რატომ არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა

მხოლოდ იდეები დიდი არაფერია
რატომ არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა
ფოტო: Pixabay
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იდეები... ისინი მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად ჩნდებიან ჩვენს გონებაში. მაშინაც, როდესაც შუქნიშნებს ველოდებით, ან როდესაც ლატე-ფრაპეს კოქტეილის რიგში ვართ. და როგორც საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რამდენიმე სირჩა ტეკილას შემდეგ ხომ, მათი რაოდენობა განუსაზღვრელად იზრდება.

მაგრამ, მხოლოდ იდეები დიდი არაფერია.

სადღაც ჰაერიდან გაჩენილი იდეები რაიმე ფასეულობად რომ აქციოთ, უპირველესად, უნდა აღიაროთ, რომ განსაკუთრებული არ ხართ.

მსგავსი სტატია: 10 საკითხი, რომელიც ბიზნესპარტნიორთან კონტრაქტზე ხელის მოწერამდე უნდა დაფიქრდეთ

არც მე ვარ განსაკუთრებული. ეს ალბათ, ყველაზე რთული გაკვეთილი იყო, რომელიც მე, როგორც ანტრეპრენერს, უნდა მესწავლა. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, შეცდომებისგან არც მე ვარ დაზღვეული. ჩემმა კომპანიამ წარმატებისკენ იმ დღეს დაიწყო სვლა, როდესაც ფიქრი შევწყვიტე, რომ ყველა ჩემი იდეა ბრწყინვალე იყო, ხოლო ჩემი მუშაობის მეთოდები − უზადო.

მივხვდი, რომ შორეულ ბავშვობაში იდეები სრულიად მოულოდნელად გამიქროლებდა ხოლმე თავში. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემ შიგნით ხდებოდა, გარეთ არაფერი ჩანდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ იდეები, რომლებიც მხოლოდ თავში გიტრიალებთ, რამდენიმე მიზეზის გამო სრულიად უსარგებლოა:

  • ისინი უმოქმედონი არიან. თქვენ ჯერ არაფერი შეგიქმნიათ ისეთი, რომ ადამიანებს გამოეცადათ.
  • ისინი ტყვიაგაუმტარები არიან. მათ ვერ გაუზიარებთ იმ ადამიანებს, ვისაც მათი განადგურება შეუძლია.
  • ისინი უჩინარები არიან. რადგან ადამიანებს თქვენი იდეის შესახებ არაფერი სმენიათ, მათ არსებობასაც ვერ იგრძნობენ.

თქვენი საყვარელი ჟურნალის შერჩევა და მზა პროდუქციის დათვალიერებით სიამოვნების მიღება ადვილია, თუმცა ჩვენ იშვიათად ვუფიქრდებით იმას, თუ როგორ გაიკვალეს ამ იდეებმა გამომგონებლების თავებიდან გზა და როგორ გაეცნენ მათ სხვა ადამიანებიც, და დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მათ წარმატების შანსი აქვთ.

ამრიგად, თქვენი იდეა განსაკუთრებული რომ გახდოთ, დასაწყისისთვის კარგი იქნება: ისეთი ადამიანები იპოვოთ, ვისაც თქვენს იდეებს გაუზიარებთ და მათ აზრსაც გაიგებთ. აქ არ იგულისხმება ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან Facebook-ით გაზიარება. ამის ნაცვლად, მოძებნეთ:

  • თქვენი სამიზნე მომხმარებლები, და დაადგინეთ, იყიდიან თუ არა იმას, რის გაყიდვასაც აპირებთ. მოუსმინეთ! ყურადღებით მოუსმინეთ მათ და მათი კომენტარების მიხედვით იმოქმედეთ.
  • პოტენციური მხარდამჭერები, რათა დაადგინოთ, თუ როგორ რეაგირებენ ისინი (ფრთხილად იყავით ამ ჯგუფთან. თუ მათ ტყუილუბრალოდ დაახარჯინებთ დროს, თქვენი სახელის გაგონებაც კი აღარ მოუნდებათ. სათანადოდ მოემზადეთ, თქვენს პროდუქტზე მოკლე პრეზენტაცია გქონდეთ მზად და შეკითხვებიც, თუ რაიმე გაინტერესებთ მათთან დაკავშირებით).
  • ინდივიდუალური ანტრეპრენერები, რომლებსაც უკიდურეს შემთხვევაში უკვე მეორე საწარმო აქვთ. თქვენ მათგან სერიოზული გამოცდილების მიღებას შეძლებთ. გაიგებთ, როგორ იქცეოდნენ ისინი წარუმატებლობების დროს, და ისინიც მაქსიმალურად გულწრფელები იქნებიან თქვენთან. პირდაპირ გეტყვიან: „აი,ამ საკითხთან დაკავშირებით ამ და ამ პრობლემებს ვხედავ...“

მსგავსი სტატია: რატომ არის ანტრეპრენერობისთვის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა

ამიტომ, თქვენს იდეასთან მარტოდმარტო დარჩენისა და იმაზე ფიქრის ნაცვლად, თუ რა დიდებულია ის და რამდენად უზომოდ გიყვართ, იმ ადამიანებზე დაიწყეთ ფიქრი, რომლებიც დაგეხმარებიან გაცილებით ფასეული გახადოთ იგი. ქმედებაზე გადასვლა ერთადერთი გზაა, რომელიც რაიმე განსაკუთრებულთან მიგიყვანთ.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur