You can be on Entrepreneur’s cover!

ვეგანური ბრენდის შექმნის ხელოვნება მოდის სახელით ცხოველების მკვლელობა უნდა შევწყვიტოთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

pixabay

ბრენდების უმრავლესობა სრულიად ახალ იდეებსა და პრინციპებს ეცნობა და იზიარებს კიდეც. ამასთან ერთად, ბაზარზე საკუთარი ბრენდის ფასეულობებისა და ცნობადობის გასაზრდელად ამ განსხვავებულ შეხედულებებს ამკვიდრებს.

სრულიად ახალი ფერების, ნახატების, ფორმებისა და მასალების შემოტანა ცხოვრების სტილისა და მოდის თითქმის ნებისმიერი ბრენდისთვის ყოველდღიური მოვლენა გახდა. მოდი, ვიზრუნოთ, ეს ყველაფერი ეკოლოგიურადაც უსაფრთხო იყოს და სასტიკი გზითაც არ იყოს მიღებული. ამასთან ერთად, მოდის სამყაროში ტენდენციებიც შევინარჩუნოთ და ცვლილებებსაც შევუწყოთ ხელი.

ნებისმიერი ბრენდის ამოცანა, ბაზრის დაპყრობასთან ერთად, ახალი კრიტერიუმების დაწესება უნდა გახდეს. ერთ-ერთი უმთავრესი კი, ბრენდებზე ადამიანთა შეხედულებების შეცვლა უნდა იყოს. კერძოდ, მომხმარებელმა ცხოველთა ტყავის ან ცხოველისგან მიღებული სხვა მასალების გამოყენებაზე უარი უნდა თქვას.

რას ნიშნავს, იყო ვეგანი

ვეგანობა − ეს ცხოვრების სტილი და გარემოსა და ცხოველთა კეთილდღეობისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია. სიმართლე ის არის, რომ მოდის, საკვებისა და ფუფუნების გამო, ცხოველებს არად მიიჩნევენ, მათზე მანიპულირებენ, გენეტიკას უცვლიან, სხვადასხვა სქემით წამლები შეჰყავთ, რაც ქრონიკულ ტკივილსა და დასახიჩრებას, სიმახინჯეებს იწვევს.

ამასთან ერთად, მათი ტრანსპორტირება ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში ხდება და საშინელი, უსასტიკესი მეთოდებით კლავენ. ვეგანობა ამ სისასტიკეების შეჩერების საუკეთესო გზაა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ მოდის სახელით მათი დახოცვა. ვეგანობით მხოლოდ ცხოველებს კი არ დავეხმარებით, დედამიწის გაჯანსაღებასაც შევუწყობთ ხელს.

ასე რომ, რა დროს მოცდაა − ვეგანი უნდა გახდეთ!

ვეგანური ბრენდები აუცილებელია

ერთ-ერთი გზა, გახდე ვეგანი, მოდაა, იმ ჩანთებისა და აქსესუარების გამოყენება, რომლებიც ეკოლოგიურად უსაფრთხო და იმ მასალითაა დამზადებული, რომელიც სასტიკი გზებით არ არის მიღებული. ამ მასალების საუკეთესო ალტერნატივაა პოლივინილაცეტატი, ჯინსისა და პოლიურეთანის ქსოვილი, ხელოვნური ტყავი და ბუნებრივი ბამბა.

ახლა, უწინდელ დროზე გაცილებით ადვილად შეძლებთ თქვენი ბრენდის ვეგანად და ეკოლოგიურად უსაფრთხოდ გადაქცევას, რადგან ამის შესაძლებლობას, ტექნოლოგიურ მიღწევებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის ნედლეულიც იძლევა.

ტყავი, ბეწვი და სხვა ცხოველური წარმოშობის მასალა ეკოლოგიურ კრიზისს უწყობს ხელს. ამის გათვალისწინებით, ბევრმა ბრენდმა პროდუქციის წარმოებისას ბუნებრივის ნაცვლად ხელოვნური ტყავი უნდა გამოიყენოს. ამასთან, ყველანაირად შეეცადოს, მოდური, თანამედროვე აქსესუარებისა და სამოსის იმ მასალებით დამზადებას, რომელიც ხელმეორე სარგებლობისთვის არის გამოსადეგი, ეკოლოგიურად უსაფრთხოა და ამასთან, მავნეც არ არის.

ეს მასალები გარეგნულად მართლაც შესანიშნავია და არც ის ზიანი მოაქვს კაცობრიობისა და გარემოსთვის, რაც ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გამოყენებას ახლავს. ამ მასალების გამოყენება მართლაც უზომოდ დიდ წვლილს შეიტანს როგორც გარემოს, ისე ცხოველების დაცვაში.

შეწყდეს ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა

სრულიად უცნაურია ფაქტი, რომ უამრავ ცხოველს სასტიკად ეპყრობიან, კლავენ, იმ ტანსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების გამო, რომელსაც ადამიანები ვიყენებთ. მაგრამ თუ სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ვეგანურ მოდას მივანიჭებთ უპირატესობას, ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდება. ბრენდებს კამპანიებისა და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, საზოგადოების ცნობიერების გაზრდა შეუძლიათ. ამით შესაძლოა ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის პრაქტიკის შეწყვეტაში შეიტანონ წვლილი და საქმემ თანდათანობით წინ წაიწიოს.

ბრენდებს შეუძლიათ მოდაზეც იფიქრონ და ამ მწვავე საკითხებზეც; და ისიც გაითვალისწინონ, რა მოთხოვნა აქვს თანამედროვე მომხმარებელს.

ვეგანური ბრენდის მხარდაჭერა ბაზარზე

ბაზარზე უსაფრთხო ქსოვილები და მასალები გამოჩნდა. შესაბამისად, ბაზრის მოთამაშეები უკვე ითვალისწინებენ, რამდენად ხელსაყრელი იქნება მათი გამოყენება. ეს შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენს, რადგან ვეგანურმა ბრენდებმა ადამიანებს ეკოლოგიურად უსაფრთხო არჩევანის გაკეთებით ისეთი ცხოვრების სტილისკენ უნდა უბიძგონ, რომელიც გარემოს უფრთხილდება და იცავს კიდეც. ეკოლოგიური მოსაზრების გამო, ამ არჩევანს თქვენც უნდა დაუჭიროთ მხარი.

თქვენი ბრენდი ბაზრის მოთამაშე და საცალო სამყაროს ნაწილია. სწორედ ამის გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენს ბრენდს პროდუქციის წარმოების ჯანსაღი გზისკენ უბიძგოთ და იგი უსაფრთხოდ აქციოთ. სიცოცხლის უფლება ხომ ყველას აქვს, მათ შორის − ცხოველებსაც.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს