My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ინსპირაცია

ზაზა ფაჩულიამ ISET-ის კურსდამთავრებულებს სამოტივაციო სიტყვით მიმართა

გამოიყენეთ თითოეული დღე, როგორც შესაძლებლობა, რომ ისწავლოთ, გახდეთ უკეთესები
ზაზა ფაჩულიამ ISET-ის კურსდამთავრებულებს სამოტივაციო სიტყვით მიმართა
ფოტო: entrepreneur
Entrepreneur Staff
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მე დარწმუნებული ვარ, გაქვთ მიზნები ცხოვრებასა და კარიერაში, მაგრამ არ არის საკმარისი იფიქროთ მხოლოდ მიზანზე. საჭიროა დაფიქრდეთ ნაბიჯებზე, რომლებსაც გადადგამთ ყოველდღიურად, რადგან ამის გარეშე წარმოუდგენელია მიუახლოვდეთ და დალაშქროთ მწვერვალები.

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ, ვიყო ამ შესანიშნავი დღის ნაწილი. გიყურებთ თქვენ და ვფიქრობ ჩემი გზის დასაწყისზე.

19 წლის ვიყავი, როცა NBA-ს შესარჩევ ეტაპზე მოვხვდი. 2003 წელი იყო. ძალიან ბევრი მონაწილედან მხოლოდ 60 უნდა შეერჩიათ. მაშინ მეც ვიჯექი თქვენსავით და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა რთულია მოხვდე ლიგაში, რა რთულია იყო ერთ-ერთი ამ სამოცთაგანი. ვფიქრობდი ასე, ვიდრე რეალურად დავიწყებდი NBA-ის ცხოვრებას.

15 წელია ლიგაში ვთამაშობ და ამ პერიოდის განმავლობაში ყოფილა ბევრი მძიმე დღე, ბევრი გამოწვევა და სიძნელე, უსამართლო სიტუაციები, მაგრამ ყოფილა ბედნიერი წუთებიც და მე კვლავ ვთამაშობ.

ყველაფერი ახლა იწყება თქვენთვის. ახლა არის დრო თავის დასამკვიდრებლად. სწორედ ახლა იწყება ნამდვილი ცხოვრება, რომელიც სავსეა გამოწვევებით და მე მინდა, მზად იყოთ!

ჩემი რჩევაა, არ დაკარგოთ არცერთი დღე, რადგან დაკარგული დრო არ დაბრუნდება. გამოიყენეთ თითოეული დღე, როგორც შესაძლებლობა, რომ ისწავლოთ, გახდეთ უკეთესები, მიიღოთ ინფორმაცია ყველა შესაძლო არხიდან.

მე დარწმუნებული ვარ, გაქვთ მიზნები ცხოვრებასა და კარიერაში, მაგრამ არ არის საკმარისი იფიქროთ მხოლოდ მიზანზე. საჭიროა დაფიქრდეთ ნაბიჯებზე, რომლებსაც გადადგამთ ყოველდღიურად, რადგან ამის გარეშე წარმოუდგენელია მიუახლოვდეთ და დალაშქროთ მწვერვალები.

მინდა მოგიყვეთ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ათლეტის, უსაინ ბოლტის ისტორია:

შესაძლოა გაგიგიათ კიდეც, ძალიან ცნობილი ათლეტია, 9 ოქროს მედალი აქვს მოგებული ოლიმპიადებზე. ჯამში 119 წამი ხანგრძლივობის სირბილში 9 მედალი მოიგო. სულ რაღაც ორი წუთი სირბილისთვის მსოფლიო დონის ათლეტი გახდა. გიჟურად ჟღერს, არა? თითქოს, ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ამ ორი წუთისთვის ბოლტი 20 წელზე მეტხანს ემზადებოდა. ადამიანები ხშირად ვერ იაზრებენ ამას. მის დონემდე ბევრი მიკლია. ის მსოფლიო დონის სპორტსმენია, მაგრამ მეც 20 წელზე მეტი დამჭირდა, სანამ NBA-ის ჩემპიონობას მივაღწევდი.

9 წლის ვიყავი, როცა დავიწყე და ახლა, 33 წლის ასაკში ვიხსენებ პირველ გადადგმულ ნაბიჯებს. ჩემპიონობა დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემი ოცნება.

იცოდეთ, რომ წარმატება მაშინვე არ მოდის. შესაძლოა გქონდეთ მიზნები, გინდოდეთ თავის დამკვიდრება, მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდეთ.

როცა უკან ვიხედები, მგონია, რომ 2003 წელი გუშინ იყო, მაგრამ უკვე 15 წელი გავიდა მას შემდეგ. ამიტომ არ დაკარგოთ დრო და ეცადეთ ყოველი დღისგან, ყოველი მომენტისგან, ყოველი შესაძლებლობისგან მიიღოთ რაც შეიძლება მეტი.

მსოფლიოს ცხოვრების ტემპი ძალიან დაჩქარდა და უზომოდ დიდია კონკურენცია, უამრავ ადამიანს აქვს უკვე დიპლომი. ადამიანების გარდა, ახალი და უფრო საშიში კონკურენტები – რობოტები ჩნდებიან.

წარმატების გზაზე სვლა წარმოუდგენელ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, გააზრებულად უნდა გადავდგათ ნაბიჯები და თან – დიდი ნაბიჯები. არ უნდა დავიხიოთ უკან.

მადლობა კიდევ ერთხელ. ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა მსგავს ღონისძიებაზე გამოსვლისა. სიამოვნებით გესაუბრებოდით მეტს, გაგიცნობდით უფრო ახლოს.

იმედი მაქვს ამის საშუალება ისევ მექნება. გმადლობთ კიდევ ერთხელ, რომ მომეცით თქვენთან ერთად ყოფნის შესაძლებლობა.

More from Entrepreneur

Brittney's a Certified Financial Planner who can help you manage your business and personal finances and navigate the ups and downs of starting a business.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur