You can be on Entrepreneur’s cover!

საქართველო მწვანე ბიზნესიდეების გლობალურ კონკურსს ClimateLaunchpad-ს შეუერთდა პირველად საქართველოში, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური "მწვანე" ბიზნესიდეების გლობალური კონკურსი - ClimateLaunchpad დაიწყო.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ClimateLaunchpad

ClimateLaunchpad ევროკავშირის ინიციატივა და EIT Climate-KIC-ის სამეწარმეო პროექტია. მისი მიზანი, მეწარმეობისა და ინოვაციების გზით, მწვანე სტარტაპების წახალისება და კლიმატის ცვლილებების პრობლემის მოგვარების ხელშეწყობაა. კონკურსი „მწვანე" ბიზნესიდეების განვითარებისა და გლობალურ ბაზარზე გასასვლელად საუკეთესო საერთაშორისო პლატფორმაა. წელს კი უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც მიეცათ მასში ჩართვის შესაძლებლობა. მათთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რათა საკუთარი იდეები გლობალურ მწვანე ბიზნესად აქციონ, გავიდნენ გლობალურ ბაზარზე, დაუკავშირდნენ ინვესტორებსა და პოტენციურ მომხმარებლებს და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. თანამედროვე მსოფლიოში კლიმატის ცვლილებების პრობლემის მოგვარება ინოვაციურ და ანტრეპრენერულ გადაწყვეტას მოითხოვს. სწორედ ასეთ იდეებს ეძებს ClimateLauncpad.

„საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის განხორციელება. ამ ეტაპამდე არ იყო „მწვანე" სტარტაპებისთვის სპეციალური მხარდამჭერი პროგრამა და ამ მხრივ, ClimateLaunchpad-ის როლი მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქლინთექის განვითარებას. წაახალისებს მეტი ეკოსტარტაპის ჩამოყალიბებასა და გლობალურ ბაზარზე გასვლას", − აცხადებს თეა მხეიძე, ClimateLaunchpad Georgia- ხელმძღვანელი.

პროექტში 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი სტარტაპგუნდი ერთად იყრის თავს. საქართველოდან წელს 12 გუნდი შეირჩა: Qorfa, The Green Boss, GreenCycle, Chandu, Boomerang, iScoot, EXP Deals, Irnero, LTD Sifra, Cloth2me, Efficient Hydrogen Generator − Advancement Sciences LLC, Eco Market.

„ClimateLaunchpad საქართველოს პროგრამამ საუკეთესო საშუალება მოგვცა ჩვენი ბიზნესიდეის დასამუშავებლად. პროგრამას ჰყავს კარგი გუნდი, რომელიც პრაქტიკულ, სასარგებლო რჩევებს გვაძლევს. გვეხმარება დამწყები ბიზნესებისთვის საჭირო მასალებზე წვდომაში. გარემოზე დადებითი ზეგავლენის მქონე დამწყები ბიზნესებისთვის მხარდამჭერი პროგრამების შესაძლებლობები საქართველოში საკმაოდ მცირეა და ამ მხრივ „ClimateLaunchpad საქართველოს" დიდი ცვლილების მოხდენა შეუძლია. ვფიქრობ, პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, როგორც მინიმუმ ბევრ ახალს ვისწავლით და თუ მოგვეცა შესაძლებლობა, საერთაშორისო მასშტაბითაც შევძლებთ ჩვენი იდეისთვის მხარდამჭერთა მოპოვებას", ამბობს გიორგი ციმინტია, EXP Deals-ის თანადამფუძნებელი, მონაწილე.

ქართველმა „მწვანე" სტარტრაპ გუნდებმა ClimateLaunchpad პროგრამის ფარგლებში შემდეგი ეტაპები გაიარეს. პირველ ეტაპზე, მათ გაიარეს ქლინთექ სტარტაპებისთვის უნიკალური მეთოდოლოგიითა და კურიკულუმის საფუძველზე შემუშავებული 2-დღიანი ინტენსიური ბუთქემფი „ტექნოპარკში" გაიარეს. გაიცნეს საერთაშორისო ექსპერტი და ტრენერი რონ ბლუმერი, რომელსაც 25-წლიანი გამოცდილება აქვს ქლინთექ-სტარტაპებსა და კორპორაციებში, ინვესტიციებში, აქსელერატორებში და 12-წლიანი გამოცდილება McKinsey &Company-ში.

მეორე ეტაპზე, ქოუჩინგ-სესიების ფარგლებში, გუნდებმა იმუშავეს იდეების ვალიდაციაზე, ბიზნესმოდელის დახვეწასა და ინვესტორებისა და ჟიურის წინაშე წარდგენაში. დასკვნით ეტაპზე კი, 15 ოქტომბერს ტექნო პარკში 16:00 საათზე გაიმართება საქართველოს ეროვნული ფინალი, სადაც გუნდები გაპიჩავენ თავის იდეებს. კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩევა 2 გამარჯვებული გუნდი, რომელთა წარმომადგენლებიც 14-15 ნოემბერს გაემგზავრებიან გლობალურ ფინალზე ამსტერდამში. გარდა ამისა, თითოეული მონაწილე ქვეყნის მესამე ადგილზე გასულ გუნდს ჯერ კიდევ აქვს გლობალურ ფინალზე მოხვედრის შანსი. 2-წუთიანი ვიდეოს საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით ან ჟიურის გადაწყვეტილებით, რამდენიმე მათგანი ე.წ. Wild card-ს მოიპოვებს.

დღეს საქართველოში ხშირად არ გვხვდება ინიციატივები, რომლებიც გარემოს დაცვით სფეროში ბიზნესების განვითარებას შეუწყობს ხელს. თავად ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებული სტარტაპსაზოგადოებაც არ იცნობს ერთმანეთს. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, როცა ClimateLaunchpad პროგრამის შესახებ მივიღე ინფორმაცია… 2-დღიანი ძალიან ინტენსიური ბუთქემფი და შემდგომი შეხვედრებიც ჩვენი სტარტაპიდეის შემდგომ ეტაპზე გადასაყვანად ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ამ პროგრამის ფარგლებში გაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც როგორც სტარტაპის დამწყებს, ყველა მნიშვნელოვან ასპექტზე გიმახვილებს ყურადღებას. ასევე, მიზნობრივ აუდიტორიასა და შენს პროდუქტს შორის თანხვედრის მოძებნაში გეხმარება. თანაც, დროში ეფექტურად გაწერილი პროგრამაა. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის მგონია საინტერესო, რომლებსაც ინტენსიურად სურინფორმაციის მიღება და პარალელურ რეჟიმში საკუთარი იდეის დახვეწა, გამოცდა და ექსპერიმენტირება", ამბობს თეა კობახიძე, Close2Me-ი წარმომადგენელი.

გლობალური ფინალი კი მსოფლიოში წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სტარტაპღონისძიებაა „მწვანე" ანტრეპენერებისთვის. გლობალურ ფინალზე ყველას აქვს შესაძლებლობა საერთაშორისო ინვესტორების წინაშე წარდგეს და პოტენციური მომხმარებელი თუ ინვესტორი დააინტერესოს. საუკეთესო სამეული ფულად პრიზს მიიღებს (€10,000, €5,000, €2,500), ხოლო საუკეთესო ათეული სართაშორისო EIT Climate-KIC აქსელერატორში მოხვდება. გარდა ამისა, გამოვლინდებიან თემატური გამარჯვებული სტარტაპებიც.

„კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ანტრეპრენერობა და მწვანე სტარტაპები კი ინოვაციური გზაა ცხოვრების გაუმჯობესებისა და ემისიის შემცირებისთვის. მომავალ კლიმატურ რეჟიმებთან შეგუების სანაცვლოდ, შეგვიძლია „მწვანე" ბიზნესიდეების განხორციელებით კლიმატის ცვლილებების ნეგატიური გავლენის შემცირება. სწორედ ამიტომ, ყველას, ვისაც აქვს „მწვანე" ბიზნესიდეა, სურს იდეა იდეად არ დარჩეს და სჭირდებათ ტრენინგი, ქოუჩინგი და გლობალურ ბაზარზე გასვლა, ClimateLaunchpad კონკურსი სწორედ მათთვისაა", − აცხადებს თამუნა ჯანგულაშვილი, სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი.

ClimateLaunchpad Georgia-ს ხელმძღვანელ პირს საქართველოში თეა მხეიძე წარმოადგენს. პროგრამა Sil Social Innovation Lab-თან და SINC სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კი ბუთქემფისა და ეროვნული ფინალის მთავარი სპონსორი გახლავთ. SINC და ჩერი ქოუჩინგ-სესიების სპონსორებს წარმოადგენენ. პროგრამის ქოუჩინგ-პარტნიორია Spark Business Accelerator. მედიაპარტნიორია ჟურნალი Entrepreneur Georgia. ასევე, პროგრამის მხარდამჭერები არიან Startup Grind Tbilisi, GEN Georgia, GeoLab.

15 ოქტომბერს ტექნო პარკში 16:00 საათზე ClimateLaunchpad საქართველოს ეროვნულ ფინალზე დასწრება თავისუფალია, თქვენ ნახავთ რა იდეებზე მუშაობენ მწვანე სტარტაპები. რეგისტრაციისთვის შეეხმიანეთ georgia@climatelaunchpad.org.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

რომ ვასწავლო და წავიდეს?

სწავლაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის მთავარი არსი თანამშრომლების მოტივაციაა