📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ღვინის რესტორანი ისტორიულ მოტივებზე გაიცანით "ისტორია 1902"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ISTORIA

„ისტორია 1902" − ასე ერქმევა ახალი კონცეფციის მქონე ღვინის რესტორანს, რომელსაც თბილისში, პაოლო იაშვილის 20 ნომერში სექტემბრიდან შეგიძლიათ ესტუმროთ და რომელიც მთლიანად ქართულ მოტივებზე დაფუძნებული საავტორო სამზარეულო იქნება. მისი დამფუძნებლები საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი გასტრონომიულ კონკურს „მასტერშეფის" მონაწილეები − თინა ვაშაკიძე და ია ძაგანია არიან, რომლებსაც ამ საქმიანობაში ცნობილი კინორეჟისორი, გიორგი ოვაშვილიც შეუერთდა.

ია ძაგანია კონკურსის გამარჯვებული გახდა. მანამდე კი იას და თინას ერთობლივი მუშაობის გამოცდილება ქართული ბრენდის − „ამოჭამე" მუშაობის დროსაც ჰქონდათ, რომელიც ხახვისა და წიწაკის სრულიად განსხვავებულ მურაბებს სთავაზობს მომხმარებლებს.

„ერთხელ სრულიად შემთხვევით მე და ია მოვხვდით ძველ თბილისურ ეზოში, მე-19 საუკუნის მარანში და ვეღარ დავივიწყეთ ეს სივრცე. რესტორნის გახსნა მაშინ არარეალისტურად გვეჩვენებოდა, მაგრამ გავრისკეთ. უკვე 6 თვეა, რაც ამ პროექტზე ვმუშაობთ. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, ჩვენი ხელით გავაკეთეთ თითქმის ყველაფერი და სექტემბერში უკვე გიმასპინძლებთ რესტორანში „ისტორია". ეს არის ღვინის მარანი, სადაც 1902 წლიდან საფრანგეთის ელჩი საქართველოში მიღებებს მართავდა. სახელი − „ისტორიაც", სივრცემ თავად გვიკარნახა", − უყვება თინა ვაშაკიძე Entrepreneur-ს.

სივრცის თვითმყოფადობიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს მის დიზაინში მინიმალური ცვლილებები შეეტანათ. სამზარეულო სრულიად გამჭვირვალე იქნება და სტუმრებს დარბაზიდან მზადების პროცესისთვის დაკვირვება შეეძლებათ. სურვილის შემთხვევაში კი, სამზარეულოში შესვლასაც შეძლებენ.

„ჩვენი კონცეფციაა პროგრესული ქართული სამზარეულო. მენიუ იქნება მუდმივად განახლებადი. ვეცდებით, ქართული ტრადიციული კერძები ახლებურად დავანახოთ ჩვენს სტუმრებს. გვექნება არაინდუსტრიული ქართული ღვინის ფართო არჩევანი. ვფიქრობ, სექტემბრიდან თბილისში გაჩნდება ახალი ადგილი, სადაც თამამად შეიძლება დაპატიჟოთ სტუმარი და იამაყოთ ქართული გასტრონომიის პროგრესით და უნიკალური ღვინის არომატებით", − ამბობენ „ისტორიის" დამფუძნებლები.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

ისტორიული აღიარება - "პორშე ცენტრი თბილისს" მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

"პორშე ცენტრი თბილისმა" ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი