რა დევს ჩემს საფულეში? - ალექსანდრე ერგეშიძე როგორ ვხარჯოთ რაციონალურად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ალექსანდრე ერგეშიძე

ეკონომიკის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

"ადამიანები ხშირად ვიღებთ ემოციურ, იმპულსურ გადაწვეტილებებს ხარჯვის დროს და მოგვიანებით ვაცნობიერებთ, რომ შემოსავლის განკარგვა უფრო ეფექტიანადაც შეგვეძლო. მაგალითად, ვყიდულობთ ნივთს, რომელსაც შემდეგ არ ვიყენებთ. იმისათვის, რომ შევამციროთ ასეთი შემთხვევები და ფინანსები უფრო რაციონალურად გავანაწილოთ, მნიშვნელოვანია ყოველთვიური ხარჯების გარდა, განსაზღვრული გვქონდეს პრიორიტეტები და გრძელვადიანი ფინანსური მიზნები. მიზანი შეიძლება იყოს მოგზაურობა, ბინის შეძენა, ბიზნესის დაწყება, განათლების მიღება, ვალის დაბრუნება და სხვა. გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა გვეხმარება გავანაწილოთ შემოსავალი ისე, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. მაგალითად, მოგზაურობის დასაგეგმად დაგვეხმარება ყოველთვიური დანაზოგის განსაზღვრა. ჩემი აზრით, მიზნების დასახვის შემდეგ უფრო მარტივია უარის თქმა იმპულსურ შესყიდვებზე, იმიტომ, რომ ყოველთვის გვემახსოვრება მისი ალტერნატივები − რას ვთმობთ ამ ნივთის სანაცვლოდ. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ იმპულსური ხარჯების სრულად შემცირება რთულია, ამიტომ გარკვეული თავისუფალი თანხის გამოყოფა მსგავსი შესყიდვებისთვის და პერიოდულად თავის დაჯილდოება გვეხმარება გრძელვადიანი მიზნის მიღწევაში. ფინანსების მართვისთვის ადამიანების ნაწილი ბიუჯეტის შედგენას და მის ყოველთვიურ მონიტორინგს ამჯობინებს. მე მეორე ნაწილს მივეკუთვნები, რომლებიც ბიუჯეტირებას არ აკეთებენ, თუმცა პერიოდულად აანალიზებენ საკუთარ ხარჯებს.

ფინანსების მართვისას ასევე მნიშვნელოვანია არ დავუშვათ შეცდომები და მოკლევადიანი სარგებლის ნაცვლად არ ავიღოთ ისეთი ვალდებულება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს ჩვენი მდგომარეობა. მაგალითად, მოგზაურობისთვის მაღალპროცენტიანი სესხის აღებამ, შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს ადამიანის ფინანსური მდგომარეობა. ფულის გეგმაზომიერად და გონივრულად ხარჯვისთვის უნდა გავაანალიზოთ, გვაძლევს თუ არა შენაძენი ხარჯის შესაბამის სარგებელს და უფრო პრიორიტეტულ მიზანს ხომ არ ვთმობთ მის სანაცვლოდ.

ხშირად, დასახული მიზნების მისაღწევად საჭიროა არსებული ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და შემოსავლების ზრდა. ამისათვის, მნიშვნელოვანია დაზოგვა და ინვესტიციების გაკეთება. ჩემი აზრით, ინვესტიცია საკუთარ თავში არის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი. ამიტომ მუდმივად ვცდილობ ფინანსებისა და დროის ნაწილი საკუთარი თავის განვითარებას დავუთმო.

იმის თქმის ნაცვლად, რომ არ შეგვიძლია ფინანსების ოპტიმიზაცია და დასახული მიზნის მიღწევა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. ეს მცირე ცვლილება საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ და ვიპოვოთ გამოსავალი."

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ლიდერობა 4.0 ანუ რა კომპეტენცია გამოარჩევს მომავლის ლიდერებს

"იყო მოტივირებული და ცნობისმოყვარე, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე იყო ჭკვიანი".- ჯეიმს ქლეარი