოების სტრატეგიული პარტნიორია.
მედია და კვლევითი პლატფორმა EMERGING EUROPE AWARDS ლონდონში დაფუძნდა და მისი მიზანია ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის 23 ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა. EMERGING EUROPE AWARDS 2019-ის შესარჩევ კონკურსში 1000-მდე აპლიკანტი კომპანია მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე შეირჩა 120 ნომინანტი 12 კატეგორიაში.
მსგავსი სტატია: გაიცანით QuickCash AI
მაღალტექნოლოგიური სტარტაპების კონკურსის მონაწილეებს საერთაშორისო ჟიური აფასებდა. კომპანია QuickCAsh AI არის 2018 წლის FINTECH BUSINESS AWARD-ის BBVA-ს გლობალური კონკურსის ფინალისტი რისკების მართვის მიმართულებით.
იხილეთ ჩვენი სტატია QuickCash-ის დამფუძნებლის, მარიამ რუსიშვილის შესახებ, რომელიც ჟურნალის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა.