📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

და მაინც, ვინ არის ანტრეპრენერი? Entrepreneur-ის მკითხველის თვალით დანახული ანტრეპრენერი...

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ცვლილებები კარგ ასოციაციებს იშვიათად აჩენს, საზოგადოებას სიახლის ეშინია,თუმცა კარგად დაფიქრების შემთხვევაში მივხვდებით, რომ ამ ნიშნის გამო ადამიანების დაძრახვა არასწორია, იმიტომ, რომ თუ კაცთა მოდგმას რამისკენ დაუოკებელი სწრაფვა გვახასიათებს, ერთ-ერთი სტაბილურობა და უცვლელობაა, რაც გამოიხატება კიდეც ისეთ ფრაზებში, როგორიცაა „შეჩვეული ჭირი სჯობს" და ა.შ- დააკვირდით სიტყვა „ანტრეპრენერის" ირგვლივ წარმოშობილ უკმაყოფილებებს. ხალხს აქვს ფარული ან აშკარა აგრესია, თუ რატომ არ იგივდება ანტრეპრენერი მეწარმესთან, რა საჭიროა ამდენი უცხო სიტყვა, „მეწარმე" ხომ არის ქართულ ლექსიკონში და ა.შ- ესეც ცვლილებების შიშია.

და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვინ არის ანტრეპრენერი?

ხშირად მსმენია ფრაზა „ნუ ოცნებობ, დაეშვი მიწაზე". მე კი ვფიქრობ, რომ ოცნება ჰაერივით საჭიროა. ოცნებაც ხომ ფიქრის ნაწილია და ფიქრები ხომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს იდეამდე. ჩემი აზრით, ნამდვილი ანტრეპრენერი ბავშვობაში გამუდმებით ოცნებობს, წლების მატებასთან ერთად კი იძენს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომელიც მას ეხმარება საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნაში.

და მაინც, ვინ არის ანტრეპრენერი?

ანტრეპრენერი არის თოლია ჯონათან ლივინგსტონი, შეცდომების დაშვების, სწავლისა და სიახლის რომ არ ეშინია, რომ არ აფრთხობს დაინახოს რაღაც დიადი იქ, სადაც დანარჩენები განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ. მას არ ეშინია იმ აზრების, რომლებმაც თავგზა აუბნიეს და ფიქრი აიძულეს, პირიქით, იღებს მას, როგორც სრულყოფილების ძიებისთვის აუცილებელ ატრიბუტს.

და მაინც, ვინ არის ანტრეპრენერი?

ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული ადამიანი, რომელიც „ღვთაებრივ" უნარებს ფლობს? სულაც არა- ანტრეპრენერი ისაა, ვისაც შეუძლია ღამეები ათენოს, ზღვა ინფორმაცია შეკრიბოს, არ შეუშინდეს გამოწვევებს, დამარცხებას, ყველაფრის თავიდან დაწყებას. ის, ვისაც სურვილი აქვს იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ახლაა, ვინც ხედავს მომსახურებისა თუ პროდუქტის საჭიროებას და სწამს მისი იდეის, ენდობა მის გონებას, გააზრებული აქვს, რომ დამარცხება ბრძოლის ნაწილია, რომ მარტივი ამქვეყნად უმოქმედოდ ყოფნაა და რომ საკუთარი იდეების რეალიზებისთვის ბრძოლაში ბედნიერება შეიძლება იპოვო.

და მაინც, ვინ არის ანტრეპრენერი? იქნებ შენ, ან სულაც მე?! იქნებ სულ ცოტა ფიქრიც და ამ კითხვაზე პასუხს მივაგნოთ...

ინსპირაცია

ზოგი რამ უნარების, ჩვევებისა და ემოციების შესახებ

"მომავალი ეკუთვნის მათ, ვინც ეუფლება მეტ უნარს და შემოქმედებითად აერთიანებს" - რობერტ გრინი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

Business News

ისტორიული აღიარება - "პორშე ცენტრი თბილისს" მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

"პორშე ცენტრი თბილისმა" ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო