5 ძალა, რომელიც ანტრეპრენერებს ამოძრავებთ

რას გვეუბნება კვლევა?!
5 ძალა, რომელიც ანტრეპრენერებს ამოძრავებთ
ფოტო: Pixabay
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუკი Global Entrepreneurship Monitor (GEM)-ის 2015 წლის მოხსენებას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ აშშ-ს დაახლოებით 27 მილიონი ანტრეპრენერი ჰყავს, რომლებიც მათი ბიზნესის გასავითარებლად ძალისხმევას არ იშურებენ. თუმცა, როცა საქმე ანტრეპრენერულ წარმატებას ეხება, სასურველია გარკვეული ფსიქოლოგიური შტრიხების გათვალისწინება.

 

სიყვარული

ჟურნალ „ანტრეპრენერის“ ერთ-ერთი სტატია ეხებოდა ფინურ კვლევას, რომლის დროსაც მოხდა ანტრეპრენერებისა და მშობლების შედარება. კვლევა ფოკუსირდა მამაკაცთა ორ ჯგუფზე: ანტრეპრენერებზე (24 წლიდან 45 წლამდე) და მამებზე (27 წლიდან 43 წლამდე).

მამაკაცებს აჩვენებდნენ როგორც საკუთარი, ისე სხვისი კომპანიის ფოტოებს, ასევე საკუთარი თუ უცხო ბავშვების სურათებს. კვლევამ აჩვენა, რომ ანტრეპრენერებს ისეთივე შეგრძნებები ჰქონდათ თავიანთ კომპანიებთან, როგორც მამებს შვილების მიმართ – ისინი გრძნობდნენ სიყვარულსა და კავშირს.

რადგან ეს კვლევა მცირე ჯგუფზე ჩატარდა და თანაც მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ, დიდი გამბედაობა იქნებოდა გვეთქვა, რომ ყველა ანტრეპრენერი თავის ბიზნესს „შვილად“ აღიქვამს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ სიყვარული და ზრუნვა ბიზნესმენებისთვის შესაძლოა უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალა იყოს.

 

თავდაჯერებულობა

ჰან ზაოსა და სკოტ ზაიბერტის (Han Zhao and Scott E. Seibert) კვლევა, რომელიც ჟურნალ Applied Psychology-ში გამოქვეყნდა, გვეუბნება, რომ ხშირად ანტრეპრენერები იმაზე მეტად რისკავენ, ვიდრე მენეჯერები ტიპურ კომპანიებში. მათ აქვთ უნარი, გაუმკლავდნენ სტრესულ სამუშაოს, რადგან:

  • არიან თავდაჯერებულები
  • სწამთ, რომ შეუძლიათ აკონტროლონ შედეგები
  • არიან სტრესისადმი გამძლეები

მართლაც – გინახავთ ისეთი ანტრეპრენერი, საკუთარი თავის რწმენა რომ ჰქონდეს დაკარგული?

 

სიახლეებისადმი მზადყოფნა

ზაომ და ზაიბერტმა ასევე ივარაუდეს, რომ ანტრეპრენერები უფრო მეტ ოპტიმიზმს გამოიჩენდნენ სიახლეებთან მიმართებაში, ვიდრე მენეჯერები. მათ აღნიშნეს, რომ ადამიანები, რომლებიც სიახლეებისადმი გულღია არიან, უმეტესწილად გონიერებით, ანალიტიკური აზროვნებით, კრეატიულობითა და ინოვაციურობით გამოირჩევიან, ეს კი ის თვისებებია, რომლებიც ბიზნესის წარმატების მიღწევისას დიდ როლს თამაშობს. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ინოვაციურობა, კრეატიულობა და ცვლილებებისადმი ღიაობაა ანტრეპრენერების აღმნიშვნელი განსაზღვრებები.

სიახლეები შესაძლოა, ბევრი გზით მოვიდეს – იქნება ეს ახალი ადამიანების გაცნობა, სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება თუ უცხო ქალაქში გადასვლა. ანტრეპრენერებმა უნდა დაინახონ სარგებელი თავგადასავლებსა და გამოწვევებში – როცა ადამიანები ღიად ხვდებიან სიახლეებს, შემდგომში ისინი უფრო ადვილად პოულობენ შემოქმედებით გამოსავალს სიტუაციებში

 

აჯანყება

უცნაურია, თუმცა ანტრეპრენერებს შეუძლიათ სარგებელი ნახონ აჯანყებით. სტატია, რომელიც Psychology Today-ში დაიწერა, გვეუბნება, რომ ადამიანებს ერთნაირი მახასიათებლებით (თანაბრად ჭკვიანი, კომპეტენტური, განათლებული), შეუძლიათ აჩვენონ რადიკალურად განსხვავებული ანტრეპრენერული პოტენციალი: ზოგი შეიძლება მოტივირებული იყოს კარიერის შექმნით და შესაძლოა, „სულიც კი გაწიროს“ დიდი კორპორაციისთვის, მაშინ, როცა ზოგს უნდა აკეთოს ის, რაც შეუძლია და იყოს „საკუთარი თავის ბოსი“. სწორედ ეს განსხვავება მიუთითებს ანტრეპრენერების ისეთ მახასიათებლებზე, როგორებიცაა: იმპულსურობა და „აჯანყებისადმი მიდრეკილება“.

მეცნიერებმა კვლევებში ასევე აღმოაჩინეს, რომ მენეჯერებისგან განსხვავებით, ანტრეპრენერები იშვიათად გამოხატავენ თანხმობას. ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად ეთანხმებიან სხვებს, შეიძლება ზედმეტად მიმნდობად მივიჩნიოთ. ანტრეპრენერებს უნდა შეეძლოთ საკუთარი პოზიციის დაცვა, რაც ხანდახან ისე ჩანს, თითქოს ისინი მომავალ აჯანყებას გეგმავენ. თუმცა, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ. უბრალოდ, ისინი ნაკლებად ექცევიან სხვა პიროვნებების წნეხის ქვეშ.

რა თქმა უნდა, ყველა ანტრეპრენერს ერთნაირ ფსიქოლოგიურ ჩარჩოში ვერ მოვაქცევთ. ანტრეპრენერის მამოძრავებელი, ამოსავალი წერტილი შეიძლება სხვადასხვა იყოს, რაც დამოკიდებულია გენდერზე, გამოცდილებაზე, განათლებაზე, ხედვასა და მიზნებზე. თუმცა, ზემოთ ხსენებული ინფორმაცია გვიჩვენებს, რომ ზოგი მახასიათებელი შესაძლოა, უფრო ღირებული აღმოჩნდეს ანტრეპრენერული წარმატების გზაზე.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur