📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საგადახდო მომსახურების ლიდერი - თიბისი ფეი 15 წლისაა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

დაარსებიდან 15 წლის შემდეგ თიბისი ფეი დღეში 150,000 ათასამდე ტრანზაქციას ამუშავებს და ყოველთვიურად 800,000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრებია, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მხოლოდ 2008 წელს შეიქმნა, მაშინ, როცა სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ციფრული გადახდები ჯერ კიდევ სიახლე იყო.

15 წელია საგადახდო მომსახურების ბაზარი და თიბისი ფეი ერთად იზრდება და ვითარდება. გარემო ძალიან კონკურენტულია, მომხმარებელი კი მომთხოვნი. დღეს მომხმარებელი ეძებს სისწრაფეს, კომფორტსა და მოქნილობას. სწორედ ამიტომ, თიბისი ფეის მიზანია, მომხმარებლებს ყოველდღიური გადახდები გაუმარტივოს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს. ჩასარიცხი აპარატებით, ვებგვერდითა და მობილური აპლიკაციით გადახდა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

თიბისი ფეი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია. ამჟამად კომპანიის ანგარიშზე ირიცხება 4,000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი, ასევე ციფრული პლატფორმებიც. წინა წლებში თუ კომპანია მხოლოდ ფიზიკურ პირებზე იყო ორიენტირებული, ახლა კორპორაციულ კლიენტებსაც აძლევს გადახდების მიღების შესაძლებლობას. რთულია ისეთი სერვისის პოვნა, რომელიც თიბისი ფეის სისტემაში არ არის. დღესდღეობით, ჩართული სერვისების რაოდენობა 1,000-ს აღემატება.

კომპანიას პანდემიის დროსაც არ შეუჩერებია ზრდა და, პირიქით, თანამშრომლების რაოდენობა გააორმაგა კიდეც. ტრადიციულად, კომპანიის ორგანიზაციული კულტურა ეფუძნება თანამშრომლებისა და მომხმარებლების კმაყოფილებას.

თიბისი ფეის სამომავლო გეგმაა, შეუქმნას კიდევ უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი გადახდების შესაძლებლობა მომხმარებლებსა თუ პარტნიორებს.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!