📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ აღწევენ წარმატებას უძრავი ქონების ინვესტორები გამოცდილი მოდელის დახმარებით

By სანან სანანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

აღიარებული ფაქტია, რომ უძრავ ქონებაში ინვესტირება, მთავარი ფაქტორია ფინანსური სიმდიდრისა და კეთილდღეობის მისაღწევად თანამედროვე მსოფლიოში. წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავთ, რა გელით წინ და რამდენ ხანს შეძლებს თქვენი სამსახური თქვენს უზრუნველყოფას. უძრავ ქონებაში ინვესტირება შესაძლოა თქვენი მთავარი, ან კიდევ დამატებითი საქმიანობა იყოს, და იგი მარტივად გამოგდიოდეთ ან გიჭირდეთ მისი წარმოება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიუდგებით ამ საქმეს.

უძრავი ქონების სფეროს მილიონერები ამ ბიზნესში წარმატებას იმით აღწევენ, რომ სწავლობენ თუ როგორ უნდა ითამაშონ ეს თამაში, როგორ უნდა იმუშაონ სწორ ადამიანებთან და როგორ უნდა გაზარდონ წარმატების შანსები. და გარდა ამისა, საქმიანობის გაკონტროლებისა და განმეორებადი შედეგების მიღების უნარსაც იძენენ.

ამ ყველაფრის მიღწევა გამოცდილი მოდელის გამოყენებითაა შესაძლებელი. ისეთი მოდელით, რომელიც მილიონებით გაზრდის თქვენს კაპიტალს. მოდით, ცოტა ღრმად ჩავწვდეთ ამ საკითხს და გავარკვიოთ, თუ რა არის ეს გამოცდილი მოდელი, რომელზეც უძრავი ქონების ყველა მაგნატს აბოდებს. და როგორ მიაღწიეს მათ ასეთ სოლიდურსა და სტაბილურ წარმატებას მისი დახმარებით?

რა არის გამოცდილი მოდელი?

გამოცდილია მოდელი, რომელშიც მთელი ყურადღება ყველაზე ფასეულსა და პროგნოზირებად შედეგებზეა გამახვილებული. ეს მოდელი ცდებისა და შეცდომების მოდელია. აქ თქვენ თვითონ უნდა სცადოთ თითქმის ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება და შედეგების დანახვა. ქვემოთ, ჩამონათვალში გაეცნობით, თუ რა შემთხვევაში დასრულდება ეს მიდგომა უშედეგოდ:

  • როდესაც ვერასოდეს შეძლებთ შედეგების გაკონტროლებას
  • როდესაც ამას ბევრი დრო დასჭირდება, და ვერასოდეს განსაზღვრავთ წინასწარ, კონკრეტულად რამდენი
  • როდესაც პოტენციური წარუმატებლობების გამო მომავალში შეუძლებელი გახდება ყველაფრის თავიდან დაწყება
  • როდესაც თქვენი ბიზნესის ელემენტებზე კონტროლის ნაკლებობამ შესაძლოა არასასურველ შედეგებთან მიგიყვანოთ

და კიდევ ბევრი სხვა რამ. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ცდებისა და შეცდომების მეთოდი დაახლოებით ასეთია, თქვენ ვაშლის ხელით გაჭრას ცდილობთ იმ დროს, როდესაც ბასრი დანა გიდევთ გვერდით. მე არ ვამბობ, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებთ, მაგრამ წარუმატებლობის შანსი მეტისმეტად დიდია, და თან, თქვენ მოქმედებებსა და შედეგებს ვერანაირად ვერ აკონტროლებთ. თქვენ არ შეგიძლიათ შედეგის წინასწარ განსაზღვრა. გულწრფელად რომ გითხრათ, ამის გაკეთებას არც მოისურვებთ, როდესაც სასწორზე თქვენი აქტივები დევს.

ინვესტიციებში ამ ბასრი დანის როლს გამოცდილი მოდელი ასრულებს. ის მოდელი, რომლითაც დიდმა მოთამაშეებმა მიაღწიეს წარმატებას და ახლა თქვენც შეგიძლიათ მისი გამოყენება, რომ თავიდან აიცილოთ წარუმატებლობები და მოკლე გზით მიაღწიოთ წარმატებას. და კიდევ ერთხელ, არ დაივიწყოთ, რომ ვერც ერთი მოდელი ვერ მოგცემთ წარმატების გარანტიას, მხოლოდ გამოცდილ მოდელს შეუძლია თქვენი შანსების გაზრდა და წარუმატებლობების თავიდან აცილება.

ასე რომ, გვჭირდება მოდელი, რომელსაც სასურველი და განმეორებადი შედეგების გარანტირება შეუძლია, და რომელიც წარმატებულ ინვესტორებს გამოუყენებიათ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცდილი მოდელი.

ახლა, როდესაც უკვე ვიცით, თუ რა არის გამოცდილი მოდელი, მოდით, გადავამოწმოთ რა მნიშვნელობა აქვს მას უძრავი ქონების ინვესტირების სფეროში:

როგორ ეხმარება იგი ინვესტორებს წარმატების მიღწევაში?

გამოცდილი მოდელი გზის გაკვალვაში სხვადასხვაგვარად დაგეხმარებათ. გამოცდილი მოდელი:

  • გეხმარებათ მიზნის სწრაფად მიღწევაში
  • შესაძლო მახეებსა და დაბრკოლებებს გაცილებთ თავიდან
  • მაქსიმალურად ზრდის წარმატების შანსებს
  • გეხმარებათ რისკების მართვაში
  • ოპტიმიზებას უკეთებს ჩვენს მცდელობებს საბოლოო შედეგების მისაღებად
  • გარანტიას იძლევა, რომ შედეგები განმეორებადი იქნება

უძრავ ქონებაში ინვესტირების სფეროში წარმატების მისაღწევად, ეს მოდელი მათგან უნდა მიიღოთ, ვინც მილიონები გამოიმუშავა წარმატებული და გამოცდილი მოდელის დახმარებით. მილიონერი ინვესტორები ამ გზას მიყვებოდნენ და იქ მიიყვანა, სადაც დღეს არიან. თქვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ მათი მოდელები გამოიყენოთ, რომ ყველაზე ეფექტური გზით მოიპოვოთ ფინანსური დამოუკიდებლობა.

დასკვნა

გამოცდილი მოდელის გარდა, ვერცერთი სხვა მოდელი ვერ მოგცემთ აბსოლუტური წარმატების გარანტიას. ეს მოდელი უძრავი ქონების ინვესტირების ინდუსტრიის ყველაზე დიდმა მოთამაშეებმა შექმნეს, და მას თქვენი მცდელობების ოპტიმიზებითა და და რისკების სამართავი ინსტრუმენტების მოწოდებით, თქვენი წარმატების შანსებს გაზრდა შეუძლია.

მთავარი ის არის, რომ სწორი გზა უნდა იცოდეთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ უძრავი ქონების ინვესტირების სფეროში. ჩვენს დროში ცხოვრებასა და ბიზნესს გაცილებით სწრაფი ტემპები აქვს და ამიტომ, თქვენ აუცილებლად უნდა განიხილოთ ცდებისა და შეცდომების მოდელი.

მოკლედ რომ ვთქვათ, გამოცდილი მოდელის გამოყენება იმას ნიშნავს, რომ მათ ნაკვალევზე უნდა იაროთ, ვინც რისკების შემცირებით და წარმატების შანსების გაზრდით, მწვერვალებს მიაღწია.

სანან სანანი

უძრავი ქონების სპეციალისტი

ახალგაზრდა, ჭკვიანი ბიზნესმენი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უნიკალური მიდგომით ბიზნესის მიმართ.

სანან სანანი გახლავთ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი უძრავი ქონების საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანიისა Sanani LLC. ის არის უძრავი ქონების სერიული ინვესტორი და ექსპერტი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი