You can be on Entrepreneur’s cover!

რა დევს ჩემს საფულეში? - დავით ჩიკვაიძე როგორ ვხარჯოთ რაციონალურად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

დავით ჩიკვაიძე

ISI - დამფუძნებელი, ტრენერი

"ფინანსების გასანაწილებლად რამდენიმე ხერხს ვიყენებ:

1. ყოველთვის წინასწარ მაქვს გაწერილი 2-3 თვის ბიუჯეტი და ხარჯვითი ნაწილი. ასევე ის, თუ რომელ თვეში მიწევს თანხის გადახარჯვა.

2. ვაანალიზებ რამდენიმე თვის ხარჯს და ვიწყებ იმის გააზრებას, რა იყო ყველაზე მეტი ხარჯის გამომწვევი მიზეზი.

ზოგადად, ფინანსების მართვაში ექსპერტობით ვერ დავიკვეხნი. ამ საკითხის სწორად გაანალიზებასა და ჩამოყალიბებაში რობერტო კიოსაკის წიგნი „მდიდარი მამა, ღარიბი მამა" დამეხმარა. თავიდან ძალზე ბანალური წიგნი მეგონა და შეგნებულად არ ვკითხულობდი, თუმცა წაკითხვის შემდეგ უამრავი რამ შევცვალე საკუთარ შეხედულებებში და პირველი დანაზოგებიც გავაკეთე, რაც ძალიან გამომადგა.

ფინანსების მართვისას ყველაზე დიდი სირთულეა ფულის ნაშთის ხშირი კონტროლი და უარის თქმა იმაზე, რისი შეძენაც შესაძლოა სპონტანურად მომინდეს.

ერთი საინტერესო ხერხი მაქვს გამოცდილი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეფექტიანია. როდესაც რაიმეს ყიდვა მომინდება, უბრალოდ გარკვეული პერიოდით გადავდებ ხოლმე მის შეძენას. ხშირ შემთხვევაში აღმოვაჩენ, რომ ეს ნივთი ერთი კვირის შემდეგ აღარ არის ჩემთვის ისეთივე პრიორიტეტული, როგორიც მანამდე მეგონა.

ბუნებით მხარჯველი ვარ, თუმცა როდესაც ადამიანი კომპანიას ფლობს, თუნდაც ის არ იყოს დიდი მასშტაბის, აუცილებლად მოუწევს ფინანსური დისციპლინის გამომუშავება. ამ მიმართულებით რამდენიმე მომენტს გავუსვამდი ხაზს. პირველი, ეს არის წინასწარი ბიუჯეტირება, საპროგნოზო ხარჯების დათვლა, რაც გარკვეულ ორიენტირს მოგცემთ. მე ამ ყველაფერს სპეციალურ პროგრამაში, „ევერნოუთში" ვინახავ და ახლაც კი შემიძლია გითხრათ, თუ რამდენი მქონდა კომპანიისა და პირადი ხარჯები 2017 წლის ნოემბერში.

მეორე მომენტი თანხის სხვა ვალუტაში კონვერტაციაა, რაც შემდეგ ნაკლებ ცდუნებას გაძლევს, რომ ფული მყისიერად დახარჯო.

ფინანსების რაციონალურად მიმართვის კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი ე.წ. ელექტრონული ყულაბის გამოყენებაა, რომელიც ბანკებს აქვთ სერვისის სახით. მაგალითისთვის, თუ თქვენ ამ სერვისს ჩართავთ მობაილ ბანკიდან და კონკრეტულ თანხას მიუთითებთ, რამდენი უნდა ჩამოგეჭრათ თითოეულ გატარებულ ტრანზაქციაზე, შესაბამისად დააგროვებთ დანაზოგს. ამ სერვისით ხშირად ვსარგებლობ და ძალიან ეფექტურია. შეიძლება რამდენიმე ლარით მეტი ტრანზაქცია არც იყოს თქვენთვის შესამჩნევი და მგრძნობიარედ აღსაქმელი, მაგრამ სამაგიეროდ ის ანაბარი, სადაც თანხა დაგიგროვდებათ, საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდება.

ფულის დაზოგვის ყველაზე საინტერესო მეთოდი, რაც კი მსმენია, არის ანგარიშის გახსნა უცხო ქვეყანაში ისე, რომ გადარიცხვა და ანგარიშზე თანხის შეტანა მარტივი იყოს, ხოლო გამოსატანად დიდი მანძილის გავლა ან თუნდაც ქვეყნის დატოვება იყოს საჭირო. ეს, ერთი შეხედვით, შესაძლოა უტოპიურად ჟღერდეს, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი მეთოდია და ცხოვრების მთავარი დანაზოგის გასაკეთებლად, ყველაზე ეფექტიანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს."

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"