📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

23 ფაქტი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა მითს გააქარწყლებს Covid-19-ის პანდემიამ შტორმით აიღო მთელი მსოფლიო, ამ ვირუსზე დიდი მითქმა მოთქმაა გაჩაღებული, და მათგან ბევრი რამ გამონაგონია. ამ სტატიაში შეთქმულების ზოგიერთი თეორიები და მითებია განხილული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Daily Mail

როგორც კი Covid-19 გლობალურ პანდემიად იქცა, მის შესახებ ყველგან გავრცელდა ინფორმაცია. მათგან ზოგი რამ სიმართლეა, ზოგს კი, შეცდომაში შევყავართ. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით კორონავირუსის შესახებ. ამ ვირუსზე ექიმები, მეცნიერები და მკვლევარები მუშაობენ, და ყველანაირად ცდილობენ ყოველდღიურად რაღაც ახალი დაადგინონ - თუ როგორ ვრცელდება და მუშაობს ვირუსი, და როგორ გადაეცემა, და მისგან განკურნების საშუალება იპოვონ.

ჩვენ უკვე ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და რა - არა, მთავარი ნაბიჯები, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსისგან - იმუნური სისტემის გაძლიერება, სოციალური დისტანცირება, ფიზიკური ვარჯიშები, და თვით იზოლაცია. მთავარი კი ვიცით, მაგრამ სახლში ვრჩებით და სულ უფრო მეტი შეკითხვები გვიჩნდება უსაფრთხოებაზე, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ნივთებისა და ჩვენი სახლების დეზინფექცია.

ინფორმაცია უზომოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასეთ ვითარებაში, მაგრამ ზუსტად ფაქტების შესწავლა და მითების გაქარწყლებაა ის გზა, რომელიც დაგვეხმარება ჯანმრთელებიც ვიყოთ, მიზანმიმართულებიც და უვნებლებიც. რაც შეეხება ინფორმაციას, ისეთ წყაროებს უნდა ენდოთ, როგორებიცაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მთავრობის წარმომადგენლები, გაერო, ჯანდაცვის სამინისტრო, ყველა ეს უწყება სარწმუნო, განახლებულსა და აუცილებელ ინფორმაციას მოგაწვდით.

კრიზისის დროს მითები და მცდარი ინფორმაცია კიდევ მეტად აღრმავებს პრობლემას. ასეთ დროს იდეალური ვარიანტი ვითარებაში საფუძვლიანად გარკვევა, ინფორმაციის გადამოწმებაა. მოვლენებზე რეალური წარმოდგენის შესაქმნელად, სხვადასხვა ოფიციალური წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას გაეცანით, რომელიც მითებს აქარწყლებს.

ქვემოთ 23 ფაქტია თავმოყრილი, რომელიც მითებსაც გააქარწყლებს და თქვენს ყველა შეკითხვასაც გასცემს პასუხს:

1. ახალი კორონავირუსი შესაძლოა ცხელი და ნოტიო კლიმატის მქონე ადგილებშიც გავრცელდეს

არსებული მონაცემების მიხედვით, ახალი კორონავირუსი შესაძლოა ნებისმიერ რაიონში გავრცელდეს, მათ შორის, იქაც სადაც ცხელი და ნესტიანი გარემოა. სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, კლიმატის მიუხედავად დამცავი საშუალებები გამოიყენეთ, თუ ისეთ ადგილას ცხოვრობთ, ან იმ ადგილებში მოგზაურობთ, სადაც COVID-19-ია გავრცელებული.

COVID-19– ისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ხელების ხშირი დამუშავება/დაბანაა. ამ გზით იმ ვირუსებს გაანადგურებთ, რომლებიც შესაძლოა თქვენს ხელებზე არიან და ინფექციას აიცილებთ თავიდან, რომელიც შესაძლოა თქვენი ხელების შეხებამ გამოიწვიოს თვალებზე, პირსა და ცხვირზე.

2. ახალ კორონავირუსს არც ცივი ამინდი კლავს და არც თოვლი

არანაირი საფუძველი არ არსებობს ვივარაუდოთ, რომ ცივ ამინდს ახალი კორონავირუსის ან სხვა დაავადებების გამომწვევი ვირუსების განადგურება შეუძლია.

ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 36.5°C და 37°C-ს შორის დიაპაზონშია, იმის მიუხედავად, თუ რა ტემპერატურაა, ან როგორი ამინდია გარეთ.

ახალი კორონავირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ხელების ხშირი დამუშავებაა სპირტის შემცველი სადეზინფექციო სითხით, ან საპნითა და წყლით დაბანაა.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცივ ამინდს ვირუსის განადგურება შეუძლია. მოდით ერთხელ და სამუდამოდ შევიტანოთ ამ საკითხში სიცხადე, დღემდე ზემოხსენებული მოსაზრების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ გამოვლენილა.

ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა დაახლოებით 36.5°C-დან 37°C-მდე დიაპაზონშია, არ აქვს მნიშვნელობა, რა ტემპერატურაა გარეთ ან რა ამინდია. მიკრობებისა და ვირუსებისგან თავდასაღწევად ერთადერთი გზა არსებობს -ყოველთვის სუფთა უნდა გქონდეთ ხელები.

3. ცხელი აბაზანა/შხაპი კორონავირუსის ინფექციისგან არ იცავს

ცხელი აბაზანა/შხაპი ვერ დაგიცავთ COVID-19-ისგან. თქვენი სხეულის ნორმალური ტემპერატურა დაახლოებით 36.5°C -დან 37°C-მდე დიაპაზონშია, წყლის ტემპერატურის მიუხედავად აბაზანის ან შხაპის მიღებისას. სინამდვილეში მეტისმეტად ცხელი წყლით შხაპის/აბაზანის მიღება შესაძლოა საზიანო იყოს, სხეულის დამწვრობა გამოიწვიოს.

COVID- 19-ისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ხელების რეგულარული დამუშავებაა. ამ გზით იმ ვირუსებს გაანადგურებთ, რომლებიც შესაძლოა თქვენს ხელებზე არიან და ინფექციას აიცილებთ თავიდან, რომელიც შესაძლოა თქვენი ხელების შეხებამ გამოიწვიოს თვალებზე, პირსა და ცხვირზე.

როგორ ფიქრობთ, ნუთუ ცხელ შხაპს არ მიიღებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსის ინფექცია აქვთ? ცხელი წყლის გადავლება ნამდვილად ვერ დაგიცავთ ვირუსისგან.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ჩვენი სხეულის ტემპერატურა მუდმივია. სხეულის დამწვრობა კი შესაძლოა ყველაფერმა გამოიწვიოს, რაც ძალიან ცხელია, წვნიანი იქნება ეს თუ წყალი.

5. ჩინეთიდან ჩამოსულმა პროდუქტებმა შესაძლოა თქვენი ინფიცირება გამოიწვიოს

ეს ვირუსი დიდხანს ვერ რჩება პაკეტებსა და წერილებზე, ამიტომ მათი გამოყენება პროდუქტებისთვის, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოდის, სრულიად უსაფრთხოა, აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

თუმცა, თუ მაინც გეშინიათ, პროდუქტი გამოყენებამდე სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ.

6. შესაძლებელია თუ არა კორინავირუსის გავრცელება კოღოს ნაკბენით

დღეისათვის არანაირი ინფორმაცია არ არსებობს დამადასტურებელი იმისა, რომ ახალი კორონავირუსის გამავრცელებლები შესაძლოა კოღოები იყვნენ.

ახალი კორონავირუსი რესპირატორული ვირუსია, რომელიც უმთავრესად იმ წვეთებით ვრცელდება, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი ხველის ან ცემინებისას, ან ნეწყვით, ან ცხვირის გამონადენით გამოყოფს.

ახალი კორონავირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ხელების ხშირი დამუშავებაა სპირტის შემცველი სადეზინფექციო სითხით, ან საპნითა და წყლით დაბანაა. გარდა ამისა, თავი აარიდეთ კონტაქტს ნებისმიერთან, ვინც ახველებს ან აცემინებს.

არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს თეორიას, რომ კოღოს კბენას კორონავირუსის გავრცელება შეუძლია. ამიტომ, დახუჭეთ თვალები და დაიხშეთ ყურები და არ დაუჯეროთ იმას, რასაც გეუბნებიან.

ეს რესპირატორული ვირუსია და დაავადების გავრცელება შეუძლიათ იმ წვეთებს, რომლებიც ხველის ან ცემინებისას გამოიყოფა. ამიტომ, როდესაც ახველებთ ან აცემინებთ, პირზე ხელსაწმენდი ან ქსოვილი, ან მოხრილი იდაყვი უნდა აიფაროთ.

7. ვირუსის გავრცელება უჰანის ლაბორატორიამ გამოიწვია

ეს ახალი ამბავი რა ხანია ყველგან ტრიალებს. როგორც კი შემთხვევებმა იმატა, ხმები გავრცელდა, რომ უჰანის ბაზართან ახლოს მდებარე ჩინური ლაბორატორიიდან, რომელიც საიდუმლო ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდა, ვირუსმა შემთხვევით გაჟონა და კატასტროფა გამოიწვია თუმცა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

8. ხელის საშრობები ვირუსს კლავს

არა. ხელის საშრობები არ არის ეფექტური, 2019-nCoV-ს არ ანადგურებს. ახალი კორონავირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ხელების ხშირი დამუშავებაა სპირტის შემცველი სადეზინფექციო სითხით, ან საპნითა და წყლით დაბანაა. დეზინფექციის ან დაბანის შემდეგ, ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით, ან საშრობის თბილი ჰაერის ნაკადით.

ხელის საშრობები არ ანადგურებს COVID-19-ს. საშრობის გამოყენება ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც საპნითა და წყლით დაბანის, ან სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალების გამოყენების შემდეგ იშრობთ ხელებს.

9. დაგვეხმარება თუ არა ულტრაიისფერი სადეზინფექციო ნათურა

დაგვეხმარება თუ არა ულტრაიისფერი სადეზინფექციო ნათურა?

ხელების ან სხეულის რომელიმე ნაწილის დეზინფექციისთვის ულტრაიისფერი ნათურა არ უნდა გამოიყენოთ, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება კანის გაღიზიანებას იწვევს.

რა თქმა უნდა, ის ვერანაირ ვირუსებს ვერ მოკლავს, მაგრამ კანს კი ნამდვილად გაგიღიზიანებთ. ახლანდელი სცენარის მიხედვით, საეჭვოა, არსებული პრობლემებისთვის კიდევ ერთის დამატება უნდოდეს ვინმეს.

10. იოგას კორონავირუსისგან განკურნებაში შეუძლია დახმარება

ინდოეთის უტა პრადეშის შტატის მინისტრი, იოგი ადიტიანათი შესაძლოა საკმაოდ ბევრ შემთხვევაში იყოს მართალი, მაგრამ არა იმაში, რომ იოგას კორონავირუსისგან განკურნებაში შეუძლია დახმარება. თქმა არ უნდა იმას, რომ იოგა ჯანსაღ ცხოვრებაში გეხმარებათ, მაგრამ ვირუსისგან განკურნება მისი ერთ-ერთი ფუნქცია ნამდვილად არ არის.

11. თერმოსკანერები

თერმოსკანერები ეფექტურია იმ ადამიანების აღმოჩენაში, რომლებსაც ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო, ცხელება აქვთ (ანუ სხეულის ნორმალურზე მაღალი ტემპერატურა).

თუმცა, მათ არ შეუძლიათ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენა, რომლებიც ჯერ არ არიან ავად. რადგან ინფიცირებული ადამიანების ავად გახდომამდე და ცხელების განვითარებამდე 2-დან 10 დღემდე უნდა გავიდეს.

თერმოსკანერები უდავოდ ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანების აღმოჩენაში, რომლებსაც ცხელება აქვთ. თუმცა, ეს ხელსაწყო ვერაფერს აღმოაჩენს, თუ ადამიანი ინფიცირებულია და ცხელება არ აქვს. ამის მიზეზი ისაა, რომ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს სიმპტომები მხოლოდ 2-10 დღეში გამოუვლინდებათ.

12. ვირუსის გავრცელება ღამურის/გველის წვნიანმა გამოიწვია

გახსოვთ, ვიდეო რგოლი, რომელშიც ჩინელი ქალი ღამურების წვნიანს მიირთმევს? ეს რგოლი ვირუსულად გავრცელდა, იმის დამადასტურებლად, რომ Covid-19 ღამურებით ვრცელდება. კეთილი, მაგრამ ეს თითქმის 4 წლის წინანდელი ვიდეო რგოლია.

სიმართლეა ის, რომ მწვავე რესპირაციული სინდრომი ღამურებით გადადის, მაგრამ ღამურებსა და გველებს კორონავირუსთან არაფერი აკავშირებთ.

13. შეუძლია თუ არა კორონავირუსისგან დაცვა სპირტის ან ქლორის შესხურებას სხეულზე?

არა, სპირტის ან ქლორის შესხურება მთელ სხეულზე ვერ მოკლავს ვირუსს, რომელმაც უკვე შემოაღწია თქვენს სხეულში.

ამგვარი ნივთიერებების შესხურება ტანსაცმელსა და სხეულის ლორწოვან გარსზე (თვალი, პირი) შესაძლოა სახიფათო იყოს.

გახსოვდეთ, რომ როგორც სპირტი ისე, ქლორი შესაძლოა ეფექტური იყოს ზედაპირების დეზინფექციისთვის, მაგრამ ისინი რეკომენდაციების შესაბამისად უნდა გამოიყენოთ.

თუ ვირუსი უკვე შემოჭრილია თქვენს ორგანიზმში, რაც არ უნდა გააკეთოთ, ზიანი უკვე მიყენებულია. სპირტისა და ქლორის შესხურება შესაძლოა სახიფათო იყოს თქვენთვის, მათი თვალთან და პირთან მოხვედრისას.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი სახლში ზედაპირების დეზინფიცირების შესანიშნავი საშუალებაა, არ დაივიწყოთ, რომ რაოდენობას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადგან ორივე ადვილად აალებადია.

14. ძროხის ნაკელის და მისი შარდის გამოყენებას ვირუსისგან განკურნება შეუძლია

მართალია, ბევრი ირწმუნება, რომ ძროხის შარდი მრავალ დაავადებას კურნავს, მაგრამ კორონავირუსი ნამდვილად არ არის ერთ-ერთი მათგანი.

ინდოელმა პოლიტიკოსმა, სუმან ჰარიპრიამ ბოლო ხანებში განაცხადა, რომ ძროხის ნაკელსა და მის შარდს კორონავირუსისგან განკურნება შეუძლია. ეს უბრალოდ არ არის მართალი.

15. დაგვიცავს თუ არა ვაქცინაცია?

არა. პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები, როგორებიცაა, პნევმოკოკური ვაქცინა და ჰემოფილური გრიპის B (Hib) ტიპის ვაქცინა, ახალი კორონავირუსისგან არ იცავს.

ვირუსი იმდენად ახალია და განსხვავებული, რომ მისთვის მისი საკუთარი ვაქცინაა აუცილებელია. მეცნიერები 2019-nCoV -ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს მათ მცდლობებს.

მართალია, ეს ვაქცინები არ არის ეფექტური 2019-nCoV-ისგან თავდასაცავად, მაგრამ თქვენი ჯანმრთელობის დასაცავად, დაბეჯითებით გირჩევთ რესპირაციული დავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

დღემდე კორონავირუსის საწინააღმდეგო არც წამალი შექმნილა, და არც ვაქცინა. მეცნიერები და მკვლევარები ჯერ კიდევ მუშაობენ მასზე. მართალია ვერანაირი ვაქცინა ვერ დაგიცავთ კორონავირუსისგან, მაგრამ თქვენი ჯანმრთელობის დასაცავად დაბეჯითებით გირჩევთ რესპირაციული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

16. აიუვედას, ჰომეოპათიას ან მცენარეულ მედიცინას შეუძლია დახმარება

ინდოეთის მთავრობის ერთ-ერთმა ქვეგანაყოფმა, AYUSH-მა, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, მაგრამ მეცნიერებსა და მკვლევარებს ჯერ კიდევ არ უთქვამთ, რომ ამ ვირუსის მკურნალობა აიურვედათი, ჰომეოპათიით და სხვა მცენარეული სამკურნალო საშუალებებითაც შეგიძლიათ.

17. დავადებას შინაური ცხოველები ავრცელებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შეუძლებელია ძაღლები ამ ვირუსის მატარებლები ან მისი გამავრცელებლები იყვნენ, რადგან ისე, როგორც ძროხებსა და ფრინველებს, მათაც იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული ამ დაავადების მიმართ.

18. ცხვირის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით

არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ცხვირის რეგულარულ გამორეცხვას ფიზიოლოგიური ხსნარით ადამიანების დაცვა შეუძლია ახალი კორონავირუსის ინფექციისგან.

მაგრამ არსებობს გარკვეული მტკიცებულებანი იმისა, რომ ცხვირის რეგულარულად გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით ადამიანებს ჩვეულებრივი სურდოს დროს სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

მაგრამ არ არის ნაჩვენები, რომ ცხვირის რეგულარული გამორეცხვა რესპირაციული ინფექციებისგან იცავს ადამიანებს.

არ არსებობს ამ მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება. თუმცა, სიმართლეს შეესაბამება ის, რომ ცხვირის ფიზიოლოგიური ხსნარით გამორეცხვისას სწრაფად გამოჯანმრთელდებით თუ ჩვეულებრივი სურდო გაქვთ და არა ვირუსი.

19. ნივრისა და ხახვის მიღება

ნიორი ჯანსაღი საკვებია, რომელსაც გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები აქვს. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ნივრის მოხმარება ადამიანებს ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) ახლანდელი აფეთქებისგან დაიცავს.

ნიორი ჯანსაღი საკვებია და კვლევების მიხედვით, მას ანტიმიკრობული თვისებები აქვს, რომლებიც იმუნური სისტემის გაძლიერებაში ეხმარება ორგანიზმს. მაგრამ არაფერი ადასტურებს იმას, რომ ნივრისა და ხახვის მიღებას ადამიანის პანდემიისგან შეუძლია დაცვა.

20. ხანდაზმულები და ბავშვები გაცილებით მგრძნობიარენი არიან ამ ვირუსის მიმართ

ახალი კორონავირუსით (nCoV-2019) შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანი ინფიცირდეს.

როგორც ჩანს, ხანდაზმულები ან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებები აქვთ (როგორებიცაა, ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადებები) გაცილებით მგრძნობიარენი არიან და შესაძლოა, მძიმედ დაავადდნენ ამ ვირუსით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ნებისმიერი ასაკის ადამიანს ურჩევს, ვირუსისგან თავდასაცავად ზომების მიღებას, კერძოდ, სერიოზულ ზრუნვას ხელებისა და რესპირატორულ ჰიგიენაზე.

ვირუსით შეიძლება ნებისმიერი ინფიცირდეს, იგი რომელიმე კონკრეტული ასაკის მიმართ არ არის სპეციფიკური. მაგრამ ხანდაზმულები და ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებები აქვთ (როგორებიცაა, ასთმა, დიაბეტი და გულის დაავადებები) გაცილებით დაუცველები არიან მის მიმართ.

21. ლუდი Corona კორონავირუსის ინფექციას იწვევს

ეს განაცხადი იმას მიუთითებს, რომ ინტერნეტი მართლაც თავშესაქცევი ადგილია. ლუდი Corona თქვენს ინფიცირებას ვერ შეძლებს. ამ სახეობის ლუდსა და ვირუსს შორის მხოლოდ ერთი მსგავსებაა, სიტყვა „კორონა".

22. ანტიბიოტიკები კორონავირუსს ებრძვიან?

არა. ანტიბიოტიკები ვირუსებს კი არა, მხოლოდ ბაქტერიებს ებრძვიან, ახალი კორონავირუსი (2019-nC0V), ვირუსია და შესაბამისად, მისი პროფილაქტიკის ან მკურნალობისთვის ანტიბიოტიკების გამოყენება არ შეიძლება.

თუმცა, თუ ჰოსპიტალში მოხვდით 2019-nCoV-ის გამო, შესაძლოა ანტიბიოტიკებიც დაგენიშნოთ, პარალელური ბაქტერიული ინფექციის გამო.

23. ვიტამინი C ვირუსისგან განკურნებაში ეხმარება

ვიტამინი C მართლაც შესანიშნავი დანამატია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, მაგრამ არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას ვირუსისგან განკურნებაშიც შეუძლია დახმარება, ჯერ არც რაიმე წამალი არსებობს და არც მკურნალობის საშუალება.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება