📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ანემონე - მცენარეებით ნაჩუქარი ემოცია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

„ანემონე" მცენარებიის ორიგინალური კონცეფციის ქართული მაღაზია-სალონია, რომელიც მცენარის ჩუქების ახლებურ მეთოდს კამპანიით #აჩუქექოთნით ამკვიდრებს. „ანემონეს" დამფუძნებელი ანი არველაძეა. ანის მიაჩნია, რომ მცენარის ასეთი ფორმით ჩუქებას განსაკუთრებული ემოცია მოაქვს. „ანემონეს" შექმნის იდეა კი გამწვანებული სივრცეების ნაკლებობამ უკარნახა.

„როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან ბრუნდები, სადაც ყველა აივნიდან მწვანე გარემო გადმოგყურებს, უღებ ფოტოებს ფერად და მოვლილ ბაღებს, მშვიდად წვები მწვანე საფარზე და გიჩნდება სურვილი შენს ქვეყანაშიც გქონდეს მსგავსი შეგრძნებები. სტრესული გარემო, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ყოველდღიურობაა, საჭიროებს მეტ სიჯანსაღესა და სიმშვიდეს, რომლებსაც მცენარეების დახმარებით ვქმნით", − უყვება ანი არველაძე Entrepreneur-ს.

„ანემონე" აქტიურად ზრუნავს ინტერიერისა და ექსტერიერის გამწვანებასა და შემდგომში მათ მოვლაზეც.

„მწვანე" წამოწყებამ, მიუხედავად სულ ცოტა ხნის წინ დაარსებისა, უკვე არაერთ პროექტში მოახერხა ჩართვა და ყოველდღიურად გარემოს გამწვანება-გაჯანსაღებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. „ანემონეს" მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ესმოდეს მცენარეების მნიშვნელობა და კარგად იაზრებდეს მათ ღირებულებას საკუთარ ცხოვრებაში. მეტი ადამიანი ზრუნავდეს თავისი საცხოვრებლისა და სამუშაო გარემოს გამწვანებაზე. ჩუქნიდნენ ერთმანეთს მცენარეებს და შვილებთან ერთად აქტიურად უვლიდნენ მწვანე ნარგავებს.

„ანემონემ" საკვირაო სკოლაც დააარსა. თავად ანას ცხოვრება „ანემონეს" დაარსებამდე ბავშვებთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. მათთან ურთიერთობა უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს, ამიტომ გადაწყვიტა აქტიურად ემეგობრა ბავშვებთან და მათთვის მცენარეების სამყაროში გიდის ფუნქცია შეეთავსებინა. „ანემონესთან" უკვე მეგობრობენ თავად საცხოვრებელი კომპლექსის „შენი სახლი ჯიქიაზე" მცხოვრები ბავშვებიც. ბავშვების გარდა კი, „ანემონე" კომპანიებთანაც აქტიურად თანამშრომლობს.

„ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ვმეგობრობთ არაერთ კომპანიასთან, რომელიც ზრუნავს, ჯანსაღი გარემო შეუქმნას თანამშრომლებს. საჩუქრად ირჩევს მცენარეს და იაზრებს მის მნიშვნელობას. ჩვენთან არსებობს საკვირაო სკოლა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს ვასწავლით მცენარის მოვლას, მის გამრავლებას, ნიადაგისა და ქოთნის ზომის სწორად შერჩევას, კომპოზიციების შექმნას. ბავშვების მცენარეებთან მეგობრობა ჩვენთვის განსკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობთ, მცენარეზე ზრუნვა მეტად ჰუმანურს და პასუხისმგებლიანს ხდის ადამიანს", − ამბობს ანი არველაძე.

ქოთნის მცენარეებით ადამიანების გაბედნიერებასა და გარემოს გაჯანსაღებას „ანემონე" მომავალშიც არაერთი აქტივობით აპირებს. მწვანე კონცეფციის მაღაზია-სალონის სტუმრობა კი მსურველებს ანა პოლიტკოვსკაიას 3 ნომერში, საცხოვრებელი კომპლექსის „შენი სახლი ჯიქიაზე" ტერიტორიაზე შეუძლიათ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი