თიბისი ბიზნესისთვის და Vendoo.ge-ს ერთობლივი ინიციატივა ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად

თიბისი ბიზნესისთვის და Vendoo.ge-ს ერთობლივი ინიციატივა ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად
ფოტო: თიბისი
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ელექტრონული კომერციის პლატფორმა - Vendoo.ge-ს და თიბისი ბიზნესისთვის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მეწარმეებს, რომლებიც ქართული პროდუქციის რეალიზებას Vendoo-ს პლატფორმით ახორციელებენ, საკომისიო გადასახადი ერთი თვის განმავლობაში მინიმუმამდე შეუმცირდებათ.

გადაწყვეტილება კომპანიებმა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად და მათი ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად მიიღეს.

ინიციატივის ფარგლებში, მეწარმეები, რომლებიც ქართულ პროდუქტს აწარმოებენ და Vendoo.ge-სთან თანამშრომლობენ, საკომისიო გადასახადი ავტომატურად შეუმცირდებათ. ხოლო ისინი, ვინც ონლაინ პლატფორმაზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის განთავსებას უახლოეს მომავალში გეგმავენ, შეღავათიანი ტარიფით სარგებლობასთან ერთად, ვებგანთავსებისთვის საჭირო ფოტოგადაღების სერვისს  და ვიზუალურ მასალას ისევ უსასყიდლოდ მიიღებენ.

Vendoo.ge-ზე რეგისტრაცია ბიზნესების წარმომადგენლებს ბმულზე შეუძლიათ.

Vendoo.ge ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს და მომწოდებლებს ერთმანეთთან აკავშირებს მთელი საქართველოს მასშტაბით. Vendoo-ს მიზანია, გაამარტივოს პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მიაწოდოს პროდუქტი და შესთავაზოს მათ უმაღლესი ხარისხის მომსახურება. 

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.