📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

re:educate - შეისწავლე ციფრული პროფესიები და გახდი ყველაზე მოთხოვნადი კადრი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრულ ტრანსფორმაციასთან ერთად, დღესდღეობით, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ციფრული პროფესიები და ყველა ის კადრი, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიებს ფლობს. ამ ტენდენციის საპასუხოდ შეიქმნა re:educate − სივრცე, სადაც რეალურ პროექტებში მონაწილეობით შეისწავლება მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ტექ პროფესიები. პროექტის მიზანია 500 000 ადამიანის გადამზადება 5 წლის ვადაში. ადამიანებისთვის იქმნება შესაძლებლობა, ისწავლონ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და მნიშვნელოვნად გაზარდონ საკუთარი შემოსავლები. ამგვარად, შეძლებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ გლობალურ-ციფრულ რევოლუციაში. re:educate-ის გუნდი, სამომავლო განვითარებასთან ერთად, გეგმავს, აფხაზეთშიც გახსნან მსგავსი სასწავლო სივრცე და ტექნოლოგიები გახადონ ყველასთვის ხელმისაწვდომი.

რა შესაძლებლობა უჩნდებათ re:educate-ის ბენეფიციარებს და რომელი ციფრული პროფესიების შესწავლა შეუძლიათ მსურველებს? − ამ შეკითხვებთან დაკავშირებით, Entrepreneur re:educate-ის CEO-ს, ნინა მიქაძეს ესაუბრა:

როგორ აძლევთ შესაძლებლობას ბენეფიციარებს, ისწავლონ ციფრული პროფესიები და გაზარდონ საკუთარი შემოსავლები? რა სახის სერვისებს სთავაზობთ ამისთვის?

ვასწავლით ნულიდან ისეთ საწყისებს, რომლებიც აუცილებელია მთლიანი სურათის აღსაქმელად და დასანახად, თუ რა რისთვის კეთდება. ადამიანების უმეტესობამ იცის საკუთარი საქმე და კონკრეტულად თავისი პროფესია, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, რა კავშირშია მისი საქმიანობა სხვა პროფესიებთან, ან რისთვის აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და ა.შ. რაც საბოლოო ჯამში ქმნის პრობლემას − ახალი პროდუქტისა თუ ახალი სერვისის შესაქმნელად. ჩვენი მიზანია, ადამიანები გავარკვიოთ და გააზრებულად ვაკეთებინოთ თავიანთი საქმეც და არჩევანიც, ანუ სიღრმისეულად მივაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენი მიდგომა ბენეფიციარების მიმართ პარტნიორულია. სახელსაც "პარტნიორს" ვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან სწავლობს, რადგან მომავალში მათ ჩვენს პარტნიორებად მოვიაზრებთ, რომელთა ტექ სტარტაპიდეებსაც დავაფინანსებთ და დავეხმარებით გაიტანონ გლობალურ ბაზარზე. ეს მიდგომა სწავლების პროცესშიც გამოიკვეთება, რადგან ჩვენ მათ ვაძლევთ თავისუფლებას, აირჩიონ, სურთ თუ არა გააკეთონ დავალება, სურთ თუ არა გავიდნენ გამოცდაზე და ა.შ.

დამატებით, ვასწავლით ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს, მაგალითად: უარის მიღება, უარის თქმა, შეცდომებზე სწავლა და ა.შ. ყველა იმ ცხოვრებისეულ უნარებს შევასწავლით, რომლებიც ყოველდღიურობაში აუცილებელია წარმატებული კარიერისა თუ პირადი ცხოვრების შესაქმნელად. ამასთან, ჩამოგვყავს მსოფლიოში წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტი ან წარმატებული პროექტების შემქმნელები, რომლებიც უზიარებენ პირად და სამუშაო გამოცდილებას ჩვენს პარტნიორებს. ვასწავლით, როგორ ისწავლონ დამოუკიდებლად, ჩვენ გარეშე, რადგან ტექნოლოგიებში ყოველდღიურად ყველაფერი ვითარდება, იცვლება. მათ უნდა შესწევდეთ უნარი, იყვნენ ჩვენგან და სხვა დაწესებულებებისგან დამოუკიდებლები და ფეხი აუწყონ ტექნოლოგიების განვითარებას.

რომელ მთავარ ღირებულებაზეა დაფუძნებული კომპანია?

ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი პარტნიორის აზრი, ამიტომ ასეთი მიდგომა გვაქვს - სწავლის დაწყებიდან 14 დღის განმავლობაში ნებისმიერს და ნებისმიერი მიზეზით, რომელსაც აღარ სურს სწავლის გაგრძელება, ვუბრუნებთ თანხის 100%-. ჩვენთვის მთავარია მომხმარებელზე ზრუნვა და ხარისხი, რომელსაც ვაჩვენებთ. ეს ჩვენთვის ერთგვარი მექანიზმია, ვაკონტროლოთ ხარისხი და საკუთარი თავი იმისათვის, რომ ყველაფერი უმაღლესი სტანდარტით ვაკეთოთ და მუდამ ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ უკეთესები.

რატომ უნდა ვისწავლოთ ციფრული პროფესიები აქტუალობასთან ინტეგრაციით და რა გამოყენება შეიძლება ვუპოვოთ ამ მიმართულებას?

დღესდღეობით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესია, რომელზეც მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. 2026 წლისთვის 4-ჯერ მეტი მოთხოვნა იქნება ტექპროფესიონალებზე, ვიდრე სხვა ნებისმიერ სპეციალისტზე. ამასთან, მსოფლიოში 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს შორის ტოპ-სამეულში არიან ტექინდუსტრიის წარმომადგენლები. მოიძებნება ადგილი ნებისმიერი უნარ-ჩვევის მქონე ადამიანისთვის, რადგან თავად ტექი არის მრავალფეროვანი და მრავალი დამოუკიდებელი მიმართულება აქვს, რომლის შესახებ არაფერია ცნობილი. თუ ადრე მხატვარს კიბის ქვეშ უნდა ეცხოვრა, თუ სურდა, ხატვისთვის მიეძღვნა ცხოვრება, დღეს შეუძლია ისწავლოს 3D, შექმნას NFT და რამდენიმე ათასად გაყიდოს.

ძირითადად, რომელ ციფრულ პროფესიებზეა აქცენტი გამახვილებული?

ვიკვლევთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და შემდეგ მათ ვასწავლით. დღეს, 2022 წლის IEEE-ს ლიდერების შეფასებით, ასეთი პროფესიებია: IT-პროექტების მენეჯერი, რომელიც ტექნიკურ და ორგანიზაციულ უნარებს აერთიანებს, ასევე "პითონის" ენა, NET-ი, React, კიბერუსაფრთხოება, DevOps, QA და სხვა მრავალი.

რამდენად დიდი გუნდი დგას re:educate-ის უკან?

რეალურად re:educate-ის გუნდის უკან re:invent ვენჩერ სტუდიოს გუნდია, რომელიც პავლე მგელაძის დაარსებულია. გუნდი ყოველდღიურად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და თავის მაქსიმუმს აკეთებს მაღალი ხარისხის მისაღებად.
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია