Join our Waitlist for Expert Advice!

გაიცანით QuickCash AI რა მნიშვნელობა აქვს კვლევას და თვითგანვითარებას სტარტაპიდეის ფორმირებაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

QuickCash AI

QuickCash AI ე.წ. ღრუბლოვანი ბანკინგის და ბიზნესკრედიტუნარიანობის შეფასების ალგორითმული პლატფორმაა, რომელიც უკვე წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში. მისი დამფუძნებელი მარიამ რუსიშვილია.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მარიამი აშშ-ში სწავლების პარალელურად, აქტიურად აკვირდებოდა ელ.ვაჭრობის პლატფორმებს. მსოფლიო ბანკში მუშაობის დროს გამოიკვლია 162 ქვეყნის ფინანსური სისტემა, ხოლო საინვესტიციო ფონდში ყოფნის დროს შეისწავლა 20 განვითარებადი ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) სპეციფიკა.

საქართველოში დაბრუნებულმა, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მუშაობის დროს აღმოაჩინა, თუ რამხელა უფსკრული იყო SME ხელმისაწვდომ ფინანსურ რესურსებს, ამ რესურსების მოთხოვნის პროცედურებსა და მის მისაღწევად ორივე მხრიდან დახარჯულ ფულსა თუ დროს შორის. სწორედ ამან გამოიწვია მარიამის ინტერესი, შეექმნა SME დაფინანსების ალტერნატიული პლატფორმა, რისთვისაც თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიები გამოიყენა.

მსგავსი სტატია: ფინანსური ტექნოლოგიების ქართული კომპანია ,,QuickCash AI" EMERGING EUROPE AWARDS- ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

თანამოაზრეთა გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში, რისი საშუალებითაც იდეა რეალობად აქციეს. შედეგად, შექმნეს პლატფორმა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს SME ბიზნესკრედიტუნარიანობის შეფასებას და სესხის გაცემას. ბიზნესკრედიტუნარიანობის შეფასების მიზნით, კომპანია იყენებს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს, იმის დასადგენად, თუ თუ რა რაოდენობის სამუშაო კაპიტალის მოთხოვნა შეუძლია ბიზნესს, უზრუნველყოფის გარეშე. "ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს და აფართოებს SME-ს შესაძლებლობებს, ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე, ხოლო საბანკო და არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს ეხმარება 30-ჯერ უფრო სწრაფად აითვისონ SME სეგმენტი, 55%-მდე საოპერაციო ხარჯის დაზოგვით", − აცხადებს მარიამი.

სტარტაპმა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მათ შორის წელს ნომინირებულია EMERGING EUROPE AWARDS-ზე. ამ ეტაპზე კომპანიის სერვისით სარგებლობენ არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტები და მიკროსაფინანსოები. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება კომერციულ ბანკებთან საქართველოში, სერბეთში, ვარშავაში და სამ ფინანსურ ინსტიტუტთან ყაზახეთში. მათი უახლოესი გეგმა მოიცავს ტექნოლოგიურად მზარდი ცენტრალური აზიის ქვეყნების ბაზრის ათვისებას და ევროკავშირის ბაზარზე გასვლას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"