გლობალური მეწარმეობის კვირეული 24 ნოემბრამდე გრძელდება

გლობალური მეწარმეობის კვირეული 24 ნოემბრამდე გრძელდება
ფოტო: GITA - ნუცა პაპიაშვილი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

18 ნოემბერს თბილისში გლობალური მეწარმეობის კვირეული გაიხსნა. ღონისძიება ყოველწლიური საერთაშორისო პროექტის ფარგლებში იმართება, რომელიც ერთდროულად 170-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და მასში 10 000-ზე მეტ პარტნიორთან ერთად, 20 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული.

წელს საქართველო გლობალური მეწარმეობის კვირეულს მერვედ მასპინძლობს. ღონისძიება აშშ-ის საელჩოს დაფინანსებითა და გლობალური სამეწარმეო ქსელის ორგანიზებით ტარდება. მეწარმეობის კვირეულის ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ბიზნესაქსელერატორი „სპარკი“ და Entrepreneur-ი.

ღონისძიების გახსნის საღამო წარმატებულ ქალ მეწარმეებს დაეთმოთ, რომლებმაც დამსწრე აუდიტორიას საკუთარი გამოცდილებიდან ღირებული რჩევები გაუზიარეს.

„ყველის მწარმოებელთა გილდიის“ თავმჯდომარე ანა მიქაძემ თემაზე „ცხოვრება იწყება 50 წლის შემდეგ“ ისაუბრა. საკუთარი ინსპირაციული ისტორია მსმენელს გაუზიარა "ACT"-ის დამფუძნებელმა თინათინ რუხაძემ.

წარმატებული ქართული კომპანიის „ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელმა ნინა მენთეშაშვილმა საკუთარი კომპანიის პირველ ნაბიჯებისა და შემხვედრი სირთულეების შესახებ ისაუბრა.  

მარიამ შარანგიამ კი ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში ქალების მზარდ როლზე გაამახვილა ყურადღება. „ბაიას ღვინის“  დამფუძნებელმა ბაია აბულაძემ  ოჯახური მეურნეობის წარმატების ნიუანსები გაანდო მსმენელებს. „არეა ჯგუფის“ თანადამფუძნებელი ნინო ჯინჯოლავა თემით „ფემინური საწყისები მასკულინურ ბიზნესში“, პროფესიული  სტერეოტიპების მსხვრევასა და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა აუდიტორიას. უძრავი ქონების სააგენტოს,  Colliers International Georgia-ს წარმომადგენელმა  სოფია გოლეთიანმა კი გაყიდვების სფეროში მოტივაციის როლსა და მომხმარებლების საჭიროებათა კვლევაზე გაამახვილა ყურადღება.

თბილისში გლობალური მეწარმეობის კვირეული 24 ნოემბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც კიდევ არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.

გლობალური მეწარმეობის კვირეულის განრიგი თბილისში :

20 ნოემბერი - საერთაშორისო კონკურსი სტარტაპ რინგი Get in the Ring
მისამართი : ილიაუნი, B 201, ჭავჭავაძის 32
19:00 – 21:00
სარეგისტრაციო ფორმა - http://bit.ly/ringtbilisi

21 ნოემბერი - Speed Dating, B2B შეხვედრები სტარტაპების ბიზნეს კომპანიებთან დასაკავშირებლად
მისამართი : Spark, ც.დადიანის 164
19:00 – 21:00
სარეგისტრაციო ფორმა - http://bit.ly/2Q6h0GD

22-23 ნოემბერი - ჰაკათონი Space Hack , კოსმოსისა და ტურიზმის ინოვაციების გამოსავლენად
მისამართი: ღია უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის 2
22.11.2019 – 12:00 - 23.11.2019 – 18:00
სარეგისტრაციო ფორმა -http://bit.ly/32zgnYD

24 ნოემბერი გლობალური მეწარმეობის კვირეულის დახურვის ღონისძიება - კვირეულის შეჯამება პარტნიორების დაჯილდოების ღონისძიება
მისამართი: Tbilisi Marriot, რუსთაველის 13

Latest on Entrepreneur