📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

წერილი, რომელიც ბილ გეითსს არ დაუწერია რას გვასწავლის ვირუსი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Gates Notes

ორშაბათის მონაცემებით, პანდემიას 16 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 370,000 კი ინფიცირებულია.

რამდენიმე დღის ბილ გეითსის სახელით გავრცელდა წერილი, რომლის სათაურია „რას გვასწავლის კორონავირუსი?". ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ ეს წერილი მას არ დაუწერია და ავტორი ამ დროისთვის უცნობია. უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა სტატიაში გამოთქმულ აზრებს დღევანდელ რეალობაზე, ბევრი ადამიანი დააფიქრა და სხვა თვალით დაანახა საკუთარი ცხოვრება. ვფიქრობთ ეს სტატია აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და ავტორს რაც შეეხება ვფიქრობთ მასზე თითოეული ჩვენგანი სიამოვნებით მოაწერდა ხელს :)

ვირუსმა შეგვახსენა თანასწორობა, რომ მიუხედავად კულტურისა, რელიგიისა, პროფესიისა, ფინანსური სიტუაციისა და ცნობადობისა, ჩვენ გავიხსენეთ, რომ ყველა თანაბარი ვართ და თუკი ამის არ გვჯერა, მაშინ ვკითხოთ ტომ ჰენკსს. ეპიდემიამ მიგვახვედრა ერთ მნიშვნელოვან რამეს − ყველა გადაჯაჭვულები ვართ და რაც ერთ ადამიანზე მოქმედებს, ასევე შეიძლება აისახოს სხვაზეც. COVID-19-მა ჩვენი დროებითი შევიწროებით გაგვახსენა ადამიანები, რომლებიც მთელ ცხოვრებას ჩაგვრასა და შეზღუდვებში ატარებენ, ასევე გაგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობა, რომელსაც არაჯანსაღი კვებითა და დაბინძურებული წყლის სმით ვანადგურებთ. მიგვახვედრა, რამდენად მოკლეა ჩვენი ცხოვრება და რომ უნდა ვიზრუნოთ მათზე, ვინც ასაკოვანი და ავადმყოფია.

ეპიდემიამ თვალიც აგვიხილა, როცა გავიაზრეთ, რომ ერთადერთი, რაც გვჭირდება, საკვები, წყალი და მედიკამენტებია, და არა ფუფუნების საგნები, რომლებსაც ხშირად უმიზეზოდ ვანიჭებთ ღირებულებას. ვირუსმა გაგვახსენა დავიწყებული ოჯახი და ცხოვრება შინ − ის, რაც გვაკლდა. პანდემია გვაიძულებს დავბრუნდეთ სახლებში, თავიდან ავაშენოთ და გავაძლიეროთ ოჯახური კავშირები.

და რა არის ჩვენი ნამდვილი საქმე? COVID-19-მა შეგვახსენა, რომ ჩვენი ნამდვილი სამსახური ერთმანეთზე ზრუნვა და დაცვა, საკუთარი ეგოს გაკონტროლებაა. ვირუსმა მიგვახვედრა თავისუფალი ნების უსასრულო ძალაზე, რომ შეგვიძლია ორი გზა ავირჩიოთ: ერთი, რომელიც გაზიარებასა და დახმარებასთანაა დაკავშირებული, ხოლო მეორე, რომელსაც ეგოიზმამდე მივყავართ. ეპიდემიის დროს გავაანალიზეთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ მომთმენები ან ჩავცვივდეთ პანიკაში − გვაქვს უნარი, ან გავიაზროთ სიტუაცია, რომლის მსგავსი წარსულში მომხდარა და გაიარა, ან ჩავთვალოთ, რომ ეს სამყაროს აღსასრულია და შედეგად, უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ საკუთარ თავს.

ეს მდგომარეობა გვიბიძგებს ვისწავლოთ შეცდომებზე, დავინახოთ, რომ დედამიწა ავადაა, იჩეხება ტყეები, ნადგურდება ბუნება − ავად ვართ, იმიტომ, რომ ჩვენი სახლი ავადაა.

დაბოლოს, "ბილ გეითსი" ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ბევრს კორონავირუსი კატასტროფა ჰგონია, მე მირჩევნია ის დავინახო, როგორც "დიდი კორექტორი". ვირუსი გამოგზავნილია, რათა ის მნიშვნელოვანი გაკვეთილები გაგვახსენოს, რომელიც დავივიწყეთ და ჩვენზეა დამოკიდებული, დავისწავლით თუ არა მათ ისევ".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი