You can be on Entrepreneur’s cover!

საქართველოში პროექტი 50 Explores Georgia განხორციელდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

„საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია" 2018 წელს შეიქმნა და ქვეყანაში გასტრონომიის სფეროს ყველაზე დიდ გაერთიანებას წარმოადგენს. ასოციაცია ცნობილ და საყოველთაოდ აღიარებულ შეფმზარეულებს, ასევე გასტრონომიით დაინტერესებულ პირებსა და სუბიექტებს უყრის თავს. მის უმთავრეს მიზანს მსოფლიოსათვის ქართული გასტრონომიული კულტურის სათანადოდ წარდგენა, გაცნობა და პოპულარიზება წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის ფარგლებში, ასოციაცია The World's 50 Best Restaurant-თან აქტიურად თანამშრომლობს. სწორედ მათთან მჭიდრო კოოპერაციით 2020 წლის 28 მარტიდან 14 მაისამდე საქართველოში პროექტი 50 Explores Georgia განხორციელდება.

The World's 50 Best Restaurant მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული პლატფორმაა, რომელიც 2002 წლიდან ფუნქციონირებს და კულინარიაში საერთაშორისოდ აღიარებულ 1000 ექსპერტს აერთიანებს. სწორედ ამ ექპერტების მიერ, ყოველწლიურად, სტრუქტურიზებული და ობიექტური ხმის მიცემის სისტემით, მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანი სახელდება. ეს კი სწორედ ის რესტორნებია, რომლებიც შემდეგ მსოფლიოს აქტუალურ, გასტრონომიულ ტრენდებსა და ტენდენციებს განსაზღვრავენ. მათ სიაში მოხვედრა მნიშვნელოვან წინსვლასა და წარმატებას, როგორც უშუალოდ რესტორნისთვის, ასევე კონკრეტული ქვეყნის გასტრონომიული ტურიზმისა და ეკონომიკური წინსვლისთვის წარმოადგენს.

50 Best მსოფლიო ბრენდია, რომლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს 50 Explores წარმოადგენს. მისი მიზანია, მსოფლიოს ახალი რეგიონები, მათი კულტურული თავისებურებები, გასტრონომიული გამოცდილება და ავთენტური გემოები გააცნოს. პროექტი უკვე წარმატებით განხორციელდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში: კანადა, პერუ, ტაილანდი, მექსიკა, ავსტრალია, სინგაპური და სხვ.

50 Explores Georgia-ს უმთავრეს მისიას საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უნიკალური გასტრონომიული რეგიონის, აღმოჩენა და მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე მისი მკაფიოდ მონიშვნა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში, ქვეყანას 50 საუკეთესო რესტორნის ცნობილი შეფმზარეულები და სომელიეები ეწვევიან, რომლებიც 2 თვის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონს მოინახულებენ. სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, რაჭა, ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი და თბილისი სწორედ ის ადგილებია, სადაც მოწვეული ექპერტები ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად იმოგზაურებენ.

სტუმრობის პერიოდში, თითოეულ რეგიონზე ვიდეორეპორტაჟი მომზადდება, რომელიც ქვეყნისა და კონკრეტული რეგიონის ავთენტურ კერძებს, კულინარიულ გამოცდილებასა და ადგილობრივ წარმოებას წარმოაჩენს. აღნიშნული ვიდეოები მაღალრეიტინგულ გასტრონომიულ ციფრულ და ბეჭდურ მედიაპლატფორმებზე განთავსდება, რაც საქართველოს, როგორც გამორჩეული კულინარიული ისტორიის მქონე ქვეყნის, მსოფლიოსთვის გაცნობასა და ქვეყანაში გასტრონომიული ტურზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი