📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

7 ცნობილი ადამიანი, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს, მაგრამ მაინც შეძლეს დიდი წარმატების მიღწევა რა საერთო აქვთ უოლტ დისნეის, ჯოან როულინგს და ოფრა უინფრის? პასუხი გახლავთ წარმატება.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

რა საერთო აქვთ უოლტ დისნეის, ჯოან როულინგს და ოფრა უინფრის? პასუხი გახლავთ წარმატება. ერთ დროს სამივე გაათავისუფლეს სამსახურიდან და ეს, შესაძლოა, საუკეთესო რამ იყო, რაც კი მათ ცხოვრებაში მომხდარა.

გავიგოთ მეტი ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ამას მათთვის ხელი არ შეუშლია უდიდესი წარმატების მიღწევაში.

უოლტ დისნეი

კაპიტალი: 1 მილიარდი დოლარი

უოლტ დისნეის, დიდი წარმატების მიღწევამდე, ბევრი წარუმატებლობა და დაბრკოლება შეხვდა. 20-იანი წლების დასაწყისში მიკი მაუსის თანაშემქმნელი მისურის გაზეთიდან დაითხოვეს „არაკრეატიულობის" გამო. დისნეის ერთ-ერთი საწარმოც კი გაკოტრდა, მაგრამ ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია მასზე. ნიჭიერმა უოლტმა უდიდეს წარმატებას მიაღწია და დღემდე კინოაკადემიის რეკორდსმენია 22 ოსკარით.

სტივ ჯობსი

კაპიტალი: 10.2 მილიარდი დოლარი

სტივ ჯობსი Apple-ის დაფუძნებიდან, დაახლოებით, 10 წლის შემდეგ დაითხოვეს კომპანიიდან. დირექტორთა საბჭომ ის გაათავისუფლა Macintosh-ის გაყიდვების შემცირებისა და აღმასრულებელ დირექტორთან, ჯონ სკალისთან დაძაბული ურთიერთობის გამო. სტივ ჯობსმა Apple 1985 წელს დატოვა და ასე გახდა კომპიუტერული კომპანია NeXT-ის თანადამფუძნებელი. ის იყო წამყვანი ფიგურა Pixar-ის ანიმაციური სტუდიის განვითარების პროცესში. 1996 წელს Apple-მა შეისყიდა NeXT, რამაც ჯობსი უკან დააბრუნა სამსახურში. მალე ის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, გამოუშვა iPod, iPhone და iPad, Apple კი 21-ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად გადააქცია.

ჯოან როულინგი

კაპიტალი: 1 მილიარდი დოლარი

ვიდრე ყველაზე გაყიდვადი ავტორი გახდებოდა, „Harry Potter"-ის შემქმნელი ჯოან როულინგი სამსახურიდან დაითხოვეს. ჯოანი „Amnesty International"-ის ლონდონის ფილიალში მდივნად მუშაობდა და სწორედ იმიტომ გამოუშვეს, რომ სამუშაო საათებში შემოქმედებითი ისტორიების წერით იყო დაკავებული. გათავისუფლების შემდეგ ჯოანმა „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" დაწერა.

დღესდღეობით ჯოან როულინგი მილიარდერია ბესტსელერი ფილმის ფრენშაიზინგისა და წიგნების სერიის წყალობით, რომელიც 500 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

მაიკლ ბლუმბერგი

კაპიტალი: 50.2 მილიარდი დოლარი

1981 წლის აგვისტოში მაიკლ ბლუმბერგმა 10 მილიონი დოლარი მიიღო „Salomon Brothers"-დან გაშვების შემდეგ. ამ ანაზღაურების გარეშე იგი ვერ შეძლებდა საინფორმაციო-ტექნოლოგიური გიგანტის Bloomberg Terminal-ის დაარსებას.

2002 წელს ბლუმბერგი ნიუ იორკის 108-ე მერად აირჩიეს. ბოლო წლებში მედიამაგნატი ფილანტროპიაში ჩაერთო და დაწერა "Climate of Hope", რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა და საპატიო ადგილი დაიკავა New York Times-ის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიაში.

ოფრა უინფრი

კაპიტალი: 3.2 მილიარდი დოლარი

ოფრა უინფრი სატელევიზიო წამყვანის პოზიციიდან ბალტიმორში მუშაობისას გაათავისუფლეს. ეს მისი პირველი სამსახური იყო. შვიდთვენახევრიანი მუშაობის შემდეგ, პროდიუსერმა უინფრის განუცხადა, რომ ის არ გამოდგებოდა ტელევიზიისთვის. გეღიმებათ? მართლაც უცნაურია. უინფრის არც ისე კარგი სტარტი ჰქონდა სატელევიზიო ინდუსტრიაში, მაგრამ ფაქტია, ამან უზარმაზარი წვლილი შეიტანა მის წარმატებაში.

მან დაიწყო შოუს „People Are Talking" წამყვანად მუშაობა ბალტიმორში. 1986 წელს გამოჩნდა „The Oprah Winfrey Show", 2011 წლიდან კი ის სათავეში ჩაუდგა „The Oprah Winfrey Network"-ს, სადაც დღემდე აღმასრულებელ დირექტორად რჩება. ოფრა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი, კვლავინდებურად დიდ სიამოვნებას იღებს დროდადრო ტელევიზიაში გამოჩენით - იგი სპეციალურ კონსულტანტად მუშაობს ცნობილ შოუში „60 Minutes".

ჰილარი კლინტონი

კაპიტალი: 45 მილიონი დოლარი

1969 წელს, ვიდრე ნიუ იორკის სენატორი და პირველი ლედი გახდებოდა, ჰილარი კლინტონი საზაფხულო სამუშაოებით იყო დაკავებული ალასკაში. ამან დიდხანს არ გასტანა - იგი დაითხოვეს იმის გამო, რომ ნელა მუშაობდა და ბევრ შეკითხვას სვამდა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ჰილარის მიერ გამოქვეყნებული მემუარების "What Happened" 300 ათასზე მეტი ეგზემპლარი პირველივე კვირაში გაიყიდა.

ანა ვინტური

კაპიტალი: 35 მილიონი დოლარი

ანა ვინტური მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი თავისი კარიერის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა დაითხოვონ სამსახურიდან. ანა „Harper's Bazaar"-ში მუშაობდა მოდის უმცროს რედაქტორად და 9 თვის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა, ამას სულაც არ შეუშლია ხელი, რომ 1988 წლიდან მსოფლიო მოდის ბიბლიის – Vogue-ის მთავარ რედაქტორად დაეწყო მუშაობა და მსოფლიო მოდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად გადაქცეულიყო.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი