ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო TechSummit-ს მასპინძლობს!

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო TechSummit-ს მასპინძლობს!
ფოტო: GITA
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო  „TechSummit”- ს მასპინძლობს.  ორდღიანი ღონისძიება ტექნოპარკში  უკვე მეორედ ტარდება და ის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნა.

2018 წელს მიღწეული შედეგების გათვალისწინებით 2019 წელს დაგეგმილმა ღონისძიებამ საერთაშორისო ხასიათი შეიძინა და მასში მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

სამიტის მიზანია, მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის, გამოცდილების გაზიარება და პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება “Startup Battle”. გამარჯვებული სტარტაპები გაივლიან უფასო აქსელერაციის და ინკუბაციის პროგრამას პოლონეთსა და აზერბაიჯანში.

„TechSummit”- ის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოლოგიური მეწარმეობის გაერთიანება (FPT)  და პოლონეთის საინვესტიციო და ვაჭრობის სააგენტო (PAIH).

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur