📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Google, ილონ მასკის Starlink-ს ინტერნეტ-სერვისის მიწოდებაში დაეხმარება

By არჩილ გელაშვილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Republic World

სულ ახლახან გაირკვა, რომ Google Cloud-მა და ილონ მასკის SpaceX-მა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. 13 მაისს, ტექნოლოგიურმა გიგანტმა შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც Google, SpaceX-ს Cloud სისტემებით მოემსახურება. SpaceX თავის Starlink-ის სადგურებს Google-ის მონაცემთა ანალიზის ცენტრებში დაამონტაჟებს, ხოლო შემდეგ, ინტერნეტსერვისის ქსელურ და ტექნიკურ მხარდაჭერას თავად Google Cloud უზრუნველყოფს.

„Starlink-ის ახალი თაობის მაღალსიჩქარიანი კავშირისა და Google-ის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების სინთეზით, გლობალურ ორგანიზაციებს ისეთ უსაფრთხო და სწრაფ ინტერნეტს შევთავაზებთ, როგორსაც ისინი მოელიან" − ამბობს გვინ შოტველი, SpaceX-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი საოპერაციო დირექტორი, − „ჩვენ ვამაყობთ Google-თან თანამშრომლობითა და იმით, რომ ბიზნესების, საჯარო სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის, უმაღლესი ხარისხის ინტერნეტმომსახურების მიწოდების საშუალება მოგვეცემა".

Starlink-ის პროგრამით, SpaceX ინდივიდუალური მოხმარების, ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორისათვის მაღალსიჩქარიანი, ახალი თაობის ინტერნეტის შეთავაზებას გეგმავს, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების ნაცვლად, უსადენოდ, პირდაპირ თანამგზავრებიდან იქნება ხელმისაწვდომი. როგორც Starlink-ში აცხადებენ, კორპორაციული კლიენტების მომსახურება უკვე მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ. Google-ისა და SpaceX-ის პარტნიორობა მომხმარებელს Cloud-სერვისებზე, ასევე ანალიტიკურ და ე.წ. Machine Learning-აპლიკაციებზე წვდომის საშუალებას მისცემს.

ამ ეტაპზე, Starlink-ის პროექტი ბეტა-ტესტირების სტადიაზეა, რომელშიც მონაწილეობას 10 000-ზე მეტი მომხმარებელი იღებს. კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე 1500 თანამგზავრი გაუშვა, რომლებიც დედამიწაზე ინტერნეტთან უსადენო წვდომას უზრუნველყოფს, ხოლო სამომავლოდ, ილონ მასკი და მისი ორგანიზაცია 40 000-მდე თანამგზავრის გამოყენებით, პლანეტის სრულად მოცვასა და ქსელის საყოველთაო გავრცელების ხელშეწყობას გეგმავს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

ისტორიული აღიარება - "პორშე ცენტრი თბილისს" მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

"პორშე ცენტრი თბილისმა" ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ