📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Student Hunt - აპლიკაცია, რომელიც ქართველ სტუდენტებს სწავლის დაწყებიდან დასრულებამდე პერიოდს უმარტივებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Student Hunt-ი სანდრო კანდელაკის, გოგა საათაშვილის, ლევან მელიქიშვილისა და გურამ ლაცაბიძის მიერ შექმნილი სტარტაპია, რომელიც სტუდენტებს ეხმარება, ერთიან სივრცეში მოიძიონ მათთვის სასურველი და საჭირო შეთავაზებები ბრენდებისგან. ხოლო მეორე მხრივ კი, ბრენდებს საშუალებას აძლევს, 4-ჯერ იაფად შეძლონ სტუდენტური სეგმენტის მოზიდვა. Student Hunt-ი Lean Startup მიდგომით ვითარდება და ეტაპობრივად ემატება ყველა ის ფუნქციონალი, რაც სტუდენტურ გამოწვევებს ეფექტურად უპასუხებს. აღსანიშნავია, რომ იდეის თანაავტორი, სანდრო კანდელაკი, წლებია აკადემიური მიმართულებით მუშაობს და სტუდენტებთან კომუნიკაციის დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ ამ მრავალწლიანმა გამოცდილებამ გამოკვეთა ის გამოწვევები და პრობლემები, რაც თანამედროვე სტუდენტებს ყოველდღიურად აწუხებთ.

"სტარტაპის დაწყება ყოველთვის დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რასაც ზოგადი სტატისტიკაც მოწმობს. სტარტაპების საშუალოდ 90% განიცდის მარცხს, თუმცა საქმიანობის ეს ფორმა გამოირჩევა კრეატიული ხედვის რეალიზების შესაძლებლობით და რეალურად ცვლის მსოფლიოს უკეთესობისკენ.

სწორედ პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების დიდი სურვილი გახდა "სტუდენტჰანთის" შექმნის მოტივაცია გუნდისთვის, რომელშიც დღეს უკვე 10-მდე მოტივირებული ადამიანი ერთიანდება.

დღემდე უამრავ გამოწვევას ვაწყდებით, ყოველდღიურად ვესაუბრებით სტუდენტებისთვის საინტერესო კომპანიებს, ვთავაზობთ პლატფორმაში დამატებითი გადასახადის გარეშე ჩართვას და ვაცნობთ, რატომ არის Gen Z-ის სეგმენტთან მომუშავე ბიზნესებისთვის "სტუდენტჰანთი" უალტერნატივო გადაწყვეტა. ხშირია შემთხვევები, როცა კომპანიები თავს იკავებენ და ამჯობინებენ ცალკეული აქციები და ფასდაკლებები გაუშვან, თუმცა თრექშენის აწევასთან ერთად დაინტერესება და ჩართული კომპანიების რაოდენობაც იზრდება", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს Student Hunt-ის თანადამფუძნებელი, გურამ ლაცაბიძე.

იდეაზე მუშაობის პროცესში Student Hunt-ის გუნდს სხვადასხვა გამოწვევა შეხვდა, თუმცა აქტიური მუშაობითა და კრეატიული მიდგომით დაბრკოლებების სასიკეთოდ შემოტრიალება და მათი ახალ შესაძლებლობლებად ქცევა შეძლეს. გურამ ლაცაბიძე აღნიშნავს, რომ გამოწვევებთან გამკლავება შესაძლებელია ანტრეპრენერული სულისკვეთებით. ანტრეპრენერი სწორედ ის ადამიანია, ვისაც შეუძლია დაინახოს გამოწვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეძლოს განსხვავებული ადამიანების საჭიროებების იდენტიფიცირება და არ დააკლოს ცდა მათი პრობლემების მოსაგვარებლად.

თავდაპირველად ერთ-ერთი გამოწვევა მრავალფეროვანი შეთავაზებების სიმწირეს ეხებოდა, თუმცა დღეს Student Hunt-ის მოქმედ ვერსიაში სამიზნე ჯგუფისთვის განთავსებულია უამრავი ტიპის ფასდაკლება და შეთავაზება სწორედ იმ პროდუქტებსა და კომპანიებზე, რომელიც ე.წ. Gen Z-ის სჭირდება და აინტერესებს.

"სტუდენტჰანთში" მივიჩნევთ, რომ ადამიანების შესაძლებლობების ლიმიტი გადის იქ, სადაც ისინი საკუთარ თავს დაუწესებენ. ამის გათვალისწინებით კი საკუთარ თავს ლიმიტებს არ ვუწესებთ. არსებობს უამრავი გამოწვევა, მაგრამ ყოველი უფრო რთული წინაღობა ჩვენთვის მეტად მამოტივირებელი და ძალის მომცემია.

ორჯერ მივიღეთ უარი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150000-ლარიან საგრანტო პროგრამაზე, რის შემდეგაც ჩვენი რესურსებით შევქმენით აპლიკაცია და პროდუქტი დავამტკიცეთ. გვქონდა ე.წ. თრაქცია (Traction) და მესამე ცდაზე კონკურსში გამარჯვებაც შევძელით. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არასდროს შეწყვიტოთ მცდელობა. თუ პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებთ, რეალურად ღირებულ პროდუქტს შექმნით.

ახლა სრული რესურსით ვმუშაობთ შეთავაზებების გამრავალფეროვნებაზე და მზად ვართ, Gen Z-ისთვის საინტერესო ნებისმიერი პროდუქტი დავამატოთ", - განმარტავს გურამ ლაცაბიძე.

რაც შეეხება სამომავლო განვითარების გეგმას, გუნდის საბოლოო მიზანი სტუდენტური სუპერაპის შექმნაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანები სტუდენტური სტატუსის მიღებისთანავე გადმოწერენ და შეთავაზებებით სარგებლობის გარდა, იმავე აპლიკაციაში პროფესიულ განვითარებას, დასაქმებასა და სტუდენტური ცხოვრების გამარტივებას შეძლებენ.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!