კონა - ბალახების ერთობის ძალა

კონა - ბალახების ერთობის ძალა
ფოტო: კონა
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„კონა“ ჩაისა და ბალახეული ნაკრების ქართულ ბრენდს წარმოადგენს, რომელიც 12 კომპოზიციას აერთიანებს. კომპოზიციები, როგორც სპეციალურად მოყვანილი, ასევე ველურად შეგროვებული სხვადასხვა ეგზოტიკური ინგრედიენტისგან შედგება. თითოეულ კომპოზიციას სხვადასხვა ორიგინალური სახელწოდება და დანიშნულება აქვს:

  • აღმოსავლური ზღაპარი
  • ცია
  • ზენა
  • ანანა-გუნდა
  • ნაინა
  • ნასადილევს-ნაბახუსევს
  • ალი და ნინო
  • მფარველი ვარსკვლავი
  • მარადიული გაზაფხული
  • ადილა
  • კამელია მწვანეში
  • მთის ცვარი

ამ ორიგინალური დასახელების ბალახეულ პროდუქტებს სთავაზობს ბრენდი „კონა“ მომხმარებლებს, რომლებსაც შინაგანი ჰარმონიის, სიყვარულის, სასურველ ფიზიკურ ფორმაში ჩადგომის, გათბობის, გაგრილების, მშვიდი ძილისა და სიჯანსაღის დაუვიწყარ განცდებს ჰპირდება.

კონას საკუთარი კრედოც აქვს − „Pauca sed bona − ცოტა, მაგრამ საუცხოო“, − რადგან რაც ძალიან კარგია, ის ბევრი ვერც იქნება.

ორიგინალური კონცეფციის ქართული ბალახეული ბრენდის დამფუძნებელი ნატალია ფარცხალაძეა. ვიდრე „კონას“ საქმიანობას მოჰკიდებდა ხელს, უცხოეთში საქართველოს საიმიჯო პროექტებითა და მარკეტინგული საქმიანობით იყო დაკავებული. თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ნატალია მიხვდა, რომ ახალი, მასთან უფრო ახლოს მდგარი საქმის კეთების დრო დადგა. სურდა ისეთი რამ შეექმნა, რომლის ეტიკეტზეც სიამაყით დაიტანდა ფრაზას: „წარმოებულია საქართველოში“. ფიქრისა და საკუთარი შინაგანი ხმის კარგად მოსმენის შემდეგ, მიხვდა, რომ სურდა ბალახეული ჩაის წარმოება დაეწყო. დაუკავშირდა ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და პროფესიონალებს და მათთან გავლილი ტრენინგების თუ კონსულტაციების შემდეგ, გრანტის მოპოვებისთვის პროექტის წერას შეუდგა.

პროექტმა „ენპარდის“ გრანტი დაიმსახურა. მისი საშუალებით, ნატალია ფარცხალაძემ საკუთარ აგარაკზე, კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევში, მიკროსაწარმო ააშენა.

სწორედ აქედან იწყება „კონას“ ისტორია, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა და დღემდე არაინდუსტრიული პრემიუმხარისხის ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს. იგი მომხმარებლებს იშვიათი, მრავალფეროვანი ბალახეული ჩაის სრულიად სუფთა, ხარისხიან და ჯანსაღ კომპოზიციებს სთავაზობს. ხარისხის შენარჩუნებასა და მუდმივ ზრდაზე „კონას“ გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, რათა ჩაის მოყვარულებს ყოველთვის პრემიუმხარისხის, ჰარმონიული გემო შესთავაზოს.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur