ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ
თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ
ფოტო: კაროლინა გრაბოვსკა
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კითხვა ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით ანტრეპრენერისთვის. მას გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება სხვების  გამოცდილების  გაზიარების მხრივ. რაც მთავარია, კითხვა სირთულეების გადალახვაშიც დაგეხმარებათ, რომლებიც აუცილებლად შეგხვდებათ გზაზე.

 „შემოქმედება“, ედ კატმული

„შემოქმედება“ იმ წიგნების სიაშია, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ ანტრეპრენერებმა. რატომ? წიგნი თავისუფალ მოაზროვნეთა გუნდების შექმნაზეა დაწერილი,  სტარტაპის წარმატებაში კი ეს  საკითხი გადამწყვეტ როლს ასრულებს. ედ კატმული, სტივ ჯობსსა და ჯონ ლესეტერთან ერთად, „პიქსარის ანიმაციური სტუდიის“ თანადამაარსებელია. წიგნი მთლიანად ეძღვნება  შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობას და  განსხვავებას საშუალო და ბრწყინვალე გუნდებს შორის.

 კატმული ხაზს უსვამს, თუ რა შეუძლია გუნდს. ბრწყინვალე გუნდი საშუალო იდეას ოქროდ აქცევს, ხოლო საშუალო –  დიდ იდეასაც ვერ გამოიყენებს. ანტრეპრენერისთვის განმსაზღვრელია გუნდის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა ისე, რომ მისმა წევრებმა შემოქმედებითად შეასრულონ სამუშაო. სტარტაპის ბედს, მის წარმატებას, მთლიანად ეს განსაზღვრავს.

„პლატფორმა: ინდივიდუალური ბრენდინგის ხელოვნება და მეცნიერება“, სინტია ჯონსონი

ანტრეპრენერებისთვის სინტია ჯონსონის წიგნი სახელმძღვანელოა ბიზნესის მართვისას საკუთარი  გუნდისა  და პიროვნული თვისებების გამოსაყენებლად. მასში აღწერილია ინდივიდუალური ბრენდინგის ოსტატთა ნაბიჯები, სტრატეგია, გამოსვლები და პროგრესი. ჯონსონი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს  ბრენდი ინდივიდუალური და რა გზით შეიძლება სამიზნე და სპეციფიკური აუდიტორიის შემოკრება. ეს წიგნი იდეალურია იმ ანტრეპრენერისთვის, რომელსაც უნდა ან ვალდებულია, თავისი კომპანიის სახე იყოს.

 „ეს მარკეტინგია“, სეთ გოდინი

სეთ გოდინის  წიგნი „ეს მარკეტინგია“ თქვენს დამოკიდებულებას შეცვლის მარკეტინგის მიმართ, ანტრეპრენერებს კი დაეხმარება იმის გაგებაში, რით განასხვავებს სამიზნე აუდიტორია ჭეშმარიტ ღირებულებებსა და „სპამებზე“ დამყარებულ მარკეტინგს. გოდინგს მარკეტინგის საკითხებზე 7 წიგნი აქვს დაწერილი და შვიდივე ბესტსელერი გახდა. ეს უკანასკნელი კი მან ააგო იმ მარკეტინგზე, რომელიც ორინეტირებულია კონკრეტულად კლიენტის პრობლემათა გადაჭრაზე.

 „მილიონი დოლარი, ერთი ადამიანის ბიზნესი“, ელეინ პოფელდი

„მილიონი დოლარი, ერთი ადამიანის ბიზნესი“ მართლაც შესანიშნავი წიგნია ახალბედა ანტრეპრენერებისთვის, რომლებმაც არ იციან, უფულოდ როგორ წამოიწყონ და განავითარონ ბიზნესი. პოფელდი ღრმად იკვლევს, რა გზით უნდა გახდეს ბიზნესი მილიონდოლარიანი ერთი ადამიანის ძალისხმევით. წიგნი ანტრეპრენერებს უჩვენებს, როგორ შეიძლება ფინანსური და პერსონალური წარმატების მიღწევა, ან პირადი ცხოვრებისა და სამუშაოს დაბალანსება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია და უამრავ ანტრეპრენერს დიდ პრობლემას უქმნის. ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც სურს, მილიონდოლარიანი კომპანიაც ჰქონდეს  და სადღაც, ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე, აუზთან მზესაც ეფიცხებოდეს.

„მომჭირნე სტარტაპი“,  ერიკ რისი

ერიკ რისის  „მომჭირნე სტარტაპი“ დაწერილია გრძელ დისტანციაზე მორბენალი ანტრეპრენერისთვის, რომელმაც ბიზნესის ზრდის გზაზე მუდმივად  უნდა ამოწმოს საკუთარი ხედვა. წიგნი მომჭირნე სტარტაპსა და სწრაფ სამეცნიერო ექსპერიმენტებზე მოგითხრობთ და თქვენი ბიზნესის გაუმჯობესების გზებსაც გასწავლით. ავტორი  ამ სფეროში სწრაფი და პრინციპული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე საუბრობს. წიგნი იმ ანტრეპრენერებისთვის დაიწერა, რომლებიც ინოვაციური და, ამავდროულად, სტაბილური ბიზნესის შექმნას ცდილობენ.

„100$-იანი სტარტაპი“,  კრის გილებო

კრის გილებომ 1 500 ანტრეპრენერზე დაწერა თავისი წიგნი. მოძებნა ისინი, ვინც  სრულიად მოკრძალებული ინვესტიციით დაარსებულ კომპანიაში  (უმეტეს შემთხვევაში , 100$ ან ნაკლები) წელიწადში 50,000$-ს ან მეტს გამოიმუშავებდა. „100$ -იანი სტარტაპი“ მარტივი წასაკითხია, სავსე ნამდვილი ისტორიებით და რჩევებით იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ბიზნესი საკუთარი მცირე კაპიტალით დაიწყეს და წარმატებას მიაღწიეს. ეს  წიგნი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის დაიწერა, რომლებსაც აქვთ გამორჩეული იდეა და, ამასთან, დიდი სურვილი, დატოვონ კორპორაციული იერარქიის მქონე სამსახური.  

Entrepreneur გირჩევთ, იკითხოთ წიგნები!

მიუხედავად იმისა, როგორ წარმატებას მიაღწიეთ და ცხოვრების რა ეტაპზე ხართ,  მნიშვნელოვანია, ყოველთვის იკითხოთ წიგნები და ნებისმიერ ეტაპზე გაიღრმაოთ ცოდნა.

More from Entrepreneur

Terry's digital marketing expertise can help you with campaign planning, execution and optimization and best practices for content marketing.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur