სად გიმასპინძლებენ ღამით ბათუმში

ზაფხულის ბათუმში მარტივია თვალდახუჭული გაჰყვე გზებს
სად გიმასპინძლებენ ღამით ბათუმში
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრტამენტი
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გარდა გეოგრაფიული, პოლიტიკური, აგრარული და სხვა ტიპის მეცნიერული რუკებისა, ქალაქებს აქვს კიდე ერთი, ღამის გართობის რუკა. სადმე რომ მიდიხარ, გონებაში ხაზავ ამ რუკას. არჩევ ადგილებს, სადაც უნდა წახვიდე, ვის შეხვდე და ასე შემდეგ.

ბათუმსაც აქვს ასეთი. ზაფხულის ბათუმში მარტივია თვალდახუჭული ამ გზებს გაჰყვე; მუსიკა ხმამაღალია, ყველაფერი განათებული, სითბოა და ბევრსაც დადიხარ, რათა აღმოაჩინო ზუსტად შენი შესაფერისი კოორდინატი ამ რუკაზე, დასვა ჭიკარტი და იფიქრო, რომ ეს ის ადგილია, რომელსაც სულ დაუბრუნდები და სხვებსაც აუცილებლად მოუყვები, აქ როგორ გაერთე და როგორ დაგავიწყდა სხვა ყველაფერი.

არასეზონურ ბათუმში, რომ არ მოგატყუოთ, ამ ქსელის აღმოჩენა ცოტათი ჭირს. გიწევს ადგილობრივ მეგობრებს მისწერო, ელექტრონული რუკები და სოციალური ქსელები დაიხმარო.

საიდან იწყება ბათუმში საღამო? ალბათ, სანაპიროს კაფეში რომ ზიხარ, მზის ჩასვლას უყურებ, უკვე გრძნობ,  როგორ გრილდება ჰაერი და შენც ქალაქის სიღრმეებისკენ მიიწევ ახალი თავგადასავლების საძიებლად. ყველამ კარგად იცის თანამედროვე ბათუმში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროები და აქ განთავსებული გართობის სივრცეები, მაღალი კლასის რესტორნები და ლაუნჯბარები, თუმცა, ამჯერად, ბათუმში არსებულ უფრო პატარა, ალტერნატიულ გასართობ სივრცეებზე მოგიყვებით. იქ, სადაც არ გვჭირდება საღამოს კაბებსა და სმოკინგებში გამოწყობა, ეტიკეტის დაცვა და სხვა ოფიციალური დეტალები.

მაშ ასე, პორტიდან ქალაქისკენ გირჩევთ ხულოს ქუჩით წახვიდეთ მაზნიაშვილის გადაკვეთამდე, სადაც ბარების მოყვარულებს სამი საინტერესო ადგილი დაგხვდებათ მელაშვილისა და მაზნიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე.ჭაჭა თაიმი

პირველი „ჭაჭა თაიმიაჭაჭისგან დამზადებული ათასნაირი სასმელი აქვთ, კოქტეილები, ღვინო. გარეთ საღამოობით დიდი მხიარულებაა ხოლმე. ტურისტების საყვარელი შეკრების ადგილიცაა, ამასთანავე.

მის გვერდით სამი ლუდია, სადაც კრაფტის ლუდების დიდი არჩევანი და მეგობრული გარემო დაგხვდებათ. შეგიძლიათ ჩამოსხდეთ ბართან და ბარმენს მოუყვეთ თქვენი ამბები, მოუსმინოთ მუსიკას და გაიცნოთ ახალი ადამიანები.

თუ რამე ორგანული სასმელი მოგინდათ, მოპირდაპირედ პატარა ღვინის მაღაზია და ბარი “გარაჟი აუცილებლად დალაშქრეთ. შიგნით პაწაწინა სივრცეში უამრავი საინტერესო ნივთი და ორგანული პროდუქტი დაგხვდებათ. იქვეა ალკოჰოლის სახდელი აპარატებიც, ნამდვილ ალქიმიკოსის ლაბორატორიას ჰგავს.

მაზნიაშვილიდან თუ იმ ხასიათზე გამოაბიჯებთ, რომ ცეკვა და ცოცხალი მუსიკის მოსმენა მოგინდათ, კიდევ ერთ სამეულს შემოგთავაზებთ საღამოს გასაგრძელებლად:

პირველი ამ შემთხვევაში ბარი Conte-ა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მდებარეობს. ბარში მისულებს შეგიძლიათ პერიოდულად ცოცხალ ელექტრონულ მუსიკას მოუსმინოთ, რომელიც კარგ ამინდში ეზოში ინაცვლებს ხოლმე. ამასთან, ბარი Conte-ს საგამოფენო სივრცეები მუდმივად დატვირთულია საინტერესო გამოფენებით, როგორ ქართველი, ისე უცხოელი არტისტების ექსპოზიციებით. თუ გახსნის დღეს მოხვდებით, შესაძლებლობა გაქვთ არტისტები თავადაც გაიცნოთ.

კონტე

სანაპიროსკენ თუ გადახვალთ ანბანის კოშკის მიმდებარედ, შეამჩნევთ კლუბ GATE-. ეს მყუდრო და მოსახერხებელი კლუბია გართობისთვის, გახსნისთანავე დაამახსოვრა თავი ცეკვის მოყვარულებს, როგორც იდეალური ჟღერადობით გამორჩეულმა კლუბმა.

GATEმა უმასპინძლა ისეთ საერთაშორისო დიჯეებს, როგორებიც არიან DVS1, Etapp Kyle, Anthony Jimenez, Adriana Lopez, Soela, Lindsey Herbert, Anri, Svarog, Antigone, Sabine Hoffman, Aerodromme, Andy Fair, Exos,და სხვ.; უცხოელ არტისტებთან ერთად კლუბში მოუსმენთ ბასიანისა და ხიდის რეზიდენტებსა და სხვა ქართველ მუსიკოსებსაც.

შემდეგი გაჩერება არის საცეკვაო სივრცე „კიბეეს ექსპერიმენტული ადგილია, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია. კიბე მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე ჩამოსულ DJ-ებს. ხშირად იმართება თემატური წვეულებები, რომლებიც კონცეპტუალურად ებმის ერთმანეთს. ზღვასთან სიახლოვე და საინტერესო განათებები საშუალებას მოგცემთ თავდავიწყებას მიეცეთ და დილამდე იცეკვოთ.

კიბე

თუმცა, მოდით, უკან, მაზნიაშვილის და აბაშიძის კვეთაში დავბრუნდეთ და სიუჟეტის სხვაგვარი განვითარებისთვის გავკვალოთ გზები ჩვენი ღამის რუკაზე. ვთქვათ, ჯერ ცეკვაზე არ ფიქრობთ და უფრო მეტ ხალხთან გინდათ შეხვედრა, მაშინ ერას მოედნისკენ აიღეთ გეზი და Vinyl Bar-ში შეიარეთ.

ბევრი ბათუმელისთვის Vinyl- არის მართლაც რომ ურთიერთობა, ადგილი, სადაც იკრიბებიან თანამოაზრეები, მეგობრები, უბრალოდ ის ხალხი, ვისაც კარგი მუსიკა და მეგობრული გარემო ხიბლავს. ვინილი ზაფხულის შემდეგაც არ აგდებს რიტმს. საღამოობით აქ ხშირად ნახავთ ABBA-სა და ელექტრონულ მუსიკაზე აცეკვებულ ადამიანებს. ასევე აქ იმართება ლაივ-აკუსტიკურ საღამოები ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით.

ვინილის შემდეგ თუ დაგაინტერესებთ რა ხდება მიწის ქვეშ, როგორ მუსიკას უსმენენ დღეს ბათუმის “ანდერგრაუნდში” აბაშიძის ქუჩას ბიბლიოთეკამდე გაუყევით, მერე გორგილაძის ქუჩა გადაჭერით და მალევე შემოგესმებათ ელექტრონული მუსიკის ხმა და ჰოპ, თქვენ ადგილზე ხართ, უფრო სწორად ადგილში. ასე ქვია ბარს, სადაც იასამნისფერი და წითელი განათების ფონზე კედელზე უამრავ წარწერას და პოსტერს აღმოაჩენთ. დალევთ, იცეკვებთ კიდეც და გაიცნობთ ძალიან სასიამოვნო ადამიანებს, ვისთან ერთადაც ამ ყველაფრის განმეორების სურვილი აუცილებლად გაგიჩნდებათ.

ბარი„ ადგილი“

ბოლო გაჩერებად „კომუნას შემოგთავაზებთ. მისი მდებარეობის გამო [ქალაქის ცენტრიდან მოშორებით], ის ხიდია ქალაქის უბნებს შორის, რომელზეც გართობის მოყვარული ადამიანები მოძრაობენ და ქმნიან ახალ მარშრუტს  ღამის ბათუმში. ზამთრის პერიოდისთვის „კომუნაში მოეწყო გარე ეზოც, სადაც ღამ-ღამობით კოცონს ანთებენ. აქ პერიოდულად ცოცხლად მოისმენთ როგორც ელექტრონულ, ისე აკუსტიკურ მუსიკას.

გახსოვდეთ, რომ ზამთრის გრძელ ღამეებს ფერადი განთიადები მოსდევს თან, რის სანახავადაც აუცილებლად უნდა გაუდგეთ გზას სანაპიროსკენ და შეკრათ წრე ჩვენს რუკაზე. წრე, რომელიც იქნება ჯადოსნური, ამ სიტყვათშეთანხმების საუკეთესო გაგებით. ამ წრეზე გავლისას ბევრ ამბავს გაიგებთ ქალაქის შესახებ და დანამდვილებით გეცოდინებათ, საით წაგიყვანთ ბათუმი ღამით.

 

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur