📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

CO.LAB - სივრცე ახალგაზრდა დიზაინერებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარიამ ონიანი პროფესიით მოდის დიზაინერია. სამხატვრო აკადემიაში სწავლის განმავლობაში იგი აკვირდებოდა ნიჭიერ ხელოვანებს, რომლებიც უამრავ საინტერესო კოლექციასა თუ ნივთს ქმნიდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, მათ რეალიზაციას ვერ ახერხებდნენ.

"ხელოვანი ადამიანები სწავლის დასრულების შემდეგ სხვა მიმართულებით საქმდებოდნენ. რისთვის ვსწავლობდით, თუ შემდეგ პროფესიულად არ განვითარდებოდით?! იმ პერიოდში თითქმის არ არსებობდა ვაკანსია დიზაინერის პოზიციაზე. ამ ყველაფერზე ფიქრმა გააჩინა CO.LAB-ის იდეა", − აღნიშნავს მარიამ ონიანი, CO.LAB-ის დამფუძნებელი.

ძალიან მალე იდეა რეალობად იქცა. დღეს CO.LAB არის სივრცე, სადაც სხვადასხვა მიმართულების დიზაინერებისა და ხელოვანების ნამუშევრები ერთიანდება. ეს არის ადგილი, რომელიც თითოეულ ხელოვანს პროფესიული განვითარებისკენ უბიძგებს. მარიამის თქმით, CO.LAB-მა შეძლო ის, რომ ქართველი დიზაინერების პროდუქციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს არაერთი დამოუკიდებელი ქართული ბრენდი არსებობს, რომელმაც ფეხი სწორედ CO.LAB-ში აიდგა.

"10 წლის წინ, რა თქმა უნდა, იყვნენ ქართველი დიზაინერები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ თავიანთ ბრენდებზე, მაგრამ დამწყები დიზაინერების მაღაზია, ეს ნამდვილად პირველი იყო. დამწყები ნიშნავს გამოუცდელს, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ამ დროს მოდის ყველაზე გულწრფელი იდეები. წარმოიდგინეთ ერთ სივრცეში გაერთიანებული ტექსტილის, სამკაულის, ავეჯის, ტანსაცმლის დიზაინერები, რაზეც ბევრია ნაფიქრი. ძალიან გავრისკე, თუმცა ჩემი ოჯახი მენდო, ეს კი უფრო მარწმუნებდა იმაში, რომ ყველაფერი გამომივიდოდა", − აღნიშნავს მარიამ ონიანი.

CO.LAB-ის არსებობის მანძილზე მარიამს არაერთი წინაღობა შეხვდა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პროდუქციის ხარისხის შენარჩუნება და პროფესიონალი კადრების სიმცირე იყო. თუმცა დღეს ეს საკითხები 100%-ით აღმოფხვრილია. მარიამის თქმით, დამოუკიდებელმა საქმიანობამ მას ბევრი რამ ასწავლა, პირველ რიგში კი ის, რომ ბიზნესის სამართავად მხოლოდ საკუთარი საქმის სიყვარული არ კმარა.

"ბიზნესის მართვა სულ სხვა გამოწვევებით არის სავსე. ამისთვის მორალურად უნდა იყოთ მზად. მე ქო.ლაბთან ერთად გავიზარდე და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. იდეა მალევე უნდა განახორციელოთ, რამდენჯერმე უნდა სცადოთ, ყოველ ჯერზე კი უკეთესი გამოგივათ. როცა არ იცით, დასვით კითხვები, ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც დახმარებას გთხოვენ, გასცეთ ინფორმაცია და თქვენც დაეხმაროთ სხვას", − აღნიშნავს იგი.

ამ დროის განმავლობაში CO.LAB პრემიუმ ბრენდად ჩამოყალიბდა, შოურუმს აქვს თავისივე ატელიე და ჰყავს 15-მდე პარტნიორი დიზაინერი. მუდმივად თანამშრომლობენ სამხატვრო აკადემიასთან და ისევ ხელს უწყობენ ახალგაზრდა დიზაინერებს. ამ ეტაპზე CO.LAB ახალ გამოწვევებსა და თავგადასავლებს ეძებს. მარიამის დიდი სურვილია, რომ ბრენდი როგორც თავდაპირველად, ახლაც ერთ-ერთი ინოვატორი იყოს ბაზარზე. გუნდში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა იდეაზე მუშაობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმა ექსპორტის მიმართულების მეტად განვითარებაა. CO.LAB-ს მდგრადი მოდის მიმართულებითაც სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. როგორც მარიამი აღნიშნავს, გარემოზე ზრუნვა თითოეული ბიზნესის პასუხისმგებლობაა.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

ისტორიული აღიარება - "პორშე ცენტრი თბილისს" მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

"პორშე ცენტრი თბილისმა" ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია