პიელ ნატურალსი - ნატურალური კოსმეტიკა საქართველოდან

პიელ ნატურალსი - ნატურალური კოსმეტიკა საქართველოდან
ფოტო: Piel Naturals
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„პიელ ნატურალსი“ ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც თავის მოვლის სრულიად ორგანულ საშუალებებს სთავაზობს მომხმარებლებს. ბრენდის მიზანი უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზებაა მსურველებისთვის, თანაც მოქნილ ფასად. კომპანიას სურს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი ბიოლოგიურად სუფთა თავის მოვლის საშუალებები, რომლებიც პარაბინებისა და ქიმიური დანამატებისგან სრულიად სუფთა იქნება.

ბრენდის პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია. კომპანია 60-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. თბილისში „პიელ ნატურალსის“ მაღაზია აბაშიძის 33 ნომერში მდებარეობს. ბრენდის სტენდები წარმოდგენილია ქავთარაძის „სითი მოლსა“ და ბათუმის სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითიში“. საქართველოს მასშტაბით კი „პიელ ნატურალსის“ პროდუქციას 20-მდე სალონსა და სავაჭრო ცენტრში შეხვდებით.

ბრენდის დამფუძნებელი თათუკა ლომაძეა. პროფესიით ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი და ახლა უკვე დოქტორანტიცაა. მაინორ-პროფესიით კი ინგლისური ენის სპეციალისტი, რომელიც პედაგოგიურ საქმიანობას ევროპული სკოლის ბაღსა და ნიუტონის სკოლაში აქტიურად ეწეოდა. მიუხედავად აკადემიური საქმიანობისა, ბავშვობიდან მისი დიდი სურვილი მეუღლესთან ერთად საკუთარი ბიზნესის წარმოება იყო. თუმცა, კონკრეტულად რა იქნებოდა ეს ბიზნესი, სრულიად ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყდა.

თათუკა ლომაძე Entrepreneur-ს ბრენდის იდეის გაჩენისა და წამოწყების საკმაოდ საინტერესო ისტორიას უზიარებს:

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საქორწინო მოგზაურობაში მე და ჩემს მეუღლეს, თორნიკე ლომიძეს თვითმფრინავი გაგვცდა. ამას ახლა სიცილით ვიხსენებ, მაშინ კი ეს წუთები ჩემთვის ძალიან ტრაგიკული იყო. ბარსელონაში გაფიცვა ყოფილა დღისით. არც ტაქსი იყო. ჩვენ და აეროპორტი ქალაქის ორ უკიდურეს წერტილში ვიყავით. გავიგეთ თუ არა გაფიცვის შესახებ, 2-2 ჩემოდნით ხელში თავქუდმოგლეჯილები მივრბოდით. გადავრბოდით მეტროში ხაზიდან ხაზზე, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა წუთები გადამწყვეტია. აქოშინებულები მივვარდით ტურინისაკენ მიმავალ გეითთან, მაგრამ 3 წუთით დააგვიანეთო, აღარ შეგვიშვეს. ჯაჭვური რეაქციით კიდევ სხვა მატარებლებზე დაგვაგვიანდა, ტურინში საერთოდ ვეღარ წავედით. ბარსელონადან მილანამდე, მილანიდან ბოლონიამდე, ბოლონიიდან ვენეციამდე ძლივს ჩავაღწიეთ 2 დღეში და ასეთი გაწამებულები, ჩვენი მეგობრები რომ არ დაგვხმარებოდნენ ფულის ტრანსფერებით თბილისიდან, მარტოები ვერაფერს გავხდებოთ. ბოლო ორი დღე მაინც ვისიამოვნეთ კომოს ტბასთან. ჩვენს იტალიელ მეგობრებს − მარკოს და მანუელას, იახტაზე კაკაოს კარაქი ჰქონდათ წამოღებული და იმით ირუჯებოდნენ. ორ დღეში ამ კაკაომ საოცარი რუჯი მიგვაღებინა. კოსმეტიკური იდეაც სწორედ აქ დაიბადა...“

თბილისში დაბრუნებისთანავე, Facebook-გვერდი შექმნა და ონლაინ გაყიდვებიც დაიწყო. საკუთარი ხელით შინ სხვადასხვა ორგანულ მასალას ადნობდა, ფუთავდა, აზავებდა და ყიდდა. მალე მის წამოწყებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა. პირველ ეტაპზე თამარს ყველა მიმართულებით თავად უწევდა საქმიანობა: მასალების შეძენა, დამზადება, წერილებსა თუ ზარებზე პასუხი, საკურიერო მომსახურება. უამრავი საქმის შესამსუბუქებლად, როგორც თავად ამბობს, მალე საკუთარი მეუღლეც თავწაკრული ამოუდგა მხარში. საქმის მოცულობა კი იმდენად გაფართოვდა, რომ თამარს პედაგოგიური საქმიანობისთვის თავის დანებება მოუწია. „მივიჩნიე, რომ მზარდ მოთხოვნაზე მიწოდების შეჩერება დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა“, − გვეუბნება თათუკა.

თათუკასა და თორნიკესთან ერთად, გაიზარდა კომპანიის გუნდიც. თავის მოვლის ინდუსტრიის საჭიროებებისა და ყველა მახასიათებლის გულდასმით შესწავლის შემდეგ, ბაზარს პროდუქციის საკმაოდ მრავალფეროვანი და საჭირო სპექტრი შესთავზეს, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. მომხმარებლების მხრიდან გამოცხადებული ნდობის საპასუხოდ, ყოველდღე ხვდებოდნენ, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გაეკეთებინათ და გაორმაგებული ძალებით აგრძელებდნენ მუშაობას. ასე გრძელდება დღესაც.

„ვფიქრობ, CUSTOMER IS THE KING მიდგომას ჩვენი მომხმარებლები გრძნობენ და ეს უფრო მეტ ერთგულებას და სითბოს იწვევს ჩვენს ურთიერთობაში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ნებისმიერი მომხმარებელი კმაყოფილი იყოს არა მხოლოდ პროდუქტით, არამედ მომსახურებით. საოცარი გუნდი გვყავს, ონლაინოპერატორების, კონსულტანტების თუ კურიერების სახით და მე მადლობელი ვარ მათი, რომ ასე თბილად და გულიანად ემსახურებიან ჩვენს მომხმარებლებს“, − ამბობს თათუკა ლომიძე.

„პიელ ნატურალსი“ და მისი გუნდი გაჩერებას არ აპირებს. ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრების შემდეგ, კომპანიის მიზანი ბრენდის პროდუქციის საზღვარგარეთ გატანაა. უახლოეს მომავალში „პიელ ნატურალსი“ დუბაიში წარდგება, როგორც ქართული ნატურალური კოსმეტიკის მწარმობელი ბრენდი. კომპანიის ვიზიტი კიდევ არაერთ ქვეყანაშია დაგეგმილი, იქამდე კი „პიელ ნატურალსი“ ქართველ მომხმარებლებს არაერთი სიურპრიზითა და სასიამოვნო სიახლით, სილამაზის საერთაშორისო გამოფენაზე, „ექსპო ჯორჯიაში“ ელოდება.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur