📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

,,აქტო ფარმა"-ს ორგანიზებით სამეცნიერო-სამედიცინო კონფერენცია გაიმართა ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედიატრები, ოჯახის ექიმები, ნეონატოლოგები, ენდოკრინოლოგები, ჰემატოლოგები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ფარმაცევტული კომპანია ,,აქტო ფარმა"-ს ორგანიზებით 21 ოქტომბერს სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა სამეცნიერო-სამედიცინო კონფერენცია თემაზე "პრევენციული მედიცინის მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში, ბიოორგანული დანამატების როლი ბავშვთა ასაკში". "აქტო ფარმა" წამყვანი ამერიკული პედიატრიული ბრენდის, Childlife Essentials ოფიციალური წარმომადგენელია კავკასიის რეგიონში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედიატრები, ოჯახის ექიმები, ნეონატოლოგები, ენდოკრინოლოგები, ჰემატოლოგები.

"ეპიგენეტიკა: ბავშვთა ჯანმრთელობა, სიჯანსაღე და ნუტრიციოლოგია 21-ე საუკუნეში", შეკრებილი საზოგადოების წინაშე სწორებ ამ მოხსენებით წარსდგა აშშ-ის წამყვანი ექიმი პედიატრი მიურეი კლარკი - DNM., D.Hom., L.Ac. ChildLife Essentials-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

მედიცინას დიდი დანიშნულება აქვს ადამიანის ცხოვრებაში, მისი მიზანი არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შენარჩუნება და პრევენციაა, რაც განაპირობებს ადამიანის ჯანსაღ მომავალს. ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი იწყება სიცოცხლის პირველივე დღიდან. ამ თემის ირგვლივ თანამედროვე გამოწვევებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა და გამოცდილება გაუზიარა დამსწრე სამედიცინო საზოგადოებას პედიატრმა მიურეი კლარკმა.

"აქტო ფარმას" ბრენდის მისია და მიზანიც სწორედ პრევენციული მედიცინაზე ცნობიერების ამაღლებაა, შესაბამისი მაღალი ხარისხის, ნატურალური, ბიორგაული, პედიატრიულ კვებით გაიდლაინებს მორგებული პროდუქციის მოძიება და მიწოდებაა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!