📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ღუნღულა - თქვენი თბილი მოსვენებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ღუნღულა

"ღუნღულა" − ამ სახელწოდებით ქართული სტარტაპკომპანია ელექტროპუფებსა და ელექტრობალიშებს აწარმოებს.

კომპანიის გუნდს ლილიკო ოსეფაშვილი, ასევე გიორგი და თორნიკე ჯანელიძეები წარმოადგენენ. ლილიკო იდეის ავტორი და სტარტაპის სულისჩამდგმელია. უმაღლესი განათლება ბიზნესადმინისტრირების კუთხით აქვს მიღებული. სწორედ ილიას უნივერსიტეტში სწავლის დროს მოუვიდა თავში პირველად თბილი პუფის იდეა, რომელიც შემდეგ რეალობად აქცია. იდეის განხორციელებისა და პარნტიორობისთვის გიორგი ჯანელიძეს დაუკავშირდა.

თანამშრომლობა წარმატებით შედგა. იდეამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში დიდი მოწონება დაიმსახურა და გაიმარჯვა. სწორედ ამის შემდეგ იქცა თბილი პუფები ოფიციალურ ბრენდ „ღუნღულად". ლილიკოსა და გიორგის მალე თორნიკე ჯანელიძეც შეუერთდა და გუნდმა ერთობლივი ძალებით აქტიურად დაიწყო ელექტროპუფებისა და ბალიშების წარმოება.

„ღუნღულას" ორიგინალური პუფები განკუთვნილია გარე ტიპის კაფე-ბარებისთვის, რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის, აგარაკისთვის. ასევე ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელსაც მოსვენებულ მდგომარეობაში გათბობა სურს და უყვარს. პროდუქტი საკმაოდ ენერგოდამზოგავია და საათში მხოლოდ 90 ვატ ელექტროენერგიას მოიხმარს. ქართული სტარტაპის პუფები სრულიად უსაფრთხოა. დამზადებულია წყალგაუმტარი, 100%-ით პოლიესტერის ნაჭრისგან. ქსოვილი არ იხევა და ექვემდებარება რეცხვას. პუფის შიგთავსი უმაღლესი ხარისხის ე.წ. პენოპლასტისგან შედგება. სწორედ ამიტომ, „ღუნღულას" პუფები განკუთვნილია ხანგრძლივი და კომფორტული მოხმარებისთვის.

ბრენდის მეორე პროდუქტს კი ელექტრობალიშები წარმოადგენს. ვინაიდან ყველა საკვები ობიექტის ექსტერიერი არ არის განკუთვნილი პუფებისთვის, ელექტრობალიშები სწორედ მათი თბილი ალტერნატივაა. ისინი სკამზე თავსდება და დენის წყაროში შეერთების შემდეგ თბება. ბალიშები უმაღლესი ხარისხის ღრუბლისგან მზადდება და თან კომფორტულად ჯდომის 3-წლიანი გარანტიაც მოყვება. 100%-იანი პოლიესტერის ნაჭერი კი არც ამ შემთხვევაში ატარებს წყალს. „ღუნღულას" ელექტრობალიში, დასაჯდომ ბალიშთან ერთად, ღრუბლისგან დამზადებულ, ასევე გამათბობელ, მისაყუდებელ ბალიშსაც მოიცავს დამატებითი კომფორტისთვის.

„ღუნღულას" ორივე პროდუქტი, კომფორტულობასთან ერთად, სრულიად უვნებელია მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის. მეტი ადამიანის „თბილი" მოსვენებისთვის კი კომპანიის გუნდი აქტიურად აგრძელებს საკუთარი პროდუქციის დახვეწაზე მუშაობას და სამომავლოდ „ღუნღულას" გაცნობას მსოფლიოსთვისაც გეგმავს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული