You can be on Entrepreneur’s cover!

15 სამოტივაციო ფრაზა, რომლითაც მთებს გადააბრუნებთ შეუძლებელი არაფერია!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Rocky

როდესაც ახალი იდეის განხორციელებაზე, საკუთარი საქმის წამოწყებაზე ან ახალი კომპანიის შექმნაზე ვფიქრობთ, მზად უნდა ვიყოთ ცხოვრების არსებულ წესში ფუნდამენტური ცვლილების შესატანად. გაეცანით სამოტივაციო ფრაზებს, რომელიც პოზიტიური აზროვნების განვითარებაში დაგეხმარებათ, რაც რთულ პერიოდებში თვითომოტივირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

1. ყველაფერს შევძლებ

ეს ერთი შეხედვით მარტივი ფრაზა მოგცემთ მოტივაციას და თვითრწმენას, რომ ნებისმიერი საქმის შესრულებას შეძლებთ, თუ გონებას და შინაგან ძალებს შესრულებისკენ განაწყობთ.

2. სწორედ ამიტომ შემიძლია

ჩამოწერეთ ან უბრალოდ ჩამოუთვალეთ საკუთარ თავს, რამდენი მიზეზი, უნარი, ხელშემწყობი ფაქტორია თქვენში თუ თქვენ ირგვლივ, რაც დაგეხმარებათ დასახული გეგმის შესრულებაში და დაივიწყეთ მიზეზები, რის გამოც საკუთარ თავს სამოქმედოდ აფერხებთ.

მსგავსი სტატია: ანტრეპრენერობის შესაძლებლობა ყველასთვის

3. მეტს ვიმსახურებ

სწორედაც, შეაგულიანეთ საკუთარი თავი, რომ განეწყოთ და მიიღოთ მეტი, რადგან ნამდვილად იმსახურებთ! უკეთესი სამსახური, უფრო ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, მეტი ფული. რატომაც არა?!

4. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

არასოდესაა გვიან, მიიღოთ ცხოვრებისგან ახალი გამოწვევები, გადახვიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე ან დაიწყოთ ახალი ფურცლის გადაშლა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ ან უკვე რამდენჯერ სცადეთ. კვლავ გაქვთ სიახლის სურვილი? მაშინ მიიღეთ გადაწყვეტილება და დაიწყეთ დღესვე.

5. გამოწვევები ყოველთვის იქნება

რასაკვირველია, ასეა. ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და სწორედ ეს ხდის ჩვენს ყოველდღიურობას საინტერესოს. გაბედულად შეეგებეთ თითოეულ განსაცდელს და არ მისცეთ უფლება, თქვენზე გაიმარჯვოს.

6. არ არსებობს „იდეალური დრო"

ნუ დაელოდებით იდეალურ მომენტს, რადგან ის თავისით არასოდეს დადგება − თქვენ თავად უნდა შექმნათ ის დღეს და ახლავე. ნუ გადადებთ გეგმების შესრულებას ხვალისთვის, სწორედ დღევანდელ დღეს მიანიჭეთ ეს არაჩვეულებრივი სტატუსი.

მსგავსი სტატია: შესაფერისი მომენტი" მითია

7. ყველა საიდანღაც იწყებს

არავინ დაბადებულა წარმატებულად. თითოეული სტარტაპერი რთულ და გამოწვევებით სავსე გზას გადის. იფიქრეთ ამაზე და როცა წინააღმდეგობები დაგღლით ან ოდნავ შეგაშინებთ, იცოდეთ − მარტო არ ხართ, ყველამ ნულიდან დაიწყო.

8. დროის მენეჯმენტი უმნიშვნელოვანესია

ახალი იდეებისთვის ფრთების შესხმა, რა თქმა უნდა, ყველას გვეჩქარება, თუმცა ხარისხიანი შედეგის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს შესასრულებელი დავალებების დროში ზუსტად გადანაწილებას. შეეცადეთ, ეტაპებად დაყოთ თქვენი საქმე და ნაწილ-ნაწილ, მიზანმიმართული ქმედებებით მიიღოთ მაქსიმალურად ნაყოფიერი ფინალი.

9. ყველაფერი უკეთესობისკენაა

თავიდან ყველაფერი რთულია − ახალი საქმის დაწყება, მოულოდნელი თუ წინასწარ გათვლილი გამოცდები და წინააღმდეგობები, რისკი, ზოგჯერ მარცხიც, თუმცა მთავარია გვახსოვდეს, რომ გზა, რომელსაც გავდივართ, მხოლოდ უკეთესად გვაქცევს, გვაძლიერებს, ფასდაუდებელ გამოცდილებას გვაძლევს და დიდ როლს თამაშობს სამომავლოდ ჩვენი საქმის წარმატებით წარმართვაში.

10. მარცხი დროებითია

თუ კარგად გავაანალიზებთ, მარცხს დიდი როლი აქვს ყველა ანტრეპრენერის წარმატების ისტორიაში და ცალკე მოტივაციადაც კი შეიძლება განვიხილოთ. დაეცით? ერთხელ, ორჯერ, იქნებ მესამედ და მეტჯერაც? არა უშავს, მთავარია, წამოდექით, არ შეშინდით და განაგრძეთ სრული სვლით წინ სიარული! ადამიანი ხომ საკუთარ შეცდომებზე ყველაზე უკეთ სწავლობს. რაც მეტი შეცდომა იგემეთ, მით მეტი იცით. მარცხი დროებითია და მხოლოდ გვაძლიერებს.

მსგავსი სტატია: ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

11. იცხოვრეთ დღევანდელი დღით

დაივიწყეთ, რა მოხდა გუშინ, რამდენი წარმატება ან მარცხი იგემეთ, ახლა მთავარია დღევანდელი დღით იცხოვროთ და აწმყოში დასახული მიზნების განსახორციელებლად მაქსიმალურად იბრძოლოთ.

12. მარტივი რომ იყოს, ყველა გააკეთებდა

ამქვეყნად არაფრის გაკეთება არ არის მარტივი, რაც ღირებული, ფასეული და მნიშვნელოვანი. ამიტომ თავიდანვე განაწყეთ თავი სირთულეებისთვის. მარტივი მხოლოდ ჭიქა შამპანურით წარმატების აღნიშვნაა, მანამდე მისასვლელი გზა კი აუცილებლად დიდი შრომით, რისკითა და წინააღმდეგობებით იქნება აღსავსე.

13. უფრო რთული საქმეებიც დამიძლევია

თუკი რომელიღაც წინააღმდეგობა თქვენს შინაგან ძალებსა და განწყობას შესუსტებას დაუპირებს, გაიხსენეთ ის რთულად შესასრულებელი დავალებები, რომლებიც თავის დროზე წარმატებით დაძლიეთ. წარსულის დადებითი გამოცდილებების გახსენება აუცილებლად კარგად აისახება მოტივაციაზე.

14. სჯობს, წარუმატებლად გარისკოთ, ვიდრე უმოქმედობის გამო მთელი ცხოვრება ინანოთ

არასწორი გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის უკეთესი არჩევანია, ვიდრე გაუბედაობის გამო საკუთარ იდეებზე უარის თქმა. სჯობს, გადადგათ ნაბიჯი და შეცდეთ, ვიდრე მთელი მომავალი ცხოვრება საკუთარი გაუბედაობითა და უმოქმედობით გამოწვეულ სინანულში გაატაროთ.

15. არავის ნებართვა არ მჭირდება

ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, დაგაეჭვონ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, იყავით პრინციპული და ნუ დაელოდებით სხვა ადამიანების ნებართვას. ვინმე ფიქრობს, რომ თქვენ შეშლილი ხართ? დაე, იფიქრონ. წარმოიდგინეთ, როგორ იდეალურად შეშლილ ანტრეპრენერს დაკარგავდა მსოფლიო, ელონ მასკს რომ სხვებისთვის მოესმინა? ნამდვილს, ახალს, არატრივიალურს, სწორედ გამორჩეული ადამიანები ქმნიან.

ამიტომ, ნურავის შეეკითხებით აზრს. უბრალოდ, იმოქმედეთ!

მსგავსი სტატია: წარმატებული ანტრეპრენერებისთვის მიცემული ყველაზე ცუდი რჩევები

ინსპირაცია

5 მანტრა თქვენი ცხოვრების მყისიერად გაუმჯობესებისთვის

ხშირად ჩვენს წარმატებას ჩვენი რწმენა, ღირებულებები და სიტყვები განსაზღვრავს. მაგრამ, რით უნდა დავიწყოთ? გთავაზობთ 5 მანტრას, რომლებიც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის, თუ მათ ნამდვილად დაუჯერებთ და გამოიყენებთ