შეებრძოლე საკუთარ შიშებს

ბიზნესის მართვა შემზარავია – მისი ზოგიერთი ასპექტი მუდამ მოგგვრის შიშს
შეებრძოლე საკუთარ შიშებს
ფოტო: ნინო ცქვიტაია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის მართვა შემზარავია – მისი ზოგიერთი ასპექტი მუდამ მოგგვრის შიშს. ჩვენ ექვს გამოცდილ დამფუძნებელს მივმართეთ შემდეგი შეკითხვით: ანტრეპრენერობასთან დაკავშირებული რა შიში ვერ დაძლიეთ დღემდე და როგორ უმკლავდებით მას?

1 / „ფულის კაცი“

„ბუღალტერი შიშის ზარს მგვრის. მე შემოქმედებითი წარსულიდან მოვდივარ და დიდი ხნის განმავლობაში ვახერხებდი ფინანსური საკითხებისთვის თავის არიდებას. ახლა, როდესაც „დენიმის“ ჯინსის ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი ვარ, ჩემი მოვალეობა მოგება-ზარალის უწყისის მართვა და კომპანიის ყველა დონეზე ოპტიმიზაციის უზრუნველყოფაა. ორ კვირაში ერთხელ ბუღალტერთან სტაბილურმა შეხვედრებმა ეს პროცესი ჩემთვის ნაკლებად საშიში გახადა. ამასთან, ყოველ დილით ვამოწმებ წინა დღის გაყიდვების მონაცემებს, რათა რეალურ დროში ვაკონტროლოთ ხარჯები და გაცილებით ჭკვიანური გადაწყვეტილებები მივიღოთ“.სარა აჰმედი – Warp + Weft-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

2 / სცენა

„საჯარო გამოსვლის შიში მაქვს. როგორც ჩანს, მორცხვი ვარ. ისინი, ვინც მიცნობენ, ამას ვერ იფიქრებენ, მაგრამ როცა საქმე ხალხის დიდ ჯგუფთან საჯარო გამოსვლაზე მიდგება, ძალიან ვნერვიულობ. ზოგს ეს ბუნებრივად გამოსდის და მომზადება საერთოდ არ სჭირდება. მე წინასწარ საფუძვლიანად ვემზადები. ალბათ ზედმეტადაც კი. როდესაც უკვე სცენაზე დავდგები, თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ამ ყველაფრის წინასწარი მოლოდინია ის, რაც მტანჯავს. ასე რომ, ნაკლებად ვღელავ, როცა მომზადებისთვის სათანადო დრო მაქვს დათმობილი“.შერილ კაპლანი – M. Gemi-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.

3 / მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები

„ანტრეპრენერული საქმე ბევრი სიახლე და პრაქტიკაში ჯერაც გამოუცდელი რამაა. მონაცემები, რომლებიც ზოგადად დამეხმარებოდა ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებაში, აქ არ არსებობს. მზაფრავს ის, რაც ერთი შეხედვით ორჭოფობაა, მაგრამ რეალურად არის საკუთარ ინტუიციაში ეჭვის შეტანა. ვფიქრობ, ეს პრობლემა ქალი დამფუძნებლებისთვის უფრო ნაცნობია – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიის მეთვალყურენი მეტწილად მამაკაცები არიან, რომელთაგან პროფესიულ აღიარებას საჭირო მონაცემებით შეიარაღებულები ვაღწევთ. გადაწყვეტილების მისაღებად დრო მჭირდება და გარკვეული პერიოდით ვივიწყებ მას, სანამ საბოლოო სიტყვას ვიტყოდე. რჩევის მისაღებად სხვებს არ მივმართავ და საკუთარ ფიქრებზე ყურადღების კონცენტრირებისთვის ნაკლებ დროს ვუთმობ ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანის ცქერას.ჯენი ბაიკი – Orchard Mile-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

4 / რისკფაქტორები

„არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად წინ წაიყვანე შენი კომპანია – მუდამ ცხოვრობ იმის შიშით, რომ ერთ დღესაც ყველაფერი შეიძლება დაინგრეს. ამასვე გრძნობენ ჩემი მეგობრებიც, რომლებმაც მილიარდდოლარიანი ბიზნესები შექმნეს. საბოლოო ჯამში, ეს წარუმატებლობის შიშია. მისი დაძლევის ორი გზა არსებობს: პირველი მადლიერებაა – მადლიერების გრძნობა იმისათვის, რაც გაქვს და სანამ გაქვს. მეორე, ჩართულობა – იფიქრე, რა გაქვს ყოველი დღის განმავლობაში გასაკეთებელი, ნაცვლად იმისა, რა შეიძლებოდა სხვანაირად გაგეკეთებინა წარსულში“. მეთ პოლსონი – Omaze-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

5 / კონკურენცია

„მეშინია, რომ ბაზარზე კონკურენტი შემოვა და ყველაფერს ჩვენსავით ან ჩვენზე უკეთ გააკეთებს. ცოტა ხნის წინ გამოჩნდა რამდენიმე კომპანია, რომელსაც თითქმის ჩვენი ანალოგიური კონცეფცია ჰქონდა და ზურგს დიდი კაპიტალი უმაგრებდა. გულწრფელად მჯეროდა, რომ ბიზნესიდან გაგვაგდებდნენ – ღამის კოშმარებშიც კი ამას ვხედავდი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი გუნდი მე მენდობოდა, მათი ცხოვრება ჩემზე იყო დამოკიდებული, მე კი შესაძლოა მათთვის იმედი გამეცრუებინა. ამიტომ კონკურენცია დავივიწყე, მთელი აქცენტი მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტისა და სერვისის შექმნა-შეთავაზებაზე გადავიტანე და თავი გავანებე იმაზე ფიქრს, გარშემო რა ხდებოდა“. ქრისტინა სტემბელი - Farmgirl Flowers-ის დამფუძნებელი.

6 / თანამშრომლების აყვანა

„საშინლად მეშინია, კომპანიის ზრდის საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურში არასათანადო თანამშრომლები ავიყვანო. ეს დაგვაკარგვინებს დროს, ფინანსებს და კომპანიაში კულტურულ ქაოსს მოგვიტანს. გარკვეული დოზით ამის თავიდან არიდება შეუძლებელია, განსაკუთრებით კი სწრაფად განვითარებადი სტარტაპისთვის. ჩვენ საგულდაგულოდ ვნახულობთ რეზიუმეებს, ვიღებთ რეკომენდაციებს, ვაკეთებთ კომპანიის კულტურასთან შესაბამისობის შეფასებას და ვცდილობთ, ყველაფერი სწორად გავწეროთ. ამის მიუხედავად, შეცდომები მაინც ხდება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ყველასგან, ვისაც ვხვდებით. ასეთ შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ კანდიდატი არ გამოგვადგება ან მოსახდენი ცვლილებები მოხდება, ეს ჩვენთვის ღირებული გამოცდილება იქნება“. ჯესიკა ჰერინი – Stella & Dot-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Entrepreneur Store scours the web for the newest software, gadgets & web services. Explore our giveaways, bundles, "Pay What You Want" deals & more.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.