ინდივიდუალური საფრენი აპარატის ქართველი გამომგონებელი სილიკონის ველის პრესტიჟულ კონკურსზე წარდგება

ულტრაკომპაქტური საჰაერო ტრანსპორტი ქართული სტარტაპისგან!
ინდივიდუალური საფრენი აპარატის ქართველი გამომგონებელი სილიკონის ველის პრესტიჟულ კონკურსზე წარდგება
ფოტო: Raven
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2020 წელს სან-ფრანცისკოს სილიკონ ველიში მასშტაბური კონკურსი, Gofly გაიმართება, რომელშიც გამომგონებლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მოიყრიან თავს. მათ შორის მოხვდა სტარტაპგუნდი საქართველოდან - Raven, რომლის დამფუძნებელი ირაკლი შენგელიაა.

მაღალტექნოლოგიური  კონკურსი კომპანია Boeing-ის ორგანიზებით და სპონსორობით იმართება, ხოლო მონაწილე გუნდებს თავიანთი საფრენი აპარატების სრულყოფასა და დახვეწაში NASA, DARPAS, HorizonX, Boeing-ის და სხვა მაღალტექნოლოგიური კომპანიების წამყვანი ინჟინრები და მეცნიერები გაუწევენ მენტორობას. კონკურსის მიზანს მსოფლიოში ახალი თაობის ინდივიდუალური ულტრაკომპაქტური საჰაერო ტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს.  გამარჯვებულის ფულადი პრიზი მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რომლის მოსაპოვებლად გამომგონებლები საკუთარ საფრენ აპარატებს წარმოადგენენ. მოწყობილობები ყველაზე ჩუმის, ყველაზე სწრაფისა და ყველაზე კომპაქტურის კრიტერიუმებით შეფასდებიან, რომელსაც ამასთანავე გლობალური კომერციალიზაციისა და ურბანული ტრანსპორტის სისტემაში დამკვიდრების პოტენციალი ექნება.  

Entrepreneur-თან საუბრისას, ირაკლი საკუთარი ხედვებსა და მოლოდინს გვიზიარებს: „ეს კონკურსი ყველა ფრენაზე მეოცნებე გამომგონებლის მრავალწლიანი დაუღალავი შრომის ერთგვარი დაფასებაა. მიუხედავად რთული მოთხოვნებისა, ვფიქრობთ, ჩვენი პროტოტიპი შეძლებს კონკურსის ყველა მანევრის შესრულებას, რაც უკვე დიდ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს. რაც მთავარია, შევძლებთ იმის ჩვენებას, რომ საფრენი აპარატი საკმაოდ უსაფრთხოა და მზადაა მომავალი კომერციალიზაციისთვის“.

Raven-ის შექმნილ აპარატს, ელექტროძრავების დახმარებით, 95 კგ-მდე წონის პილოტის ან ტვირთის აწევა შეეძლება და თანამედროვე დრონების მსგავსად, ვერტიკალურად აფრენა/დაფრენის ფუნქცია ექნება. ჰორიზონტალური ფრენის რეჟიმში კი 250კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს. ირაკლის სჯერა, რომ შორს არ არის დღე, როდესაც ის თბილისის თავზე მსგავსი პერსონალური ფრთებით შეძლებს სამსახურებში სიარულს, რაც ელექტროძრავებით და ნულოვანი ემისიით მოხდება.

მათ პირველ პროტოტიპს Raven, ანუ „ყორანი“ დაარქვეს, რადგანაც ის ასე თუ ისე ურბანული ფრინველია, ძალიან ჭკვიანია და შესანიშნავი მფრინავია. ამ ფრინველის მსგავსად, გუნდის გამოგონებული საფრენი აპარატიც ძალზე „ჭკვიანი“ იქნება, რადგანაც შეძლებს ავტონომიურ ფრენას, უახლესი სენსორების დახმარებით გარემოს აღქმას და პილოტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

„თუკი ადრე მსგავსი აზრები მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის მოყვარულებს უჩნდებოდათ, ახლა ასეთი პერსპექტივა მთელ მსოფლიოში ძალზე რეალურად განიხილება. ეს არ ნიშნავს, რომ მთელი მოსახლეობა ერთბაშად ფრენას დაიწყებს. უბრალოდ, იქნებიან ზოგიერთები, მაგალითად ისინი, ვინც დღესაც არ უფრთხიან მოტოციკლით და სკუტერებით ქალაქში გადაადგილებას“, − ამბობს ირაკლი.

ამ ეტაპზე გუნდი დაფინანსების მოლოდინშია და იმედოვნებს, რომ თავისი პროტოტიპის სატესტო ფრენებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. მსგავსი პროექტები სხვა ქვეყნებში მრავალი მილიონით ფინანსდება. Raven-ის გუნდმა ზუსტად იცის, რომ საქართველოში ამ იდეის განხორციელება უზარმაზარ შრომასთან არის დაკავშირებული. თუმცა ამისთვის მზად არიან, რადგან სჯერათ საკუთარი გამოგონების და იმისაც, რომ ახლო მომავალში ბევრი გართობა ელოდებათ.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur