📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"აწარმოე საქართველოში" 2020 WTPO Awards-ის გამარჯვებულია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა. 14 ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე, საქართველოსთან ერთად ჯილდოები შვედეთსა და კოსტა რიკასაც გადაეცათ.

წლევანდელი ცერემონიის მთავარი ფოკუსი იყო ექსპორტის განვითარების კუთხით შემუშავებულ ინიციატივებზე. „აწარმოე საქართველოში" კი ერთ-ერთი იყო 18 ფინალისტ სააგენტოს შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ავსტრია, ჰოლანდია, ლიეტუვა, პორტუგალია და შვედეთი.

ფინალისტებისა და გამარჯვებული ორგანიზაციების შერჩევის პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები ექსპორტისა და ვაჭრობის კუთხით. ღონისძიებას კი წამყვანი კომპანიები და საჯარო დაწესებულებები აკვირდებიან.

"ასეთი დონის საერთაშორისო აღიარება, საქართველოს კიდევ ერთი წარმატებაა, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე" - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

WTPO Awards პრესტიჟული, ტრანსნაციონალური კონკურსია, რომელიც 2004 წელს შეიქმნა ვაჭრობის ხელშემწყობ ორგანიზაციებს შორის საუკეთესოების გამოსავლენად. წელს, ღონისძიებაში 60 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რაც უპრენცენდენტოდ მაღალი რიცხვია მთელი ისტორიის მანძილზე.

WTPO Awards-ს ატარებს გაერთიანებული ერებისა და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის საერთო სააგენტო - საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი. სააგენტო მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას და აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სააგენტოებთან ყველა კონტინენტზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ისტორიული აღიარება - "პორშე ცენტრი თბილისს" მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

"პორშე ცენტრი თბილისმა" ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

ინდუსტრიული ტრენდები

საქართველოს უნივერსიტეტი - შესაძლებლობების 20 წელი

2004 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ფუნქციონირება 36 სტუდენტითა და 3 აუდიტორიით დაიწყო, დღეს კი 9 000-ზე მეტ აქტიურ სტუდენტსა და 7 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს