You can be on Entrepreneur’s cover!

''მარიმო'' – დაუვიწყარი და ძვირფასი წუთებისთვის პროფესიიდან გამომდინარე, გამოწვევების წინაშე ხშირად ვდგავარ, რომელთა გადალახვა პროფესიულ გამოცდილებასა და თავდაჯერებულობას მმატებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

კომპანია „მარიმო" მრავალფეროვანი დიზაინითა და ორიგინალური დეკორით, თქვენთვის ნებისმიერი მნიშვნელოვანი დღისა და ღონისძიების, მათ შორის ქორწილების დაუვიწყარ წუთებად ქცევას გპირდებათ. „მარიმო" 2 წლის წინ მარიამ ჩაგელიშვილმა დააარსა. კომპანიის შექმნის ისტორია მან Entrepreneur-ს გააცნო.

„ბავშვობის ასაკიდან მიზიდავდა ხელნაკეთი აქსესუარები. დავიწყე მსგავსი „ჰენდმეიდების" კეთება. ნამუშევრებმა არაერთგზის საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდგომ პერიოდში შევისწავლე ტანსაცმლის დიზაინი და მოდელირება, რამაც დიდი გამოცდილება მომცა. მალე საქორწილო დიზაინით დავინტერესდი და ერთ-ერთ ძალიან მაგარ დიზაინერთან მოვხვდი სამუშაოდ. მივხვდი, რომ ეს ის სფერო იყო, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი, რამაც მომცა მოტივაცია, შემექმნა საკუთარი კომპანია და მეხელმძღვანელა მისთვის", – გვიყვება მარიამი.

ბრენდის სახელწოდება „მარიმო", როგორც უშუალოდ დამფუძნებლის სახელს, ასევე საინტერესო ისტორიას უკავშირდება: აღმოჩნდა, რომ მარიმო იაპონიაში გავრცელებულ, მარადიული სიყვარულის სიმბოლოსა და ბედნიერების მომტან მცენარეს წარმოადგენს, რომელსაც ავგაროზად იყენებენ. „ეს სწორედ ის თანხვედრა აღმოჩნდა, რომელიც ჩემს კონცეფციას ასი პროცენტით ამართლებს. მივხვდი, რომ ყველაზე შესაფერისი სახელი „მარიმო" იქნებოდა. მცენარე იაპონიიდან ჩამოვიტანე და ჩემს პატარძლებს სამახსოვროდ ვჩუქნი".

„მარიმოს" პირველი ბიზნესნაბიჯები მარიამის დიზაინერი მეგობრების დახმარებით გადაიდგა. თუმცა, კომპანიამ სულ მალე ბაზარზე დიდი ნდობა მოიპოვა და განვითარებისთვის, შემდეგი ინვესტიციის განხორციელება უკვე დამოუკიდებლად შეძლო.

მარიამი ჩვენთან საუბრისას პირველ შეკვეთას იხსენებს: „მეგობრის რეკომენდაციით, ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის მამის იუბილე მომანდეს. მოთხოვნა იყო, რომ საღამო აუცილებლად ანტიალერგიული ყვავილებით გამეფორმებინა. ყველანაირად ვეცადე, ეს მოთხოვნა დამეკმაყოფილებინა. დღის ბოლოს, როდესაც მოვიდა ეს ქალბატონი, დეტალურად შეამოწმა თითოეული ყვავილი. მე კი ისე ვიდექი, თითქოს გამოცდას ვაბარებდი. საბოლოოდ, ჩემმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ამან მოტივაცია შემმატა. პროფესიიდან გამომდინარე, გამოწვევების წინაშე ხშირად ვდგავარ, რომელთა გადალახვა პროფესიულ გამოცდილებასა და თავდაჯერებულობას მმატებს", – ამბობს მარიამ ჩაგელიშვილი.

„მარიმოს" არაერთი სამომავლო გეგმა და მიზანი აქვს. კომპანიას სურს ქართველ პატარძლებს, და არა მხოლოდ, არჩევანის დიდი თავისუფლება, შთაბეჭდილებებით სავსე ძვირფასი წუთები შეუქმნას.

„ე.წ. ივენთ-ინდუსტრია საქართველოში აღმავლობის გზაზეა და სწრაფად ვითარდება. ჩვენც ფეხს ვუწყობთ და შესაბამისი დახვეწილი სერვისით ვპასუხობთ ამ გამოწვევას. ყველას, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში ან ნებისმიერ საქმიანობაში პირველი ნაბიჯების გადადგმას, მინდა ვუთხრა, რომ დაუღალავი შრომით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. გახსოვდეთ, რომ არაფრისგან შეგიძლიათ შექმნათ ყველაფერი", – მარიამ ჩაგელიშვილი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"