📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბიზნესი VS კორონავირუსი - გიორგი მაისურაძე ბიზნესი საუბრობს კრიზისის მართვის შესახებ!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

გიორგი მაისურაძე
თიბისი ლიზინგის რისკების დირექტორი

"საქართველოს საფინანსო სექტორი შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მომზადებული შეხვდა სტრესულ გარემოს და ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნება-აღდგენის პროცესს. თიბისი ლიზინგი, როგორც საფინანსო სექტორის ნაწილი და მომხმარებლისათვის ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი, ცხადია თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში და მაქსიმალურად ცდილობს ჯეროვნად აჰყვეს ქვეყნისა და ეკონომიკის წინაშე არსებული ამ ნეგატიური გამოწვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელების პროცესებს.

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომპანიის ოფისები დაკეტილია, რაც ბიზნესსპეციფიკის გათვალისწინებით გარკვეული დისკომფორტის მომტანია, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე კომპანიისთვისაც, მოკლე ვადაში შევძელით მოდიფიკაცია გაგვეკეთებინა პროცესებისათვის და საკადრო რესურსის უკლებლივ შენარჩუნებით გადავედით სრულიად დისტანციური მართვის რეჟიმზე, რითაც ჩვენი სპეციფიკის გათვალისწინებით, გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ ახალი მომხმარებლის მომსახურებაში, თუმცა არსებულ მომხმარებელს შეუფერხებელ მომსახურებას ვუწევთ.

თიბისი ჯგუფის ერთიანი გადაწყვეტილებით, თიბისი ლიზინგმა ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა ამ რთულ პერიოდში. გარდა ამისა, მოვახერხეთ, რომ არც მათი ანაზღაურების შემცირება მომხდარიყო. ვფიქრობთ, იმ სირთულეებთან გამკლავება, რაც პანდემიამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ყველა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილიცაა. პირველივე დღეებში ჩვენთვის მთავარი ამოცანა იყო საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება და ძალიან მალე უზრუნველვყავით ყველა მათგანის შინიდან მუშაობა ისე, რომ კომპანიის საქმიანობაში შეფერხება არ ყოფილა."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ისტორიული აღიარება - "პორშე ცენტრი თბილისს" მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

"პორშე ცენტრი თბილისმა" ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო

მარკეტინგი

10 მარკეტინგული შედევრი

იმისათვის, რომ მარკეტინგული ძალისხმევა ეფექტური იყოს, სულაც არაა საჭირო ისტორია შეცვალოს