USAID ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდასაჭერად 840,000$-ს გამოყოფს

USAID ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდასაჭერად 840,000$-ს გამოყოფს
ფოტო: ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

USAID-ისა და თეთრი სახლის ფონდის - „ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივისგან“ მიღებული $840,000-იანი დაფინანსებით, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, YES-Georgia ახალგაზრდების და ქალი მეწარმეების გაძლიერებაზე იმუშავებს. 2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე. ეს დახმარება მათ შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ თავიანთი ბიზნესები და გააძლიერონ საქართველოს ეკონომიკა.

პროგრამა YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.

პროგრამის პრეზენტაციაზე  YES-Georgia-ს ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქტების და მომსახურებების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

პროგრამის ოფიციალური ნაწილი პიტერ ვიბლერმა - USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა გახსნა, რომლის შემდეგაც სიტყვით გამოვიდნენ: ბონი გლიკი - USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე; არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ნათია თურნავა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და არჩილ ბაკურაძე - ფონდი კრისტალის თავმჯდომარე. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, დონორები, სახელმწიფო სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარები, აკადემიკოსები, ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები.

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი. პროგრამა თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაცია Buzz Women-თან და ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანია შპს კრისტალ კონსალტინგთან.

პროგრამა YES-Georgia ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და პროფესიონალებს. „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ USAID-ის წინა პროგრამის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ გაგრძელებას წარმოადგენს. 2016 წლიდან დღემდე YES-Georgia-ს პროგრამამ მოიცვა 3000-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე, რომელთა უმეტესობას ქალები წარმოადგენენ.                                                                                                                            

2019 წლის თებერვალს თეთრმა სახლმა ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივა  ჩამოაყალიბა. ინიციატივის ფარგლებში, აშშ-ს მთავრობა მიზნად ისახავს 2025 წლამდე მოიცვას 50 მილიონი ქალი. W-GDP წარმოადგენს აშშ-ს სახელმწიფოს მიერ შექმნილ ინიციატივას, რომლის მიზანია $27 მილიონით დააფინანსოს და აშშ-ს მთავრობის მიერ განახორციელოს მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური და ეფექტიანი პროგრამები. W-GDP-ს ფონდი მობილიზებას გაუწევს სხვადასხვა სახის პარტნიორობებს, რათა დამატებით მოიზიდოს $260 მილიონი კერძო წყაროებიდან, ორმხრივი და მრავალმხრივი დონორებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, უნივერსიტეტებისგან და სხვა სახელმწიფოებისგან.

 

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Entrepreneur Store scours the web for the newest software, gadgets & web services. Explore our giveaways, bundles, "Pay What You Want" deals & more.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.