My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

როგორ დავიწყო ბიზნესი

10 საკითხი, რომლებიც აუცილებლად უნდა განუმარტოთ ინვესტორებს

თუ პოტენციური ინვესტორების გაოცება გსურთ, ყველა შეკითხვას უნდა უპასუხოთ
10 საკითხი, რომლებიც აუცილებლად უნდა განუმარტოთ ინვესტორებს
ფოტო: entrepreneur
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ კომპანიების გონიერი დამფუძნებლები ხშირად სულელურ შეცდომებს უშვებენ თავიანთი იდეების პოტენციური ინვესტორებისთვის გაცნობისას: დასმულ შეკითხვებს ვერ პასუხობენ, მეტყველების  უნარი ეკარგებათ, ან ისე პასუხობენ, რომ მოსმენა ჭირს, მომაბეზრებელია. ზოგჯერ პრეზენტაციაზე არც მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება  და ვერც ვერავინ ხვდება, რატომ ღირს ამ იდეის დაფინანსება.

როდესაც ინვესტორები ახალ იდეასა თუ პროექტში თანხას დებენ, ამ ფულის დაკარგვის რისკი მათთვის ყოველთვის არსებობს. თქვენი ამოცანაა, პრეზენტაციის დროს მათ დაუმტკიცოთ, რომ საქმე გარისკვად ნამდვილად ღირს. ეს ნიშნავს პროექტის მოგებიანობის დასაბუთებასაც და შესაძლო ზარალისა  თუ შანსების გამოკვეთასაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინვესტორებს სრული წარმოდგენა უნდა შეუქმნათ იმაზე, რას გააკეთებთ. მხოლოდ კარგი იდეის მიწოდება არ კმარა.

 შესაძლოა, ინვესტორს იდეა თვითონ წარუდგინეთ და არაფერი გამოგივიდათ,  იგი უბრალოდ არ დაინტერესდა. თუ ასეა, დაფიქრდით, იქნებ მიზეზი ის არის, რომ  თქვენს პრეზენტაციაში ქვემოთ მოყვანილი 10 აუცილებელი პუნქტიდან რომელიმე აკლდა.

დეტალურად განიხილეთ ეს საკითხები. პრეზენტაციაში თითოეული მათგანი უნდა შეიტანოთ და ინვესტორთან შეხვედრისას სრულყოფილად წარადგინოთ.

10 აუცილებელი სლაიდი საინვესტიციო პრეზენტაციისთვის

ქველმოქმედ ბიზნესმენებს ეძებთ თუ დიდ საინვესტიციო კომპანიებს, საქმიანი წინადადება პოტენციურ ინვესტორთან სწორედ ამ თანმიმდევრობით უნდა  წარადგინოთ და თქვენს იდეას წარმატების დიდი შანსი ექნება:

 

პირველი სლაიდი ყოველთვის მოკლე პრეზენტაციას ეთმობა. აქ უნდა  შეჯამდეს,  თუ რისი გაკეთება გსურთ. ლაკონიურად წარუდგინეთ თქვენი იდეა აუდიტორიას ერთი ან ორი წინადადებით.ხედვა

პრობლემა

აუხსენით, რატომ უნდა დააფინანსონ თქვენი ბიზნესი. გააცანით საკუთარი მომხმარებელი და ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ. აუცილებლად დეტალურად განიხილეთ თითოეული პრობლემა, რომელიც ამ ეტაპზე გაქვთ, ასევე, მათი გადაჭრის მნიშვნელობა თქვენთვის.

შესაძლებლობა

ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი საქმიანი წინადადება. ინფორმაცია მიაწოდეთ ბაზრის მოცულობაზეც და იმაზეც, თუ რა პოზიციის დაკავებას ფიქრობთ მასზე. აუცილებლად გამოიყენეთ მონაცემები, რომ სრული წარმოდგენა შეექმნათ იმ პრობლემის მასშტაბზე, რომელსაც აგვარებთ.

გადაჭრა

საფუძვლიანად მიმოიხილეთ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება. იმაზეც გაამახვილეთ ყურადღება, თუ რით განსხვავდება იგი კონკურენტებისგან. უნდა დაამტკიცოთ, რომ ის უნიკალურია და არსებული პროდუქტების უკეთესი ალტერნატივა გახლავთ.

ბიზნესმოდელი

უაღრესად მნიშვნელოვანია შემოსავლების საკითხის სიცხადე თქვენი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვისას.

უპასუხეთ  ამ ტიპის შეკითხვებს:

ვინ გადაიხდის ამაში ფულს? რამდენად შეესაბამება თქვენი ფასი ბაზარზე არსებულს?

დამტკიცება და  შემდეგი ნაბიჯები

აუცილებელია ყველა  მტკიცებულების წარდგენა, რომ თქვენი ბიზნესმოდელი ნამდვილად გამართულად მუშაობს.  ეს ამცირებს პოტენციურ ინვესტორთა რისკებს.  უთხარით, რომ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება უკვე გამოსცადეთ მოხალისეებზე და მასზე მოთხოვნაა, ან ამ პროდუქტს რაიმე სხვა გზით აქვს გავლილი ტესტირება. მიუთითეთ, მოუყევით, შემდეგ კი ნათელი გეგმაც წარუდგინეთ, თუ როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები.

მარკეტინგი და ზრდა

აღწერეთ, როგორ აპირებთ თქვენს მომხმარებელზე გასვლას და, დაახლოებით, როგორია რეკლამირებისა და გაყიდვების სტრატეგიები.  აუხსენით, პროდუქტის გასაღების რომელ არხებს გამოიყენებთ და რატომ. ისინი იდეას იმ შემთხვევაში დააფინანსებენ, თუ თქვენი ნაბიჯები კონკურენტებისგან განსხვავდება!

გუნდი

ისაუბრეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ პროდუქტის უკან დგანან. ეს საიმედოობის განცდას შექმნის. ყურადღება გაამახვილეთ მენეჯმენტის გუნდზე, მათ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე. თქვენს ინვესტორებს სრული წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, თუ ვინ უდგას საქმეს სათავეში.

ფინანსები

ინვესტორებს დააინტერესებთ მომავალი სამი წლის გაყიდვების პროგნოზიც, რომელიც ძალიან საიმედო უნდა იყოს. ამასთან ერთად, დაგჭირდებათ შესაბამისი ინფორმაცია მოგება-ზარალისა თუ მომხმარებლის რაოდენობის შესახებ, ასევე, სხვა მონაცემები, რომლებიც თქვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია.

მოითხოვეთ

სრულიად გაბედულად განაცხადეთ, რა თანხა გჭირდებათ თქვენი იდეის განსახორციელებლად, თუნდაც ის ძალიან დიდი იყოს. გულწრფელად ისაუბრეთ საკუთარ გეგმებზე.

თუმცა, არც ის დაგავიწყდეთ, რომ ამ ყველაფერში დიდი დრო არ უნდა დახარჯოთ. შეეცადეთ, თქვენი სიტყვა იყოს ინფორმაციული, მაგრამ ლაკონიური.

 

 

 

 

 

 

 

 

More from Entrepreneur

Brittney's a Certified Financial Planner who can help you manage your business and personal finances and navigate the ups and downs of starting a business.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur