📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო ახალ წელს ამ ღვინოს მოხმარების წესები არ აქვს: მიირთვით ყველგან, ყოველთვის და ყველაფერთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ფერი ვაინსი" ქმნის ემოციებით შთაგონებულ ღვინოს. ბრენდი დადებით ემოციებზეა დაფუძნებული, რომელსაც არ აქვს ჩარჩოები, არ ზღუდავს მომხმარებლის ქცევას და თავისუფალი არჩევანის უფლებას.

ღვინო იძლევა იმპროვიზაციის საშუალებას და შეგიძლიათ გახსნათ იქ, სადაც მოგესურვებათ. გასინჯოთ მაშინ, როდესაც ამის სურვილი გექნებათ და შეუწყვილოთ იმ კერძს, რომელთანაც გესიამოვნებათ.

მისი ორგანოლეპტიკური მახასიათებლები: არომატი და გემო, ალკოჰოლის ზომიერ დახმარებასთან ერთად, ქმნის პოზიტიურ, მისტიკურ და კრეატიულ განწყობას ადამიანის შინაგან სამყაროზე. ღვინის განსხვავებული შეფერილობა და მრავალფეროვანი არომატები წყვილდება ცოცხალ მჟავიანობასთან, იგრძნობთ როგორ ივსებით სინაზით, სიმსუბუქითა და სილაღით.

მომხმარებლისთვის ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და სიმარტივის შეთავაზება იყო, არის და იქნება "ფერი ვაინსის" მოტივი. რთული არჩევანის მარტივად გადაწყვეტა ჩვენი ყოველდღიურობაა. გვსურს ვისაუბროთ სიმარტივის ენით და გადმოვცეთ განცდილი ემოცია ფერით.

"ფერი ვაინსის" ღვინის სახეობების შეძენა შესაძლებელია: "8000 მოსავალი", "სტამბა", "თბილისი რუმსი", "ალკორიუმი", "სმაგლერსი", "ევროპროდუქტი". ასევე, ღვინის სხვადასხვა ბარსა და რესტორანში.

ვებსაიტი: https://perywines.com/

ინსტაგრამი: Pery.Wines

შეძენა: https://8000vintages.ge/pery-wines

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!